10 თეთრკანიანი მსახიობი, რომელმაც არათეთრკანიანის როლი მოირგო
ფოტო: Disney / Paramount Pictures / Marvel
ბოლო პერიოდში დასავლურ კინო და სატელევიზიო ინდუსტრიას ადამიანების გარკვეული ნაწილი ხშირად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების, კომიქსის გმირებისა თუ ისტორიული ფიგურების როლზე, რომელთაც მანამდე როგორც თეთრკანიანს, ისე წარმოიდგენდნენ, შავკანიან მსახიობებს ამტკიცებენ.
მსგავსი მოსაზრებების მქონე ჯგუფები ამტკიცებენ, რომ თუნდაც მხატვრულ ნაწარმოებში აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული "რასობრივი სიზუსტე", რადგან სხვაგვარი ინტერპრეტაციები ხელოვნური და ყალბია.
ხელოვნების ევროპულ და ამერიკულ ინდუსტრიებს, განსაკუთრებით კი ჰოლივუდს, საუკუნოვანი ისტორია აქვს თეთრკანიანი მსახიობების მიერ არათეთრკანიანი პერსონაჟების განსახიერებისა: ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა კონკრეტული გმირის ისტორია მკვეთრადაა დაკავშირებული მის რასობრივ თუ ეთნიკურ წარმომავლობასთან (აზიური, არაბული, აფრიკული და ა.შ. ფესვებით), მაინც თეთრკანიან (ევროპელ და ჩრდილოამერიკელ) მსახიობებს ამტკიცებდნენ ასეთ როლებზე.
ყურადსაღებია, რომ ზემოთ ხსენებული ადამიანებისთვის, რომლებსაც არათეთრკანიანი მსახიობების გარკვეულ როლებში ხილვა აწუხებთ, ეს ფაქტები ხშირად უხილავია. ყოველ შემთხვევაში, მათზე ისე გაცხარებული არ საუბრობენ, როგორც სხვა დროს.
არადა ეს ინფორმაცია უცნობი და ახალი სულაც არ არის: ვიკიპედიაზეც კი არსებობს ამ ფაქტების ჩამონათვალი და ახლა სწორედ მათგან რამდენიმე თვალსაჩინო შემთხვევას მოვიყვანთ მაგალითად.
განახლება: თავდაპირველ სიაში იყო ელიზაბეტ ტეილორის მიერ კლეოპატრას შესრულების მაგალითიც, თუმცა რადგანაც ეგვიპტის დედოფლის წარმომავლობა დღემდე განხილვის საგანია, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ჩამონათვალიდან ამოგვეღო.
1. მიკი რუნი აზიელი მეზობლის როლით ფილმში საუზმე ტიფანისთან (Breakfast at Tiffany's, 1961 წელი)
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა სათვალე და ხელოვნური კბილები გამოიყენა, რომ აზიელი ბიზნესმენის კარიკატურული სახე შეექმნა.
2. ალეკ გინესი არაბი პრინცის როლით ფილმში ლოურენს არაბი (Lawrence of Arabia, 1962 წელი)
ინგლისელმა მსახიობმა ერაყელი ისტორიული ფიგურა განასახიერა.
3. ანჯელინა ჯოლი მარიან პერლის როლით ფილმში ძლიერი გული (A Mighty Heart, 2007 წელი)
მარიან პერლი აფრიკული და კუბური წარმოშობის ფრანგი ქალია.
4. ჯეიკ ჯილენჰოლი ფილმში სპარსეთის პრინცი (Prince of Persia, 2010 წელი)
ფილმის სათაურიც პირდაპირ მიგვანიშნებს, თუ სადაური წარმოშობის პროტაგონისტზე მოგვითხრობს ის, თუმცა მთავარ გმირთან ერთად თითქმის სხვა ყველა როლსაც თეთრკანიანი მსახიობები განასახიერებენ.
5. ჯონი დეპი ტონტოს როლით ფილმში მარტოხელა რეინჯერი (The Lone Ranger, 2013 წელი)
ტონტო აბორიგენი ამერიკული ტომის – კომანჩების წარმომადგენელია. მართალია, ჯონი დეპი ამტკიცებდა, რომ მის წინაპართა შორისაც იყო ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენელი, მაგრამ მის ამ როლზე შერჩევას ბევრი მაინც კრიტიკულად შეხვდა.
6. კრისტიან ბეილი მოსეს როლით ფილმში გამოსვლა: ღმერთები და მეფეები (Exodus: Gods and Kings, 2014 წელი)
და ის ერთადერთი არ არის: არაევროპული წარმოშობის ბიბლიური პერსონაჟები ამ კინოსურათში უმეტესად სულ სხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე მსახიობებმა განასახიერეს.
7. რუნი მარა თაიგერ ლილის როლით ფილმში პენი (Pan, 2015 წელი)
თაიგერ ლილის პერსონაჟი აბორიგენი ამერიკელია.
8. ემა სტოუნი ელისონის როლით ფილმში ალოჰა (Aloha, 2015 წელი)
კაპიტანი ელისონის პერსონაჟი ნახევრად ჩინელი, ნახევრად კი ჰავაიელია. მოგვიანებით ამ როლზე ემა სტოუნის შერჩევის გამო ფილმის რეჟისორმა ბოდიში მოიხადა.
9. ტილდა სუინტონი ფილმში დოქტორი სტრეინჯი (Doctor Strange, 2016 წელი)
კომიქსის პირველწყაროს მიხედვით, ტილდა სუინტონის პერსონაჟი აზიელი კაცია.
10. სკარლეტ იოჰანსონი მირა კილიანის / მოტოკო კუსანაგის როლით ფილმში ჯავშნიანი მოჩვენება (Ghost in the Shell, 2017 წელი)
ეს ფილმი საკულტო მანგის მიხედვითაა გადაღებული, რომელიც მთლიანად იაპონელი პერსონაჟებითაა შექმნილი.
ასევე იხილეთ:
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა










კომენტარები