20 წლის წინ, ამსტერდამში, გერტ კასტელმა და დოლფ პასკერმა ისტორია შექმნეს. ისინი არიან ის პირველი გეი წყვილი, რომელმაც ჰოლანდიასა და მთელ მსოფლიოში ლეგალურად იქორწინა და ეს უფლება მიიღო.

2001 წლის 1-ლ აპრილს, ამსტერდამის მერმა, მათ გარდა, კიდევ სამი წყვილი დააქორწინა — ორი კაცების და ერთი ქალების.

ფოტო: Peter Dejong

წელს, ქორწინების 20 წლის თავი მათ მეგობრების მცირე ჯგუფთან ერთად, სახლში აღნიშნეს. COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.

"სასიამოვნოა სხვებს ვუთხრათ: 'ის ჩემი ქმარია, ის ჩემი ადამიანია'", — თქვა დოლფმა, ქორწილის ალბომის გადახედვისას, სადაც ისინი ფოტოებს და გაზეთიდან ამოჭრილ სტატიებს ინახავენ.

ისინი საკუთარი თავის მიღებაში დამეხმარნენ — ამ სათაურით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა მათი დაოჯახების ფაქტს.

ფოტო: Reuters / Piroschka van de Wuow

სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ოთხივე ქორწინებამ დროს გაუძლო. მხოლოდ ერთი კაცი, ფრენკ ვიტებროდი, 2011 წელს 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ქორწილის დღეს წყვილები სიამაყით აღნიშნავენ, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ამ ისტორიული მოვლენის მონაწილეები.

პირველი გეი ქორწინება, 1-ლი აპრილი, 2001 წელი.

ფოტო: Getty Images

"ხალხი მეუბნებოდა, რომ ჰოლანდია პირველი და უკანასკნელი ქვეყანა იქნებოდა, რომელიც გეი ქორწინებას დააკანონებდა, დანარჩენი სამყარო არ გამოგყვებაო", — თქვა ჰენკ კროლმა, დეპუტატმა, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჰოლანდიის პარლამენტმა 2000 წელს მიიღო.

ფოტო: Adelle M. Banks

თუმცა, ამ ხალხის მოლოდინი არ გამართლდა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მონაცემებით, ლგბტ ქორწინება კანონიერია 29 ქვეყანაში. ეს რიცხვი კი, წლების განმავლობაში, უფრო და უფრო იზრდება.