პარტიების დაფინანსება და კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვა — ვენეციის კომისიის შენიშვნები
ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს, რომ საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან რიგ შესწორებებს გადახედოს. აღნიშნული შესწორებები ეხება, როგორც პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას, ისე საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობას.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პარტიებს უფასო საეთერო დრო არ ექნებათ, მათ თანასწორუფლებიანობას დაარღვევს.
როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, აღნიშნული პარტიებისთვის უფასო საეთერო დროზე უარის თქმა "არაპროპორციული და უსაფუძვლოა", რადგან სწორედ ასეთ პარტიებს, რომელთაც მცირე ფინანსები აქვთ, უფასო საეთერო დრო სჭირდებათ, რომ თავიანთი მოსაზრებები და პროგრამა ამომრჩევლამდე მიიტანონ. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ასეთი შეზღუდვა არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგან ეს შეამცირებდა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, რომელიც სჭირდება მოქალაქეს იმისათვის, რომ გააზრებული არჩევანი გააკეთოს.
ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებული იმ შესწორებით, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში უნდა შევიდეს. აღნიშნული შესწორების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს პარტია ან ბლოკი, რომელიც პარლამენტში არ დაიკავებს იმ ადგილების სულ მცირე ნახევარს, რომელთა მანდატებიც მოიპოვა. ამასთან, შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში შეწყდება დაფინანსება თუ რომელიმე პარტიის ან ბლოკის დეპუტატების ნახევარი არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს.
კომისიის მოსაზრებით, სესიებზე არდასწრების გამო, სანქციების გამოყენება პოლიტიკური პარტიების და არა კონკრეტული დეპუტატების მიმართ "არათანაზომიერია" და პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება, რომელიც მსგავს საკითხებს არეგულირებს.
ვენეციის კომისიის თქმით, მიზნის მისაღწევად უფრო "ზომიერი და შესაბამისი საშუალებებია" მოსაძებნი, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს.
"ასეთი ფართო სანქციები პარტიების მიმართ, რომლებიც არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში, არ ყოფილა ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის წევრ სახელმწიფოებში", — აღნიშნულია დასკვნაში.
ცალკეული ერთობლივი დასკვნის მიხევდით, რომელიც გასული წლის დეკემბერში, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ იყო გამოთხოვილი, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა მოუწოდა საქართველოს, გადაეხედათ შეთავაზებული ახალი პირობისთვის საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც წინასაარჩვენო პერიოდში პარტიის ლიდერის ფუნქციებს ასრულებს.
ვენეციის კომისიის გაფრთხილებით, აღნიშნული შესწორების მიღებამ პოლიტიკური პლურალიზმის მეტისმეტად შეზღუდვა შესაძლოა გამოიწვიოს.
"შემოთავაზებული შესწორება არ განსაზღვრავს ცხადად, რომელი კრიტერიუმები იქნება გამოყენებული იმის განსასაზღვრად, ვინ მიიჩნევა პარტიის პოლიტიკურ ან საარჩევნო სიის ლიდერად. გარდა ამისა, თუმცაღა ხმის მიცემა და კენჭისყრის უფლება შეიძლება, დამოკიდებული იყოს გარკვეულ პირობებზე, მათ შორის ინდივიდუალური პირის მოქალაქეობაზე, უცხოელისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე მონაწილეობა მიიღოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შეზღუდვით და არა წევრობის შეზღუდვით", — აღნიშნავენ კომისიაში.
გარდა ამისა, კომისიაში აღნიშნავენ, რომ პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმება იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის წარმოდგენილი, "არაპროპორციულია" და მიმართულია არა უცხო ქვეყნის მოქალაქის, არამედ უფრო მეტად პარტიის მიმართ.
რეგისტრაციის მოხსანთან დაკავშირებით გასაჩივრების პროცესი ვენეციის კომისიისთვის "შემაშფოთებელია", რადგან პარტიებსა და ბლოკებს გასაჩივრება არჩევნებიდან ორი დღეში შეუძლიათ.
საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რწმენით, შესწორება შეიძლება იქნეს აღქმული, როგორც ad hominem (გრძნობებსა და განწყობაზე და არა გონებაზე გათვლილი) — მიმართული კონკრეტული ინდივიდის წინააღმდეგ საკანონმდებლო მეთოდი, რომელიც კომისიას აქამდე უკვე გაუკრიტიკებია.
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედანზე სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედანზე სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
კომენტარები