როგორ ამოვიდეთ დრამის სამკუთხედიდან და ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე
დრამის ან მსხვერპლის სამკუთხედი სოციალური მოდელის სახით ფსიქოლოგმა სტივენ კარპმანმა 1968 წელს შეიმუშავა. კარპმანის მოდელი ეფექტური ჩარჩოა იმის დასადგენად, თუ რა სახის დისფუნქციურ როლებში შეიძლება აღმოვჩნდეთ კონფლიქტის დროს.
დრამის სამკუთხედის სამივე აქტორი, მსხვერპლი, ჯალათი და გმირი ჩვენს შესაძლო დამოკიდებულებას წარმოადგენს, თუ ფიქრისა და მოქმედების რომელ ლოგიკას მივყვებით განსხვავებული მოსაზრებების წინაშე აღმოჩენისას.
აზროვნების ეს არაჯანსაღი მოდელი იმ უნივერსალური სურვილიდან მოდის, რომ ჩვენს გრძნობებში, ქცევებსა და მოლოდინებში მართლები აღმოვჩნდეთ. ჩვენი აზრების შეუცდომლობაში უაპელაციო რწმენას ხშირად ისეთ დესტრუქციულ ინტერაქციებამდე მივყავართ, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიას გვაცლის და პასუხისმგებლობის აღებასა და ჯანსაღი საკომუნიკაციო მოდელის ჩამოყალიბებაში გვიშლის ხელს.
დრამის სამკუთხედი ჩვენი ემოციური რეალობიდან გასაქცევ, ზედაპირულ გზას წარმოადგენს და ხელს გვიშლის ფუნდამენტურ პრობლემებს გავუსწოროთ თვალი. ინტერაქციის ეს დეფექტური მოდელი ხშირად პირადი კონფლიქტით იწყება, რომლის დროსაც მონაწილეებს შესაძლო სამიდან ერთი ფუნქცია ეკისრებათ და თანადამოკიდებულების ხაფანგი აიძულებთ, მხოლოდ მოცემულ დისფუნქციურ როლებს შორის შეძლონ ლავირება.
თუ ამ დამაზიანებელი დინამიკის ჯანსაღი ჩვევებით ჩანაცვლება გვინდა, აუცილებელია მეტი გავიგოთ სამკუთხედის წამყვანი ძალების შესახებ და ის ფსიქოლოგიური ფაქტორები განვიხილოთ, რომელიც მოცემულ როლებში დარჩენას გვაიძულებს.
როგორ მუშაობს დრამის სამკუთხედი?
ყველა ჩვენგანს განსხვავებული ფსიქოლოგიური საჭიროება აქვს, პიროვნული ზრდის, დაფასების, კუთვნილების, მიზნებისაკენ პროგრესული სვლის, ზრუნვის, არჩევანის თავისუფლების და სხვ.
როცა ჩვენი საბაზისო სურვილები დაუკმაყოფილებელია, კონფლიქტისას ქვეცნობიერად დრამის სამკუთხედის რომელიმე როლს ვირგებთ. ამ გზით კონფლიქტის მოგვარებას იმის გაცნობიერების გარეშე ვცდილობთ, რომ მოცემულ როლში ყოფნა ჯამურად იმაზე ძვირად გვიჯდება, ვიდრე მდგომარეობის ანალიზი და პრობლემური ქცევების გადახედვა დაგვიჯდებოდა.
ცხოვრების მანძილზე ხშირად ამ როლებს გაუაზრებლად ვიცვლით და ვერც კი ვამჩნევთ, ისე აღმოვჩნდებით ხოლმე დრამის სამკუთხედის მონაწილეები. მოდით, დეტალურად განვიხილოთ თითოეული აქტორის ფსიქოლოგია.
მსხვერპლი, ან ჩაგრული - ყველაფერი მე მემართება
მსხვერპლის როლში მყოფს სწამს, რომ ყოველთვის კონტროლს მიღმა არსებული ფაქტორების გამო ზარალდება და არასოდესაა პასუხისმგებელი მომხდარზე. ფიქრის ეს მოდელი მსხვერპლს საშუალებას არ აძლევს, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღოს და დაიჯეროს, რომ თავადაც შეუძლია საკუთარი მდგომარეობის შეცვლა.
მნიშვნელოვანია მსხვერპლობა დაუცველობის შეგრძნებისაგან გავმიჯნოთ. დაუცველობა საკუთარი განგების კონტროლის დაკარგვას არ ნიშნავს, რადგან ბრძოლა და ვითარების ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნება დაუცველი პოზიციიდანაც შეგვიძლია. მაშინ როცა მსხვერპლი ღრმადაა დარწმუნებული, რომ საკუთარი როლის შესაცვლელად თავად არაფერი შეუძლია.
ის, ვინც თავს მუდმივად გარემოებების მსხვერპლად მიიჩნევს, გარე ფაქტორებთან არაჯანსაღ თანადამოკიდებულებაში ექცევა. ცვლილებებისათვის საჭირო შიდა ავტორიტეტისა და მოტივაციის ნაკლებობა ჩაგრულს ვალდებულს ხდის დაელოდოს, სხვები როდის დაეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში.
ნარცისული ან სხვა მსგავსი პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად გამიზნულად ირგებენ მსხვერპლის როლს. პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, მათ საბრალოს როლში ყოფნა ურჩევნიათ.
იხილეთ რამდენიმე გავრცელებული ფრაზა, რომელსაც მსხვერპლის როლში მყოფი საკუთარ თავს ეუბნება:
- ყველაფერი მე რატომ მემართება?
- რა უბედური ვარ
- ვერაფერს გავხდები
- ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება
- უნდა შევეგუო
- ჩემი ბრალი არ არის
- ხელფეხი მაქვს შეკრული
- ნეტავ ვინმე ამ ორმოდან ამომათრევდეს
- ვინმეს რომ ვადარდებდე, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა
ჯალათი, ან მჩაგვრელი - ყველაფერი შენი ბრალია
ჯალათი, ან მჩაგვრელი, ხშირად აღმატებულების ილუზორული განცდის მქონე ადამიანია, რომლის მიზანიც სხვების კონტროლი, დადანაშაულება და დაშინებაა. დამარცხების შიშის გადასაფარად, ჯალათი ხშირად მაღალფარდოვნებასაა ამოფარებული და როგორც კი მოვლენები მისი წინასწარგანსაზღვრული ტრაექტორიიდან უხვევს, თავდაცვის რეჟიმში გადადის.
ჯალათი ხშირად თავს პრობლემების ძებნითა და ამ პრობლემებში სხვების დადანაშაულებით იქცევს. ის საკუთარი შეხედულებების ვალიდაციას მსხვერპლისათვის (ადამიანი იქნება თუ სიტუაცია) პასუხისმგებლობის სრულად დაკისრებით ცდილობს, ხშირად მანიპულაციის გზით.
სხვების დადანაშაულებისადმი ჯალათის ეს მისწრაფება გარშემომყოფებს აიძულებს, მჩაგვრელის ხელში თავი უღონოდ იგრძნონ და ჩაგრულის როლი მოირგონ.
ჯალათი საკუთარი ქცევის გასამართლებლად მსგავს გავრცელებულ ფრაზებს იყენებს:
- ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ასე არ მოხდებოდა
- ასე მოქცევა შენ მაიძულე
- შენგან ამას არ მოველოდი
- შენგან არ უნდა გამკვირვებოდა
- ჩემი შეცდომა ისაა, რომ გენდე
- სხვისი უუნარობის გამო მე რატომ უნდა დავზარალდე
გმირი, ან გადამრჩენელი - მე გადაგარჩენ
გმირი ან გადამრჩენელი საკუთარ ემოციურ კეთილდღეობას სხვების დახმარებაზე აგებს, დახმარების პროცესში კი საკუთარი რეალური საჭიროებების უგულებელყოფას ახდენს.
ამ ქცევის მოტივაცია არა სხვების კეთილდღეობაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ საკუთარი კეთილმოსურნეობით კმაყოფილებაა.
გმირი თვითვალიდაციას მსხვერპლის ხარჯზე ახდენს, საკუთარი როლის მუდმივი კონფირმაციის გზით. შედეგად, მსხვერპლის გაძლიერების ნაცვლად, ის თანადამოკიდებულებას აძლიერებს და სხვებს პასუხისმგებლობის აღებაში უშლის ხელს.
სამწუხარო ისაა, რომ მსხვერპლს ხშირად სჯერა, რომ გადამრჩენელი დაქვემდებარებული მდგომარეობიდან ამოღწევაში დაეხმარება, მაშინ როცა გარე დახმარების მუდმივი იმედი ჩაგრულისათვის ცვლილებების შესაძლებლობას პრაქტიკულად სპობს.
რადგან თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდად მოვლენით გადამრჩენელი რეალურ, სიღრმისეულ პრობლემებს არ წყვეტს და მსხვერპლს სიტუაციიდან მხოლოდ ზედაპირულ გამოსავალს სთავაზობს, ის საკუთარი როლის მნიშვნელოვნების განსამტკიცებლად სიტუაციის ხელახლა გამეორებას ელოდება.
გადამრჩენელი მსხვერპლის მენტალობას მსგავსი გავრცელებული ფრაზებით აძლიერებს:
- მე შენკენ ვარ
- მეც ეგრე ვფიქრობ
- ყველაფერში გეთანხმები
- მე დაგეხმარები
როგორ ამოვიდეთ დრამის სამკუთხედიდან და ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე
კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ჩამოყალიბებაში ჩვენი გარემო და აღზრდა უდიდეს როლს თამაშობს. ხშირად ასევე აღზრდა განსაზღვრავს, თუ რამდენად გვაქვს კონფლიქტში ჩარევის შედეგად მისი გადაჭრის იმედი.
ხშირად საკუთარი ქმედებების გაუცნობიერებლობა ხელს გვიშლის გავიგოთ თუ რის ფასად გვიჯდება დრამის სამკუთხედში დარჩენა და რა გავლენას ახდენს ეს მოდელი ჩვენს ხანგრძლივ კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე.
წიგნში ‘მაღალშედეგიანი ადამიანების 7 ჩვევა’, სტივენ რ. კოვეი აღწერს, თუ რატომაა საკუთარი მოტივაციებისა და ქმედებების გაცნობიერება ასეთი მნიშვნელოვანი.
ცნობიერი თვითშეგნება გვეხმარება განზე გავდგეთ და დავაკვირდეთ ყველაფერს ეფექტიანობის ყველაზე ფუნდამენტური პარადიგმის, ჩვენივე თვით აღქმის ჩათვლით. თვით აღქმა არა მხოლოდ ჩვენს ქცევასა და დამოკიდებულებებზე ახდენს გავლენას, არამედ იმასაც განსაზღვრავს, თუ როგორ აღვიქვამთ სხვებს ჩვენს გარშემო. ცნობიერი თვითშეგნება კაცობრიობის შეცნობისათვის საჭირო რუკაა.
საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და დრამის სამკუთხედიდან ამოსვლა ამ სამი ნაბიჯის დახმარებითაა შესაძლებელი:
1. მზაობა და მიმღეობა
ნებისმიერი ფუნდამენტური ცვლილების მისაღწევად პირველი ნაბიჯი იმ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებაა, რამაც მოცემულ მდგომარებამდე მოგვიყვანა.
ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მზად ვართ საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ და მომავალში ახალი რეალობის დანახვა გავხადოთ შესაძლებელი: თუ რას ვხედავთ, როგორ აღვიქვამთ სხვებს, როგორ ვფიქრობთ და რის საფუძველზე ვმოქმედებთ.
დრამის სამკუთხედის შემადგენელი როლების გააზრების შემდეგ, შეგვიძლია ცვლილებების სურვილი ამ ფრაზების ხმამაღლა წარმოთქმით გავახმოვანოთ:
- მზად ვარ დავაკვირდე, ხომ არ ვირგებ აღნიშნულ როლებს
- მინდა ვისწავლო, როგორ აღარ აღმოვჩნდე დრამის ხაფანგში
- ვიაზრებ, რომ ფიქრის ეს მოდელი დამაზიანებელია ჩემი პირადი კეთილდღეობისთვის და ურთიერთობებისათვის
- მზად ვარ დავუშვა ცვლილებები საკუთარ თავსა და სხვებში.
2. დრამის სამკუთხედის მოდელების ამოცნობა
ცვლილებებისათვის მზაობით ჩვენს გონებას ახალი კავშირების გაბმის უფლებას ვაძლევთ და ახალი პერსპექტივის შესაძლებლობას ვუშვებთ.
გავიხსენოთ ის ბოლოდროინდელი ინტერაქციები, რომლებმაც ჩვენში სევდა, ბრაზი, დაბნეულობა, შიში, შფოთვა ან რისხვა გამოიწვია. გადავითამაშოთ მოვლენების მსვლელობა და დავაკვირდეთ, დრამის სამკუთხედის რომელიმე როლში ხომ არ ვყოფილვართ ამა თუ იმ დროს. დავაკვირდეთ სხვა აქტორების მონაწილეობასაც. მათაც ჯალათის, მსხვერპლის ან გადამრჩენელის როლები მოირგეს, თუ განზე გადგომა ამჯობინეს?
ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან ძველი ინტერაქციების გადააზრება იმ ქცევების ამოცნობაში დაგვეხმარება, რომლებიც მომავალში ახალი დრამის საწინდარი შეიძლება გახდეს. ეს უსაფრთხო გზაა უკვე მომხდარი სიტუაციების გასაანალიზებლად და ჩვენი პერსპექტივის გადასასინჯად.
ამ სცენარების გადამეორებამ შესაძლოა უსიამოვნო ემოციები გაგვიღვიძოს, თუმცა მზაობა და მიმღეობა დაგვეხმარება, დრამის სამკუთხედიდან ამოსასვლელად აუცილებელი გზა დავინახოთ და საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ.
3. პირადი საზღვრების დაწესება და ცნობიერად განზე გადგომა
ხშირად ცვლილებებისაკენ მიმავალი გზა თეორიაში ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე პრაქტიკულად. ძირეული ცვლილებები იმ ყველაფრის გადახედვასა და გადააზრებას მოითხოვს, რამაც მოცემულ მომენტამდე მოგვიყვანა. მაგრამ რა ვქნათ, თუ ხშირად სწორედ ეს ხედვები და დაშვებები გვიშლის ხელს მშვიდად და კომფორტულად ცხოვრებაში?
კონფლიქტთან შეჯახებისას, ხშირად ინსტინქტურად თავში მოსულ პირველსავე აზრს მივყვებით ხოლმე. ცნობიერად განზე გასადგომად და დრამის სამკუთხედში ჩვენი როლის ამოსაცნობად საჭიროა სანამ ვიმოქმედებთ, ჩვენივე ქცევებისა და მოტივაციების შედეგები წინასწარ განვსაზღვროთ და მათ უაპელაციო სისწორე ეჭვქვეშ დავაყენოთ. საით მივყავართ ჩვენს პირველად ინსტინქტებს? იქნებ სასურველ შედეგამდე მისასვლელად მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებაა საჭირო?
როგორ ვაქციოთ დრამა გაძლიერებად?
მსხვერპლიდან შემოქმედამდე: აქციე პრობლემა გადაწყვეტილებად
მსხვერპლის მენტალობიდან ამოსვლაში იმის რწმენა დაგვეხმარება, რომ თუ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას არ შევუშინდებით, საკუთარი თავის დახმარება თავად შეგვიძლია.
გეზის შეცვლაში სწორების პრობლემიდან სასურველ შედეგზე გადატანა დაგვეხმარება.
მიზნების დასახვა: პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, თუ რისი მიღწევა გვსურს ინტერაქციაში შესვლით.
შესაძლებლობების შეფასება: დავფიქრდეთ, როგორ შეგვიძლია ყველაფრის დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის გარეშე მიღწევა.
საპირისპიროს დაშვება: განვსაზღვროთ, რა გვიშლის ხელს სასურველი შედეგის მიღწევაში.
დაბრკოლებებისაგან გათავისუფლება: მოტივაცია მოქმედებიდან მოდის - ასე სასურველ შედეგამდე მცირე, მაგრამ მყარი ნაბიჯებით შევძლებთ სვლას.
გმირიდან მხარდამჭერამდე: პასუხისმგებლობა თანადამოკიდებულების ნაცვლად
გადამრჩენელის როლიდან ამოსასვლელად, პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ მოტივაცია ხშირად ჩვენივე ინტერესებიდან მოდის და ხშირ შემთხვევაში სარგებელზე მეტი ზიანის მომტანია.
გადამრჩენელიდან მხარდამჭერის როლამდე მისვლა იმის რწმენას საჭიროებს, რომ სხვებს საკუთარ თავებზე ზრუნვა თავადაც შეუძლიათ. მნიშვნელოვანია
თანადამოკიდებულების ჩამოყალიბების ნაცვლად პასუხისმგებლობის აღების ადგილი დავტოვოთ და პოტენციურ მსხვერპლს გამზადებული გადაწყვეტილება კი არ შევთავაზოთ, თავად ვაცადოთ მისი მოძებნა. ასე გაქეზების ნაცვლად მსხვერპლს მოვუწოდებთ, თავად იყოს საკუთარი ბედის შემოქმედი.
ამ ყველაფერში აქტიური მოსმენის უნარის გამომუშავება, სხვების გაძლიერება, გამხნევება და საკუთარ შეცდომებზე სწავლა დაგვეხმარება.
ჯალათიდან ოპონენტამდე: თავდაჯერება თავდასხმის ნაცვლად
ჯალათის პოზიციიდან სხვებისთვის ბრალდებების წაყენების ნაცვლად, ჯანსაღი დებატების რეჟიმში გადასვლა უნდა შევძლოთ და პრაქტიკაში თავდაცვა კი არა, თავდაჯერება დავნერგოთ. საკუთარი თავისადმი ანგარიშვალდებულებით, შესაძლებელია სხვებს პასუხისმგებლობის აღების მაგალითი მივცეთ და იგივეს მოწოდებაც არ მოგვერიდოს.
კონფლიქტის ყველასათვის მომგებიან გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, მოლაპარაკებების ხელოვნებას უნდა დავეუფლოთ და უთანხმოების მიმდინარეობისას ვეცადოთ, საკუთარი აზრი სხვების დაშინების გარეშე დავაფიქსიროთ. მნიშვნელოვანია პრიორიტეტები წინასწარ განვსაზღვროთ რომ იმ ქცევებზე უარის თქმა შევძლოთ, რომლებიც ჩვენს საბოლოო მიზნებს არ შეესაბამება. რომ ვიცოდეთ, როგორ აღგვიქვამენ სხვები, კრიტიკის კონსტრუქციულად გაცემასთან ერთად, მიღებაც უნდა ვისწავლოთ.
ჯამში, მყარი პირადი საზღვრები, საკუთარი ქცევების ცნობიერი ანალიზი და მოდელების ამოცნობა იმის განსაზღვრაში დაგვეხმარება, თუ როგორ გვაგრძნობინებს თავს ესა თუ ის ინტერაქცია, რა როლს თამაშობენ მასში სხვები და რისი გაკეთება შეგვიძლია საკუთარი თავისა და დანარჩენების დასახმარებლად.
თვითრეფლექსიის ეს ქმედითი ფორმატი დაგეხმარება დრამის ძიების ნაცვლად ჯანსაღი კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდეთ და ენერგია ეფექტიანი ცვლილებებისაკენ მივმართოთ.
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: თქვენ შეულახეთ პოლიციას ღირსება, როცა მტერზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ, როცა ასობით პოლიციელი მექსიკის საზღვრით ამერიკაში გასაქცევი გახადეთ ნათია მეზვრიშვილი: თქვენ შეულახეთ პოლიციას ღირსება, როცა მტერზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ, როცა ასობით პოლიციელი მექსიკის საზღვრით ამერიკაში გასაქცევი გახადეთ
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე მამუკა მდინარაძე: ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებზე არც ვფიქრობთ — წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებზე არც ვფიქრობთ — წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის
-
გადახედვანოშრევან ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები ნოშრევან ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები
-
გადახედვა"ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს "ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს
-
გადახედვანახეთ: გამომცემლობები, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების განცხადებას აწერენ ხელს ნახეთ: გამომცემლობები, რომლებიც თავისუფალი ბიზნესების განცხადებას აწერენ ხელს
-
გადახედვაTAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი: სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი: სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას
-
-
გადახედვანიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა ნიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა
-
გადახედვასაია: დაკავებულ პირებთან მიმართებით გამოიკვეთა პირადი ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა საია: დაკავებულ პირებთან მიმართებით გამოიკვეთა პირადი ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა
-
გადახედვავიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო
-
გადახედვა22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და ანწუხელიძის სახელობის საპროტესტო მსვლელობები გაიმართა 22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და ანწუხელიძის სახელობის საპროტესტო მსვლელობები გაიმართა
-
გადახედვატრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს ტრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს
-
გადახედვადონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი პუტინი მზადაა ჩემთან შესახვედრად — ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი მამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვაჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია ჯო უილსონი: ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი: “ქართული ოცნების” დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
კომენტარები