ირმის ნახტომის 15 შესანიშნავი ფოტო დედამიწიდან
ფოტო: უროშ ფინკი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი" — ყოველწლიური ასტროფოტოგრაფიის კონკურსია, რომელიც მოგზაურობისა და ფოტოგრაფიის ბლოგმა Capture the Atlas-მა დაარსა. ფოტოკონკურსს 2018 წელს ფოტოგრაფმა დენ ზაფრამ ჩაუყარა საფუძველი და ის მთელი მსოფლიოდან გადაღებული ჩვენი გალაქტიკის — ირმის ნახტომის — ყველაზე შთამბეჭდავ ფოტოებს ასახავს და აფასებს.
წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსის წლევანდელ საუკეთესო 15 ნამუშევარს:
1. კაქტუსების ველი
ფოტო: პაბლო რუისი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
კაქტუსების დიდი კონცენტრაციით ცნობილ ატაკამას ერთ-ერთ მიუდგომელ კუთხეში გადაღებული ირმის ნახტომის პანორამული ფოტო. “მიყვარს ეს ადგილი და მისი უსასრულო შესაძლებლობები. პანორამა იმ მომენტშია გადაღებული, როცა გალაქტიკის ცენტრი იწყებს ამოსვლას. მარჯვენა მხარეს შესანიშნავად მოჩანს გამის ნისლეული. ეს ღამე განსაკუთრებულად ნათელი იყო, ცა კი — სუნთქვისშემკვრელი. ველი რთულად გასავლელია, მაგრამ ყოველთვის ღირს, რომ ეცადო და იპოვო ახალი კომპოზიციები ასეთ საოცარ ადგილებში ღამის ცის ქვეშ”.
2. ლუპინების ზღვა
ფოტო: მაქს ინვუდი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
ლუპინების ყოველწლიური ყვავილობა ახალ ზელანდიაში. ყვავილებს ზემოთ იშლება ირმის ნახტომის გარე ზონის რკალი, ასევე მოჩანს ორიონის, ტყუპების და პლეადასის თანავარსკვლავედები. მათ უერთდებიან კაშკაშა პლანეტები — იუპიტერი და მარსი, ხოლო ჰორიზონტთან ჩრდილოეთის ციალს ვხედავთ.
3. ღამის მცველები
ფოტო: როსიცა დიმიტროვა / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"აღდგომის კუნძული დიდი ხნის განმავლობაში ჩემი სანატრელი მიმართულება იყო და მისვლა თითქმის შეუძლებელი მეჩვენებოდა. პირველივე ღამეს ამინდის პროგნოზი იმედისმომცემი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით იმ ტურზე, რომელიც ჩვენს ჯგუფს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა დაჯავშნილი. თუმცა რაპა ნუი მდებარეობს წყნარი ოკეანის შუაგულში, სადაც ამინდი ძალიან ცვალებადია. ერთი საათის შემდეგ პანიკურად ვიღებდით ფოტოებს რანო რარაკუს ქანდაკებების ფონზე, როცა ცამ მოულოდნელად დაიწყო გაწმენდა. დილის ხუთისთვის ცა მთლიანად გაიწმინდა და დაახლოებით ორი საათიღა დაგვრჩა, რომ ყველა სასურველი კადრი გადაგვეღო".
4. პერსეიდები "ჩექმის" თაღის თავზე
ფოტო: მაიკ აბრამიანი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"პერსეიდების ვარსკვლავთცვენა ყოველ წელს, აგვისტოში ხდება. 2024 წელს მისი გადაღება კანადის კლდოვან მთებში მქონდა განზრახული, მაგრამ ხანძრებმა გეგმების შეცვლა დამაწყებინა. უსაფრთხო თავშესაფარი აღმოსავლეთ სიერა ნევადაში ვიპოვე. კლდეზე მჯდომი ჩემი მეგობარია — არნე, რომელიც ირმის ნახტომის დიდებულ ცენტრს შესცქერის. თითოეული მეტეორი ზუსტად იმ ადგილასაა განთავსებული, სადაც სინამდვილეში ჩანდა ცაზე. საბოლოო ფოტო აერთიანებს ყველა გადაღებულ ვარსკვლავთცვენას ერთ კადრში — თითქოს დედამიწა არ ბრუნავს და ყველა მეტეორი ერთდროულად გადმოცვივდა".
5. ორმაგი ირმის ნახტომი მატერჰორნის თავზე
ფოტო: ანხელ ფუქსი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"ამ ფოტოზე აღბეჭდილია იშვიათი ფენომენი — ირმის ნახტომის ორმაგი თაღი, სადაც ერთდროულად ჩანს როგორც ზამთრის ირმის ნახტომი (ორიონის ამოსვლით), ისე ზაფხულის ირმის ნახტომი (გალაქტიკური ცენტრით) — სეზონებს შორის შეუმჩნეველი გადასვლა. გადაღებულია ზღვის დონიდან 3,200 მეტრზე, ზამთრის სიღრმეში, სასტიკად ცივ ღამეს, რომელმაც როგორც ჩემი გამძლეობა, ისე ტექნიკა გამოსცადა. ეს არის დროითი შერწყმა, რომელიც ზუსტად ინარჩუნებს ორივე თაღის მდებარეობას — კადრები გადაღებულია რამდენიმე საათის შუალედით, ხოლო წინა პლანი განთიადზე, დეტალების უკეთ გამოსაჩენად".
6. ზამთრის ზღაპარი
ფოტო: უროშ ფინკი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"ეს უთუოდ იყო ჩემი ყველაზე ექსტრემალური ლოკაცია ამ ზამთარში — ავსტრიის დობრატშის მთა. თოვლში, 22 კილოგრამიანი ზურგჩანთით და მარხილით, ორსაათიანი ლაშქრობის შემდეგ, თვალწარმტაცმა ხედებმა ენერგია შემმატა. საღამო გავატარე კომპოზიციების ძიებაში და ეს გახდა ჩემი რჩეული: ზამთრის ირმის ნახტომის პანორამა, რომელიც წითელი ნისლეულებით გადაჭიმულია დობრატშის თავზე. ცა დაუვიწყარი იყო — იუპიტერი და მარსი კაშკაშებდნენ. წინა პლანზე ჩანს პატარა ქოხი, სადაც გაყინულმა სამი საათი გავატარე იდეალური კადრის მოლოდინში — ირმის ნახტომის ბირთვის გადასაღებად".
7. ალპური ვარდების ყვავილობა
ფოტო: ითან სუ / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, ტაივანის 3,000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ჰეჰუანის მთაზე იუშანის ალპური ვარდები კვლავ აყვავდა. ამ განსაკუთრებულ ღამეს შორეულ ღრუბლებს ქალაქის შუქის დაბინდვა შეეძლო, რის შედეგადაც ირმის ნახტომი უჩვეულოდ მკაფიოდ გამოჩნდა. იმავე საღამოს მზეზე ძლიერმა აფეთქებამ დედამიწამდე მოაღწია და ატმოსფერული ნათება გააძლიერა, რამაც ცას თითქმის არამიწიერი იერი მისცა. ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენები ერთმანეთს შეერწყა და წარმოუდგენელი სილამაზის სცენა შექმნა — აყვავებული ალპური ვარდები ნაზად ანათებდნენ ვარსკვლავებით სავსე ცის ქვეშ.
8. ალმასის პლაჟი და ზურმუხტისფერი ცა
ფოტო: ბრენტ მარტინი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"რადგან ღამის ცა მოწმენდილი იყო და ირმის ნახტომის ბირთვიც 2025 წელს უბრუნდებოდა ცას, ავდექი და დიდი ოკეანის გზატკეცილისკენ გავემართე. რამდენიმე დაბრკოლების — მაგალითად, ქვიშიან ბილიკზე მანქანის ჩარჩენის — შემდეგ თითქმის დავნებდი. თუმცა გზა მაინც გავაგრძელე და სანაპიროს ზემოთ იდეალური ადგილი ვიპოვე გადასაღებად. ღამე ფერებით იყო სავსე: პირველ საათებში კომეტა C/2024 G3 Atlas და ვარდისფერი ციალი გამოჩნდა, დილით კი ირმის ნახტომი ამოვიდა, ინტენსიური მწვანე ნათების ფონზე. ყველა სირთულის მიუხედავად, ამ განსაცვიფრებელი კადრის გადაღებამ და ამ ხედის მეხსიერებაში შემონახვამ ყველა სირთულე გადაწონა"
9. ბოთლის ხეების სამოთხე
ფოტო: ბენჟამინ ბარაკატი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"სოკოტრა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, მაგრამ ამ კონკრეტულ ლოკაციას ყველა სხვა ჯობს. მას ოფიციალური სახელი არ აქვს, რადგან ის არ არის ტურისტული დანიშნულების ადგილი მათთვისაც კი, ვინც იშვიათად ხვდება სოკოტრაზე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქ ვიღებ, კუნძულს ვსწავლობ და აღმოვაჩინე მსგავსი დამალული საგანძურები. ამ ადგილს თავად ვუწოდე "ბოთლის ხეების სამოთხე“. ბოთლის ხეები უნიკალურია და მხოლოდ სოკოტრაზე იზრდება — კუნძულის დიდხნიანი იზოლაციის შედეგია ის, რომ მათ განვითარებაში გაჩნდა ისეთი თავისებურებები, როგორიცაა ბოთლის ფორმის ღერო"
10. კოსმოსური ცეცხლი
ფოტო: სერხიო მონტუფარი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"2024 წლის 2 ივნისის დილით ადრე პირველად ავედი აკატენანგოს ვულკანზე იმ იმედით, რომ მეზობელი ვულკანის (Volcán de Fuego) მძვინვარე სილამაზე ირმის ნახტომის ფონზე მეხილა. იმ ღამეს ვულკანი საოცრად აქტიური იყო. ზემოთ, ცაზე ირმის ნახტომი დიაგონალურად გადაჭიმულიყო, ხოლო ამოფრქვევისას ფერფლის სვეტი ვერტიკალურად აიწია და დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით გადაკვეთა გალაქტიკა. ასე შეიქმნა თვალწარმტაცი ვიზუალური კონტრასტი — დედამიწის მძვინვარება კოსმოსის სიმშვიდის ფონზე."
11. ვარსკვლავებით ანთებული ოკეანე
ფოტო: სინიან ცაი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"ამ კადრის გადაღება იყო დროის, სინათლისა და მანძილის წინააღმდეგ რბოლა. კომეტა Tsuchinshan–Atlas (C/2023 A3) დედამიწას უახლოვდებოდა და ვიცოდი, რომ იშვიათი შანსი მქონდა მეხილა იგი შეუიარაღებელი თვალით, სანამ კოსმოსში კვლავ გაქრებოდა. ბიგ სურის მაკვეის ჩანჩქერისკენ ხუთსაათიან გზაზე გავემართე. ჩემი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო — სრული სიბნელის მხოლოდ ექვსი ძვირფასი წუთი, სანამ მთვარე ამოვიდოდა და ღამის ცას გაანათებდა. მაგრამ ის ექვსი წუთი დაუვიწყარი აღმოჩნდა — ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი და მომნუსხველი კომეტის ხილვა ჩემს ცხოვრებაში".
12. ეჩივილის თაღი
ფოტო: ვიკას ჩანდერი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"თუ ჩადში მოგზაურობაზე ინფორმაციას გუგლში მოიძიებ, უსაფრთხოების თვალსაზრისით შედეგები დიდად დამაიმედებელი არ არის. მაგრამ ჩემში მცხოვრებმა უშიშარმა ასტროფოტოგრაფმა გადაწყვიტა, გაერისკა და ეს ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყანა მოენახულებინა — კერძოდ, ჩრდილოეთით მდებარე ენედის მასივი — იშვიათად დასახლებული და სინათლის დაბინძურებისგან სრულიად თავისუფალი ტერიტორია. დედაქალაქ ნ’ჯამენადან სამდღიანი გზა სავსებით ღირდა იმ რისკებად, რაც ამ მოგზაურობას თან ახლდა. რეგიონი სავსეა კლდოვანი ფორმებით, ბუნებრივი თაღებითა და უცნაური შტრიხებით — რაც უამრავ შესაძლებლობას იძლევა, მათ ფონზე აღიბეჭდოს დრამატული ღამის ცა".
13. ტოლოლოს მთვარის დაბნელება
ფოტო: პეტრ ჰორალეკი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"2025 წლის 14 მარტს მთვარის სრული დაბნელება მოხდა, რომელიც განსაკუთრებით კარგად ჩანდა ამერიკასა და წყნარ ოკეანეზე. მე გამიმართლა და ამ განსაკუთრებულ მოვლენას ჩილეში, NSF Cerro Tololo-ს შთამბეჭდავი ობსერვატორიიდან დავაკვირდი.
ფოტოზე ჩანს, როგორი გრანდიოზული იყო ცა დაბნელების სრული ფაზის დროს — მთვარე იმდენად დაბნელდა, რომ თვალსაჩინოდ გამოჩნდა ირმის ნახტომის სიდიადე, ზოდიაქოს სინათლის მკრთალი ზოლი და გამოკვეთილი ატმოსფერული ნათება."
14. ვარსკვლავების ევოლუცია
ფოტო: კავან ჩაი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"პირველი ფოტო, რომელიც ამ ადგილიდან — ახალი ზელანდიის ოტაგოს სანაპიროდან — გადავიღე, ჩემთვის ასტროფოტოგრაფიის გზის დასაწყისად ითვლება. ზღვის კლდოვანი კოშკები იდეალურ წინა პლანს ქმნის, ხოლო სინათლის დაბინძურება მინიმალურია, რაც ამ ადგილს სრულყოფილს ხდის ირმის ნახტომის გადასაღებად. მქონდა სურვილი, რომ იმავე სცენას რამდენიმეწლიანი გამოცდილებით და უკვე ასტრო-მოდიფიცირებული კამერით დაბრუნებოდი — რომელიც უკეთ აღიქვამს ცაზე წყალბადით მდიდარ რეგიონებს. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ პანორამული გადაღებისა და მონტაჟის პროცესიც საგრძნობლად გამიმარტივა".
15. მილიარდში ერთი
ფოტო: დონ პეტიტი / ირმის ნახტომის წლის ფოტოგრაფი
"ვტივტივებ კუპოლაში და ვუყურებ სამყაროს შვიდი ფანჯრიდან, რომლებიც ამ ბრილიანტივით გამჭვირვალე სივრცეს ქმნიან. ჩემი გონება ფიქრებშია გადაშვებული, თვალები კი ვერ ძღება დედამიწის ანარეკლით. დედამიწაზე 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ შვიდნი ვართ, ვინც ამჟამად კოსმოსურ სადგურს ვეძახით სახლს. რა უზარმაზარი პრივილეგიაა ამ სივრცეში ყოფნა. ვარსკვლავების მოძრაობის გამორიცხვისთვის გადავიღე ფოტო ორბიტალური ვარსკვლავთრეკერის მეშვეობით, რომელიც მოძრაობის ნაკვალევს შლის"
-
ჩინეთმა ახალი გრავიტაციული მანქანა შექმნა — აი, რა შეუძლია მას ჩინეთმა ახალი გრავიტაციული მანქანა შექმნა — აი, რა შეუძლია მას
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც ლარა კროფტის ახალ სერიალზე ვიცით ყველაფერი, რაც ლარა კროფტის ახალ სერიალზე ვიცით
გადახედვა
-
პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია
გადახედვა
-
რატომ ფართოვდება სამყარო უფრო ჩქარა — ფიზიკოსებს ახალი თეორია აქვთ რატომ ფართოვდება სამყარო უფრო ჩქარა — ფიზიკოსებს ახალი თეორია აქვთ
გადახედვა
-
ოქროს გლობუსი 2026 — გამორჩეული მომენტები ოქროს გლობუსი 2026 — გამორჩეული მომენტები
გადახედვა
-
ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან
გადახედვა
-
ილონ მასკის რაკეტით კოსმოსში ზონდი "პანდორა" გაუშვეს — ის ეგზოპლანეტებს შეისწავლის ილონ მასკის რაკეტით კოსმოსში ზონდი "პანდორა" გაუშვეს — ის ეგზოპლანეტებს შეისწავლის
გადახედვა
-
როგორია გრენლანდიის გეოლოგია და რამდენად მდიდარია ის ბუნებრივი რესურსებით როგორია გრენლანდიის გეოლოგია და რამდენად მდიდარია ის ბუნებრივი რესურსებით
გადახედვა
-
10 რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე 2025 წელს გავიგეთ 10 რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტზე 2025 წელს გავიგეთ
გადახედვა
-
მკვდარი ვარსკვლავის გარშემო "ცისარტყელა" დააფიქსირეს მკვდარი ვარსკვლავის გარშემო "ცისარტყელა" დააფიქსირეს
გადახედვა
-
"ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე "ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა" — გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
გადახედვა
-
შსს: ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ შსს: ოზურგეთში სუს-ის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს განესაზღვრა 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს ₾1 მლნ ჯარიმა, პლუს 2 მანქანის ჩამორთმევა
გადახედვა
-
რუბინის ობსერვატორიით აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს რუბინის ობსერვატორიით აღმოაჩინეს ასტეროიდი, რომელიც რეკორდული სიჩქარით ბრუნავს
გადახედვა
-
RS: ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ NOSTOS-ზე, რომელიც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები RS: ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ NOSTOS-ზე, რომელიც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს
გადახედვა
-
"ქართლის ამბები": გორის მერი "იმედზე" მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ გაშუქებისთვის ბიუჯეტიდან ₾7500-ს იხდის "ქართლის ამბები": გორის მერი "იმედზე" მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ გაშუქებისთვის ბიუჯეტიდან ₾7500-ს იხდის
გადახედვა
-
9 500 წლის წინანდელი კრემაცია — არქეოლოგებმა უძველესი რიტუალის კვალი აღმოაჩინეს 9 500 წლის წინანდელი კრემაცია — არქეოლოგებმა უძველესი რიტუალის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ კაია კალასი: მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ
გადახედვა
-
რეზა ფეჰლავი: "ირანის თავისუფლება ახლოს არის, ჩვენ მარტო არ ვართ — გლობალური დახმარებაც მალე მოვა" რეზა ფეჰლავი: "ირანის თავისუფლება ახლოს არის, ჩვენ მარტო არ ვართ — გლობალური დახმარებაც მალე მოვა"
გადახედვა
-
დმანისის ჰომინინები შეიძლება ერთზე მეტ სახეობას წარმოადგენდნენ — ახალი კვლევა დმანისის ჰომინინები შეიძლება ერთზე მეტ სახეობას წარმოადგენდნენ — ახალი კვლევა
გადახედვა
კომენტარები