მთავრობამ კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ მთავრობამ კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის არსებით გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს.
"მომხდარი ადამიანის სიცოცხლისა და ბაზისური უფლებების ხელყოფის სულისშემძვრელი და ტრაგიკული გამოცდილებაა, რომელიც ერთის მხრივ, ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს, მეორეს მხრივ კი კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკის სისუსტეს კიდევ ერთხელ ავლენს", — წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით აშკარად სუსტია.
"ამდენი წლის შემდეგაც, კონფლიქტის რეგიონებთან თავისუფალი, უსაფრთხო და მდგრადი მიმოსვლის რეჟიმის შექმნა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესს პირველ რიგში რუსეთის ანექსიური პოლიტიკა აფერხებს, აშკარად სუსტია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი გადაადგილება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები თემების, მათ შორის ქართველების და აფხაზების საერთო ინტერესებში შედის, ხელშესახები ცვლილებების მიღწევა ამ მიმართულებით ვერ მოხერხდა. პერიოდულად ხდება ე.წ. საზღვრების სრული ჩაკეტვა, ან მიმოსვლის მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებისთვის დაშვება", — წერია განცხადებაში.
მათივე თქმით, ბოლო თვეებში მიმოსვლის პროცესს დამატებით ართულებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პანდემიის პირობებში დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები, რომელიც ადამიანებს ზუგდიდში შემოვლითი გზებით შემოსვლისკენ "დამატებით უბიძგებს".
"5 დღიანი კარანტინი მათთვის ოჯახებთან წყვეტისა და გაუმართლებელი სოციალური ტვირთის ფორმას იღებს, რომელიც აშკარად გადასახედია. გვესმის, რომ არსებობს ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი, თუმცა არსებითია მთავრობამ ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიებები გამოიყენოს ამ მიზნის მისაღწევად, მაგალითად დე-ფაქტო საზღვრის გადმოლახვისას შესაძლებელი გახადოს ტესტირების სისტემის დანერგვა და სწორედ ამგვარად გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება", — წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ოკუპაციისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლება არ თავისუფლდება პოზიტიური ვალდებულებებისგან უზრუნველყოს ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
"ამ პროცესში ხელისუფლებებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ ყველა პოლიტიკური, სამართლებრივი, დიპლომატიურ, ადმინისტრაციული და სხვა სახის ზომა, ამგვარ რეგიონებში უფლებების დაცვისთვის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონფლიქტის რეგიონების de facto მთავრობებთან მუშაობა ორმხრივად მისაღები და გაზიარებული მიმოსვლის პირობების შესაქმენლად. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ საქართველოში სერვისებისა და სხვა სოციალური სიკეთეების მიღების მიმართ ინტერესი აფხაზ და ოს საზოგადოებებში ასევე არსებობს. ამ კუთხით ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას იმგვარი შეფერხებების შექმა, რომელიც მისი კონტროლის ფარგლებში ექცევა", — წერენ ისინი.
შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- გადახედოს კონფლიქტის რეგიონებთან დაწესებულ მიმოსვლის რეჟიმს და საკარანტინო მოთხოვნები ჩაანაცვლოს სხვა უფრო ადეკვატური და პრაქტიკული მექანიზმით, რაც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასთან დაკავშირებით.
- უსაფრთხო და თავისუფალი მიმოსვლის აღდგენის მიზნით, გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალება, მათ შორის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობებთან პირდაპირი მუშაობისა და კომუნიკაციის გზები.
გუშინ, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულები გალის რაიონში ცხოვრობდნენ და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.
ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.
ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.
ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.
გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.
აფსნიპრესის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან პირველ აპრილამდე გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები