საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 6:23 ანგარიშით დაამარცხა. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად ქალაქ კალინინგრადში იყვნენ.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 3:16 დასრულდა. ორი ჯარიმა და ერთი ლელო თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, ხოლო კიდევ ერთი ლელო აკაკი ტაბუცაძემ დადო. უკვე მეორე ტაიმში სადებიუტო ლელო ნანკრებში დავით ნინიაშვილმა დადო ლელო, რომელიც წარმატებით თედო აბჟანდაძემ გარდასახა.