8 მსახიობი, რომელმაც თავისივე ცნობილი როლის შესრულება ინანა
ცუდ გადაწყვეტილებებს ყველანი ვიღებთ ხოლმე და მათ შორის გამონაკლისები არც ცნობილი მსახიობები არიან, თუმცა მათგან, ალბათ, მხოლოდ საუკეთესოებს შესწევთ ძალა, საჯაროდ აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს.
ხანდახან მაყურებლისთვისაც ნათელია, თუ რატომ შეიძლება იყოს მსახიობი თავისი როლით უკმაყოფილო (ფილმი წარუმატებელი გამოდგა ან მათი შესრულება მართლაც საშინელია), თუმცა ხშირად მათ პირადი მიზეზებიც აქვთ, რაზეც, შესაძლოა, მანამდე არც კი დაფიქრებულხართ.
ნახეთ ათი ცნობილი მსახიობის აღიარება, თუ რომელი პერსონაჟის განსახიერება გაუხდათ სანანებელი:
1. ჯეიკ ჯილენჰოლი ფილმში Prince of Persia (სპარსეთის პრინცი)
ცნობილი ვიდეოთამაშის ეს კინოეკრანიზაცია ყველა მხრივ წარუმატებელი პროექტი გამოდგა: ვერც მოსალოდნელი შემოსავლები მოაგროვა და უმეტესადაც უარყოფითი კრიტიკა დაიმსახურა. მათ შორის, მთავარ როლზე (სპარსეთის პრინცი) ამერიკული წარმოშობის თეთრკანიანი მსახიობის დამტკიცება შეუსაბამოდ მიიჩნიეს, რაც თავად ჯეიკ ჯილენჰოლმაც გაიაზრა:
"ვფიქრობ, ამ ფილმისგან ბევრი რამ ვისწავლე და ახლა უკვე ვიცი, რომ როლის შერჩევისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ამ როლის შესრულება ჩემი მხრიდან სწორი არ იყო ან უბრალოდ არ შევეფერებოდი მას", — განაცხადა მსახიობმა.
2. ჰალი ბერი ფილმში Catwoman (ქალი-კატა)
ჰალი ბერის ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, რომ კომიქსის ცნობილ პერსონაჟზე გადაღებულ ფილმში მონაწილეობ ენანა: "მინდა, კინოსტუდია Warner Bros.-ს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ამ საშინელ ფილმში როლზე დამამტკიცა. სწორედ ეს სჭირდებოდა ჩემს კარიერას: მწვერვალზე ვიყავი და ახლა უკვე ფსკერზე ვარ", — განაცხადა მან 2005 წელს.
წლების შემდეგ, 2020-ში ჩაწერილ ინტერვიუში ის კვლავ შეეხო ამ საკითხს და უფრო კონკრეტულად დააზუსტა, თუ რა არ მოსწონდა თავის როლში:
"მახსოვს, გადაღების პროცესშივე ვკამათობდი: რატომ არ შეიძლება, ქალმა გმირმაც ისევე გადაარჩინოს სამყარო, როგორც ამას ბეტმენი და სუპერმენი აკეთებენ? ჩემი პერსონაჟი ქალებს უბრალოდ კოსმეტიკური კატასტროფისგან რატომ იცავს? მაგრამ მე უბრალოდ მსახიობი ვიყავი და არა — რეჟისორი".
3. ჯორჯ კლუნი ფილმში Batman & Robin (ბეტმენი და რობინი)
კიდევ ერთი მსახიობი, რომელიც კომიქსის სუპერგმირის განსახიერებით კმაყოფილი არ არის, ჯორჯ კლუნია:
"სიმართლე რომ ითქვას, ცუდად ვითამაშე. აკივა გოლდსმენი, რომელმაც სცენარი დაწერა, ისიც გეტყვით, რომ ამ ფილმს საშინელი სცენარი აქვს. მეც საშინელი ვარ და რეჟისორი, ჯოელ შუმახერი, რომელიც გარდაიცვალა, გეტყოდათ, რომ ჰო, ვერ გამოვიდა ის, რაც მას უნდოდა", — განაცხადა მსახიობმა.
ალბათ, მათ მაყურებლების დიდი ნაწილიც დაეთანხმება ამაში.
4. ქეით უინსლეტი ფილმში Titanic (ტიტანიკი)
ქეით უინსლეტს იმდენად ფილმთან ან როლთან არ აქვს პრობლემა, რამდენადაც თავისი შესრულებითაა უკმაყოფილო:
"ყოველ სცენაში, როცა ჩემს თავს ვხედავ, ვფიქრობ: 'მართლა ასე გავაკეთე? ღმერთო ჩემო...' თუნდაც ჩემი ამერიკული აქცენტი, მოსმენაც კი მიჭირს. ეს უბრალოდ საშინელებაა", — აღიარა მსახიობმა.
5. მეგან ფოქსი ფილმში Transformers (ტრანსფორმერები)
მეგან ფოქსმა საჯაროდ ისაუბრა, თუ როგორი საშინელი გამოცდილება იყო ამ ფილმის რეჟისორთან, მაიკლ ბეისთან მუშაობა: "მას თავი ნაპოლეონი ეგონა და უნდოდა, რომ შეშლილი, გადარეული ხელოვანის რეპუტაცია შეექმნა. 'სექსუალური იყავი', მხოლოდ ამას მიმეორებდა გადაღებებზე", — განაცხადა ფოქსმა. ამავდროულად ფოქსი იმასაც აღიარებს, რომ თავისი თამაშითაც უკმაყოფილოა: "არ ვამაყობ ჩემი შესრულებით".
6. ვაიოლა დევისი ფილმში The Help (მოსამსახურე)
მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია რასიზმის საილუსტრაციოდ, აფროამერიკელი მაყურებლის ნაწილი და თავად ამ კინოსურათის მსახიობებიც კი ასე არ ფიქრობენ:
"მუშაობის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ფილმში მოსამსახურეების რეალური ხმა არ ისმოდა. მე ვიცნობ ამ ფილმის პერსონაჟებს, შავკანიან მოსამსახურეებს, ერთ-ერთი მათგანი ბებიაჩემია. თუ მთავარი მიზანი ის იყო, რომ ეჩვენებინა, როგორი იყო შავკანიანი ქალების ყოფა 1960-იან წლებში, როცა თეთრკანიან ოჯახებში მსახურებოდნენ, მაშინ მინდა, რომ უკეთ გავიგო, თუ რას გრძნობენ ისინი რეალურად. მე კი ეს ამ ფილმში არ მიგრძნია", — ასე შეაფასა ვაიოლა დევისმა ფილმი 2018 წლის ინტერვიუში.
7. რუნი მარა ფილმში პენი (Pan)
ჯეიკ ჯილენჰოლის მსგავსად, რუნი მარას ეს შესრულება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია, როცა თეთრკანიანმა მსახიობმა არათეთრკანიანი პერსონაჟის როლი მოირგო: ამ შემთხვევაში ის აბორიგენი ამერიკელის, თაიგერ ლილის განასახიერებს.
"ძალიან, ძალიან, ძალიან მძულს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ მეც ჰოლივუდში არსებული ამ დიდი პრობლემის მაგალითად მომიხსენიებენ. ძალიან ვწუხვარ და აღარ მინდა, რომ ოდესმე იგივე განმეორდეს", — განაცხადა მან.
8. რობერტ პატინსონი ფილმში Twilight (ბინდი)
მართალია, სწორედ ბინდის საგამ მოუტანა რობერტ პატინსონს საყოველთაო აღიარება, თუმცა ბევრი მაყურებლის თვალში დღემდე ვერ მოიპოვა სათანადო დამსახურება სწორედ ამ როლის გამო, რასაც ნაწილობრივ თავადაც იზიარებს: "რამდენად ხშირადაც ვკითხულობდი სცენარს, მით მეტად მძულდა ეს ტიპი [ედვარდ კალენი]".
მან წიგნებიც ავტორი, სტეფანი მეიერიც კი გააკრიტიკა:
"როცა მან თქვა, რომ ეს ისტორია სიზმრის მიხედვით დაწერა, რადგან ძალიან სექსუალური კაცი ნახა ძილში, გავიფიქრე: ეს ქალი შეშლილია, რადგან თავისივე გამოგონილ პერსონაჟზეა შეყვარებული".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები