საჭიროა ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება კონფლიქტებთან მიმართებით — DRI
დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ საჭიროა შეიქმნას ახალი სტრატეგიული დოკუმენტი კონფლიქტებთან მიმართებით.
"დროა, ხელისუფლებამ, საექსპერტო წრეების ჩართულობით, დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთის მხრივ, აფხაზეთში და მეორეს მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
DRI-ში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია, ჩართულობა თანამშრომლობის გზით, რომელიც, 2010 წელს შეიქმნა, უკვე მოძველებულია.
ორგანიზაციაში საუბრობენ როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე, რომელთა გამოწვევებს, მათი აზრით, არსებული სახელმწიფო სტრატეგია ვერ პასუხობს:
- 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დღემდე უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ფაქტობრივ ოკუპაციას ეწევა;
- ორჯერ ადგილი ჰქონდა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (2016, 2020), რითაც რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა;
- რუსეთმა დახვეწა და აქტიურად იყენებს რბილი ძალისა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს, როგორც უშუალო სამეზობლოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებიც;
- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეიცვალა მდგომარეობა — ძირითადად უარესობისკენ. თუ სტრატეგიის შემუშავებისას მთავარ გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენდა, დღეს უკვე მათი ანექსიის ტენდენცია იკვეთება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, სტრატეგიულ დოკუმენტში პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიყოს გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები