ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-სა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 27 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან.

ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ფოტო: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი

University of Szeged არის უნგრეთის ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი უნივერსიტეტი. ის მდებარეობს უნგრეთის სიდიდით მესამე ქალაქ სეგედში.

თანამედროვე უნივერსიტეტის საფუძვლის ჩამყრელი გახლდათ იმპერატორი ფრანც იოზეფ პირველი, რომელიც იყო ავსტრიიდან და გადასახლდა უნგრეთში 1921 წელს. უნივერსიტეტის ლექტორი ადრეულ წლებში იყო ალბერტ სენტი, რომელიც აგრეთვე უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის დამაარსებელია. მან მიიღო ნობელის პრემია ფსიქოლოგიასა და მედიცინაში 1937 წელს.

სეგედის უნივერსიტეტი საკმაოდ მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს.

ბაკალავრიატი:

  • ხელოვნება
  • ჰუმანიტარული მეცნიერება
  • მენეჯმენტი და ადმინისტრირება
  • სოფლის მეურნეობა
  • ჯანდაცვა

მაგისტრატურა:

  • ხელოვნება
  • ჰუმანიტარული მეცნიერება
  • ჯანდაცვა
  • სოციალური მეცნიერებები
  • ბიზნეს ადმინისტრირება და სამართალი
  • ბუნებრივი მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიები
  • ინჟინერია

უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს პროგრამებს სადოქტორო დონეზე.

სწავლის საფასური განსხვავდება არჩეული ფაკულტეტიდან და პროგრამიდან გამომდინარე, საშუალო გადასახადი სემესტრულად 1500 ევროდან 5000 ევრომდეა.

გამონაკლისები არის მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული ფაკულტეტი, სადაც სემესტრული გადასახადი 4850 ევროდან იწყება და 7000 ევრომდე ადის.

სეგედის უნივერსიტეტი სტუდენტებს დაფინანსების სხვადასხვა საშუალებებს აძლევს:

  • Stipendium Hungaricum - Stipendium Hungaricum Application Tips
  • Erasmus+
  • Ceepus
  • SZTE Start Scholarship
  • Visegrad Fund
  • Scholarship Programme for Christian Young People

უნივერსიტეტი მსურველებს სთავაზობს არასაუნივერსიტეტო პროგრამებსაც, ესენია:

  • ოთხსემესტრიანი გერმანულენოვანი სამედიცინო კურსი
  • ასპირანტურა
  • სხვადასხვა სამედიცინო სფეროში მოსამზადებელი კურსები
  • საზაფხულო უნივერსიტეტი

არასაუნივერსიტეტო პროგრამების საშუალო ღირებულება 3370 ევროა.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ სეგედის უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/