ამ პროგრამით არჩევნებში გამოვიდნენ, ყველამ ვნახეთ, რამდენმა დაუჭირა მხარი — თალაკვაძე გირჩის პირობებზე
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ პარტია გირჩმა იმსჯელოს მისთვის სასურველ რეფორმებზე, არის მათი პარლამენტში შესვლა. თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ დასაფასებელია გირჩის მზაობა, ხელი მოეწერათ შეთანხმების დოკუმენტზე, მედიაციის მეორე რაუნდზე.
"ვფიქრობ, დასაფასებელია ის პოზიცია რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად იყვნენ ხელმოსაწერად დოკუმენტის, რაც ვფიქრობ, რომ იყო სწორი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ამ წამოყენებულ საკითხებს, ეს შვიდი პუნქტი და შეიძლება, მეტი პუნქტიც აქვს ასეთი, ეს არის გირჩის დღის წესრიგი. გირჩის, როგორც პოლიტიკური პარტიის პროგრამა. ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი ამას. ამიტომ, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გირჩმა იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, ეს არის პარლამენტში ყოფნა და პარლამნეტში დისკუსია", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
12 აპრილს პარტია გირჩმა წარადგინა 7 პუნქტი, რომელთაგან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის პირობის მიღების შემთხვევაში პარლამენტში შევლენ.
ეს პუნქტებია:
- ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
- კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან;
- რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ;
- პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლეს მას, არჩეული თუ დანიშნული;
- ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
- რესტიტუცია — ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად;
- მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია.
გაიგეთ მეტი:
- გირჩს თავისი ფუნქციები, ჩვენი ფუნქციები ცოტა არეული აქვს — გია ვოლსკი
- ხვიჩიას თქმით, აპირებენ შექმნან გირჩის სამეფო, რომელსაც თავისი კონსტიტუცია ექნება
- შეგვეშინდა რამე უაზრო სკანდალში არ გავხვეულიყავით და "ოცნებასთან" საერთოდ არ გვინდა შეხვედრა — მეგრელიშვილი
- "ოცნებამ" საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა ცალმხრივად არ მოაწერა ხელი მიშელის დოკუმენტს — ხვიჩია
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები