რიონის ხეობის აქტივისტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს
ამ წუთებში, ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. აქტივისტთა ნაწილი შეხვედრის დასრულებას შენობის გარეთ ელოდება.
შეხვედრას ჟურნალისტები არ ესწრებიან და არც პირდაპირი ეთერით გადაიცემა. თუმცა, ცნობილია, რომ აქტივისტები შეხვედრის მიმდინარეობის იღებენ და ვიდეოჩანაწერს მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეხვედრის შესახებ დაახლოებით ორი საათის წინ გახდა ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით აქტივისტებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი და ორი გუბერნატორი — ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე ხვდებიან. დიალოგში, ასევე, მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები — სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
"გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები", — განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
აქტივისტთა ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დიალოგისთვის მუდმივად მზად არიან, შეხვედრის შესახებ მედიიდან, რამდენიმე წუთით ადრე არ უნდა გაეგოთ. მას შეხვედრის დაწყებამდე ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა — საჯაროობა. იგი ითხოვდა შეხვედრას ჟურნალისტები დასწრებოდნენ, ან, როგორც მინიმუმ, თავად ჰქონოდა საშუალება პირდაპირი ეთერით გადაეცა შეხვედრის მიმდინარეობა.
"იმ შემთხვევაში არ დავესწრებით ამ შეხვედრას, თუ ჩვენი სატელეფონო საშუალებით, ვიდეოს გადაღების უფლება, მინიმუმ, არ მოგევცემა ამ შეხვედრაზე, რომ დაზღვეული ვიყოთ შემდგომი სპეკულაციებისგან", — ამბობდა გოლეთიანი შეხვედრაზე შესვლამდე.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები