რატომ არ მოაწერა ოპოზიციის საერთო განცხადებას ოთხმა პარტიამ ხელი — განმარტებები
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, რითაც მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში რეფორმების გასატარებლად პარლამენტში შესვლა დააანონსეს.
განცხადების ხელმომწერებში არ გვხვდებიან — სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და რესპუბლიკური პარტია. On.ge დაუკავშირდა ამ პარტიებს და გაარკვია ის მიზეზები, რის გამოც ისინი განცხადებას არ შეუერთდნენ.
გირჩი
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ არც იცოდნენ, თუ ოპოზიცია ამ განცხადებას ამზადებდა.
"ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით ამ განცხადებას რომ ამზადებდნენ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები. მოგეხსენებათ, ისინი ჩვენზე უკვე ორ თვეზე მეტია გაბუტულები არიან და არ გვაქვს ახლო კომუნიკაცია, აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ვიცოდი, სიურპრიზად წავიკითხე დღეს", — ამბობს ხვიჩია.
რაც შეეხება განცხადების შინაარსს, მისი თქმით, ეს განცხადება, შეიძლება, ვინმემ აღიქვას როგორც ულტიმატუმი მოლაპარაკებების წინ.
"ოპოზიცია 1 ნოემბრიდან მოყოლებული ამას ამბობს, ამიტომ ახალი არაფერი არ ყოფილა. აქ, ზოგადად, დამოკიდებულება გვგონია ჩვენ არაკორექტული. მაშინ, როცა ჩამოდიან ადამიანები მოსალაპარაკებლად, ეს განცხადება, შეიძლება, ვიღაცამ აღიქვას როგორც ოპოზიციის ულტიმატუმი მოლაპარაკებები წინ. მე ცოტა მოვერიდებოდი, თუმცა იქ სიახლე არაფერი არ წერია, ოპოზიცია სულ მაგას იძახის 1 ნოემბრიდან მოყოლებული", — განაცხადა ხვიჩიამ.
რესპუბლიკური პარტია
როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე On.ge-სთან აცხადებს, ოპოზიციის საერთო განცხადებას არ უერთდებიან, რადგან არ თვლიან მართებულად მედიატორის ჩამოსვლის წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენებას.
"ამ განცხადებას ჩვენ არ შევუერთდით, რადგან არ ვთვლით, რომ მომლაპარაკებლის ან მედიატორის ჩამოსვლის წინ ამ ტიპის წინაპირობების დაყენება სწორი იყოს მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენ ველოდებით მედიატორს, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში განაახლებს მოლაპარაკებებს და მოლაპარაკებების პროცესში დავაფიქსირებთ პოზიციებს და არ ვფიქრობთ, რომ სწორია მის ჩამოსვლამდე წინაპირობებით საჯარო განცხადებებით მიმართვა მის მიმართ", — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ლეიბორისტული პარტია
როგორც On.ge-ს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განუცხადა, განცხადების ზოგად სულისკვეთებას ეთანხმებიან, თუმცა არის ორი საკითხი, რომლებთანაც წინააღმდეგობა აქვთ.
"ზოგად სულისკვეთებას ვეთანხმებით, მაგრამ არის იქ საკითხები, რომელთაც არ ვეთანხმებით. ეს კონკრეტულად შეეხება პლებისციტს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაა პლებისციტი საჭირო და უნდა მოვითხოვოთ, პრინციპულები უნდა ვიყოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და მეორე — განსხვავებული აზრი გვაქვს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით", — განაცხადა გუგავამ.
სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკებების წინ ოპოზიციის მიერ მსგავსი წერილის გავრცელება ტაქტიკური შეცდომაა.
"სტრატეგია აღმაშენებელი ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია და ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები მიგვაჩნია ტაქტიკურ შეცდომად, რადგან ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას", — წერია განცხადებაში.
სტრატეგია აღმაშენებლის ბლოკის ერთ-ერთ წევრ პარტიას, კანონი და სამართალი, ამაზე განსხვავებული პოზიცია აქვს და ის ოპოზიციის განცხადებას შეუერთდა.
"მე მომეწონა განცხადება, დიდი ხანია ადგილობრივ არჩევნებთან მიბმასთან დაკავშირებით ვერ ვიგებ რაღაცებს, ჯერ რეფორმა არ არის ჩატარებული და ამ სარეფორმო სისტემით, რა უნდა მიაბა. ჩემი პოზიცია ასეთია. გიორგი ალბათ სხვაგვარად ფიქრობს, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მე მომეწონა წერილი. რომ არ მოგატყუო, არც გვიკითხავს ერთმანეთისთვის, დამოუკიდებლად...", — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა On.ge-სთან საუბარში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:
- ზურაბ ჯაფარიძე — გირჩი მეტი თავისუფლება;
- ლელო;
- ელენე ხოშტარია — დროა;
- ევროპული საქართველო;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- პროგრესი და თავისუფლება;
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;
- დავით ჭიჭინაძე — ტრიბუნა.
- საქართველოს პარლამენტრათა საზოგადოება;
- ერთიანი საქართველო;
- ევროპელი დემოკრატები;
- ქრისტიან-კონსერვატული პარტია;
- გამარჯვებული საქართველო;
- სამართლიანობისთვის;
- კანონი და სამართალი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი თბილისში 27 მარტს 12 სააათზე ბრუნდება. დანიელსონი შეხვედრებს ორშაბათიდან, 29 მარტიდან დაიწყებს.
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები