ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში თეგეტას მხარდაჭერით გაიმართება
ფოტო: თეგეტა
წელს ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. დიდი ქართველი მუსიკოსის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს 2 რეგიონში თეგეტას მხარდაჭერით კონცერტებია დაგეგმილი.
პირველ კონცერტს 7 ივნისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
მულტიმედიური კონცერტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ფოტო და ვიდეოკოლაჟს დაეთმობა, რომლებიც ასახავს ჯანსუღ კახიძის მოღვაწეობას სხვადასხვა ჟანრში — ოპერა, სიმფონიური მუსიკა, მის მიერ შესრულებული სიმღერები. მეორე ნაწილში კი გაიჟღერებს ცოცხალი მუსიკა თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ანსამბლ რუსთავისა და ვახტანგ კახიძის შესრულებით.
პროექტის ავტორი, წამყვანი და დირიჟორი ვახტანგ კახიძეა.
ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: “ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილმა საღამოებმა, რომლებიც თბილისში უკვე გაიმართა, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, როგორც მსმენელზე, ისე შემსრულებლებზე. ახლა კი, სასიამოვნო საღამოები მუსიკის მოყვარულებს საქართველოს რეგიონებშიც ელით. პირველი კონცერტით ქუთაისში წარვდგებით, რის შემდეგაც უკვე თელავს ვესტუმრებით. კონცერტი დატვირთული იქნება მუსიკალურადაც, ვიდეო და ფოტომასალითაც. აუდიტორია ჯანსუღ კახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოისმენს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტებით დავხურეთ. სეზონი ძალიან წარმატებული იყო. კონცერტების რაოდენობით მეათე ფესტივალი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, რისი შესაძლებლობაც თეგეტა ჰოლდინგისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერამ განაპირობა. ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ თეგეტა ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს უამრავ მნიშვნელოვან პროექტს“.
ფოტო: თეგეტა
ფესტივალის ფარგლებში, გაზაფხულზე თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო გაიმართა. მათ შორის იყოს მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლები — New York Voices, ასევე Kennedy Administration, რომელმაც სპეციალურად შექმნა არანჟირებები, რათა ორკესტრთან ერთად კონცერტის გამართვის შესაძლებლობა ჰქონოდა; მსმენელმა გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდსაც მოუსმინა.
ფოტო: თეგეტა
ფესტივალზე ამჯერადაც მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქართული მუსიკა. საფესტივალო დღე დაეთმო ეკა მამალაძის კონცერტს, სადაც შესრულდა მარგალიტები ქართული მუსიკიდან.
ფოტო: თეგეტა
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა. თეგეტასა და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: "ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან წლები და ღირებულებები გვაერთიანებს. წელს განსაკუთრებით გვეამაყება, რომ თეგეტა ჰოლდინგი წარმოგიდგენთ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტებს უკვე საქართველოს რეგიონებშიც.
რაც შეეხება მეათე საერთაშორისო ფესტივალს, ის გამორჩეული იყო თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი სივრცეს ვუხსნით ახალ თაობას.
სწორედ ასეთი ინიციატივებია ჩვენთვის ინსპირაციის წყარო — ისინი აერთიანებს ტრადიციას, ინოვაციასა და საერთო მიზანს: გავუზიაროთ საზოგადოებას მეტი შინაარსი, ემოცია და შესაძლებლობა“.
ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქუთაისის შემდეგ, 5 ივლისს, ასევე თეგეტას მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. ზაფხულის შესვენების შემდეგ კი, შემოდგომაზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ტრადიციული ფესტივალით, შემოდგომის თბილისით განახლდება. ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტის მოსმენის შესაძლებლობა მსურველებს შემოდგომის ფესტივალის ფარგლებშიც მიეცემათ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები