NGO-ები პარლამენტის მიერ ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვის გადაწყვეტილებას გმობენ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოში მოქმედი 15 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტში ეროვნულ უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნის იდეას ზოგადად მიესალმება, თუმცა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე შექმნა. ორგანიზაციების განცხადებით, ეს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენასა და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს.
NGO-ების შეფასებით, კრიტიკას ვერ უძლებს, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს მიერ საკუთარი მოქალაქეების ისტორიულად მცხოვრები ჯგუფების დიასპორად განხილვის მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების გაუაზრებლობას აჩვენებს, არამედ ინტეგრაციის პროცესს მკვეთრად აზიანებს და არადომინანტურ ჯგუფების გაუცხოებას უწყობს ხელს.
"გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე ბუნდოვანია საკონსულტაციო საბჭოს მანდატი, მიზნები და ამოცანები და მისი შექმნაც არადემოკრატიულად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის და ადამიანის უფლებათა აქტორების ფართე ჩართულობის გარეშე მოხდა, რაც ზოგადად საბჭოს საქმიანობაში დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფის ნიშნებს უკვე ატარებს", — ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომპეტენციაა კოორდინაცია გაუწიოს ქართულ დიასპორას და კავკასიის ხალხებთან პოლიტიკა განსაზღვროს, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობას. ისინი განმარტავენ, რომ ამ კომიტეტის ბაზაზე უკვე არსებობს 2017 წლის მარტში შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავების მხარდაჭერა; მიგრაციული პროცესების რეგულაციისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობა.
"საპარლამენტო კომიტეტის ამ კომპეტენციების ფონზე გაუგებარია რატომ იქმნება მის ბაზაზე საკონსულტაციო საბჭო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარების და ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით (როგორც ეს ოფიციალურ განცხადებაშია ნახსენები), რომელიც თავისი არსით დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს უკვე ეწინააღმდეგება ინტეგრაციის მიზნებს და საქართველოში ისტორიულად მცხოვრები უმცირესობათა თემების სახელმწიფოებრივ იდენტიფიკაციასა და რეალურ საჭიროებებს ვერ ასახავს. ეს გადაწყვეტილება ცალსახად თანასწორობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაა, რადგან ეთნიკური ნიშნით განაცალკევებს საქართველოს მოქალაქეებს და გაუცხოების და გარიყულობის განცდას აჩენს.
თუკი სახელმწიფოს მართლა აინტერესებს უმცირესობათა წინაშე არსებული სისტემური გამოწვევები და ინტეგრაციის პროცესი, გაუგებარია რატომ არ იქმნება საკონსულტაციო საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე, რომლის პირდაპირი ამოცანაა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაზე მონიტორინგი", — წერია განცხადებაში.
მათივე შეფასებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების გეოპოლიტიკური პერსპექტივით დანახვის დისკურსს და წარმოდგენას, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა ნაცვალგების პრინციპზე დგას და სახელმწიფო იმ სტანდარტებით უნდა ეპყრობოდეს უმცირესობებს, როგორც სხვა ქვეყნები ეპყრობიან იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს. ორგანიზაციების თქმით, ეს მიდგომა გარდა იმისა, რომ არადემოკრატიულია, ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და ისტორიისა და დღევანდელობის არასწორ გაგებაზე მიანიშნებს.
"აღსანიშნავია, რომ ამ იდეას ქართველი პოლიტიკოსები წარსულშიც აჟღერებდნენ და როგორც ჩანს სახელმწიფოს არ ესმის, ვერ ხედავს იმ კრიტიკას, რაც ამ მიდგომასთან დაკავშირებით უმცირესობათა ჯგუფებში არსებობს.
კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტიც, რომ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა უმცირესობათა ფართე ჯგუფებთან და ამ თემაზე მომუშავე ექსპერტებთან კონსულტაციების გარეშე. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის პროცესი უკვე ეწინააღმდეგება ჩარჩო კონვენციის ფარგლებში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მიუთითებს, რომ საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობა უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, მისი შემადგენლობა და შემადგენლობის შედგენის წესი დემოკრატიულად, უმცირესობათა მაღალი ჩართულობით და წარმომადგენლობით უნდა განისაზღვრებოდეს. იმ ფონზე, როცა ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის საბჭოს დებულება, მისი კომპეტენციები და შემადგენლობა, რთულია იმის შეფასება თუ რამდენად შეესაბამება ის საკონსულტაციო მექანიზმებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და საუკეთესო პრაქტიკას. თუმცა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის პროცესი მის მიმართ უნდობლობის საუძველს უკვე ქმნის", — ვკითხულობთ განცხადებაში.
NGO-ების განცხადებით, საკონსულტაციო მექანიზმები უმცირესობების საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მე-15 მუხლი საქართველოს ავალდებულებს შექმნას შესაბამისი პირობები, რაც საჭიროა ეროვნულ უმცირესობას მიკუთვებული ჯგუფებისთვის კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში და საჯარო საქმიანობაში ეფექტური მონაწილეობისთვის, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც უშუალოდ მათ ეხებათ. ამ მუხლის ქვეშ ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭო სახელმწიფოებს სამი მთავარი ასპექტის მიხედვით აფასებს:
- აქვს თუ არა სახელმწიფოს შექმნილი სხვადასხვა დონეზე (მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო, თვითმმართველობა) უმცირესობათა საკონსულტაციო მექანიზმები;
- აქვს თუ არა მიღებული სახელმწიფოს სპეციალური ზომები არჩევით ორგანოებში უმცირესობების წარმომადგენლობის გასაზრდელად;
- რამდენად არიან ჩართულები უმცირესობები ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ/კულტურულ ცხოვრებაში.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ:
- დროულად გააუქმოს მისი გადაწყვეტილება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე უმცირესობათა საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;
- საკონსულტაციო საბჭოს მანდატის, კომპეტენციების, შემადგენლობის საკითხი დემოკრატიული კონსულტაციების პროცესის ფარგლებში დაგეგმოს, სადაც ჩართული იქნებიან ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, ასევე სხვა ექსპერტები და ადამიანის უფლებათა აქტორები;
- საკონსულტაციო საბჭოს შექმნისას გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, ასევე, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
ხელმომწერი ორგანიზაციებია:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- პლატფორმა სალამი;
- პანკისის სათემო ორგანიზაცია;
- ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის;
- ქართველ მუსლიმთა კავშირი;
- სამოქალაქო დარბაზი;
- სოლიდარობის პლატფორმა;
- უფლებები საქართველო;
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- თანასწორობის მოძრაობა;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).
15 მარტს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები