600 ათასი ლარი გადაცემისთვის, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა მეორე არხის ეთერში უშვებს
ფოტო: აფხაზეთის მთავრობა
თითქმის სამი წელია აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ სსიპ აფხაზეთის ა/რ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი დააფუძნა, რაც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ყიდვასთან და თანამშრომლების ხელფასებთან ერთად, უწყებას 600 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. დაახლოებით 300 ათასი ლარის ქონება კი დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული. ცენტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2014 წლის აპრილში შეიქმნა. ცენტრი ყოველკვირეულ საინფორმაციო გადაცემას - აფხაზეთი - ამზადებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით გადაიცემა. პროგრამა ორ - ქართულ და აფხაზურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი ავთანდილ დავითაია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი
ფოტო: აფხაზეთის მთავრობა
ცენტრის დაფუძნებიდან რამდნიმე თვეში, 2014 წლის 30 ივნისს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს არხის მაშინდელი დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი აწერდა. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ქმნის მასალებს, აწვდის მაუწყებელს, მაუწყებელი კი - უფასოდ ანთავსებს.
საინფორმაციო ცენტრის ნიშანი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხების იმ დროინდელ ლოგოს ჰგავდა, როცა ხელშეკრულება გაფორმდა. აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი, ავთანდილ დავითაია ამბობს, რომ მათი სურვილი იყო ლოგო ქართული ასო "ა" ყოფილიყო, დიზაინერებმა კი სხვანაირად ვერ დახატეს.
ცენტრის მიზნები
აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიზნები მის დებულებაშია გაწერილი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ცენტრის მიზნებია:
- აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ტელე-რადიო და ელექტრონული ინფორმაციების მოპოვება, დამუშავება, შექმნა და გავრცელება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მედიის საშუალებებში;
- კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტელე, ინტერნეტ, რადიო გადაცემების მომზადება და გავრცელება;
- საქართველოსა და უცხოეთის მედიის საშუალებებისთვის აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ხელშეწყობა;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მიწოდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული მედიის საშუალებებისთვის.
ცენტრის ხარჯები
ცენტრს დაფუძნებიდან 2017 წლის 1 იანვრამდე სულ 638 629 ლარი მოხმარდა. თანხის ნახევარზე მეტი, 439 277 ლარი, თანამშრომლების ხელფასი იყო. შტატიანი თანამშრომლების შრომა 288 032 ლარით ანაზღაურდა, უშტატოების კი - 151 245 ლარით.
საინფორმაციო ცენტრს 13 შტატიანი თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, მისი მოადგილე, ბუღალტერი, იურისტი, IT სპეციალისტი, საიტის სპეციალისტი, არქივარიუსი, 3 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და პროდიუსერი. შტატგარეშე თანამშრომლებს უწყება საჭიროებისამებრ ასაქმებს. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ: კორექტორი, ჟურნალისტი, მემონტაჟე, წამყვანი, ოპერატორი, მუსიკალური რედაქტორი, რეჟისორი, კონსულტანტ-დეკორატორ-მხატვარი, გრაფიკოს-დიზაინერი, მძღოლი, დამლაგებელი, ვიზაჟისტი, სტილისტი, რედაქტორი, სპეციალისტი (4), გამხმოვანებელი, მუსიკალური გამფორმებელი, ფოტოგრაფი, პრესის ანალიზის სპეციალისტი და ტექნიკური ხელოსანი სტუდიისთვის. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მათგან მხოლოდ 12-ია დასაქმებული.
ამავე პერიოდში საინფორმაციო ცენტრის ბალანსზე ჯამში 459 426 ლარის ქონება ირიცხება. ცენტრის სახელზე არსებულ ქონებას შორისაა ლეპტოპები, ვიდეო კამერები, ე.წ. სუპერ კომპიუტერი, მფრინავი კამერა - ე.წ. დრონი, 2 ავტომობილი და სხვა. ამ ორმა ავტომობილმა ცენტრის დაარსებიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ჯამში 19 662 ლარის საწვავი მოიხმარა. ქონების ნაწილი, რომლის ღირებულებაც 279 738 ლარია უწყებას დროებით სარგებლობაში აქვს გადაეცემული.
კანონის მოთხოვნები
მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 661), აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი ადმინისტრაციული ორგანოა.
ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მაუწყებლის დრო შეისყიდოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. თუმცა, ცენტრი მაუწყებლის დროს არ ყიდულობს.
ამავე კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი. მაუწყებლობის შესახებ კანონით, სპონსორობა ასეა განმარტებული: "პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით." კანონით აკრძალულია ახალი ამბების პროგრამების სპონსორობა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებზე სპონსორობა და კომერციული რეკლამის განთავსება დასაშვებია მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.
კანონდარღვევის შემთხვევაში, რეაგირების უფლება მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს. კომისია საკითხის შესწავლას გეგმავს და შედეგის გათვალისწინებით რეაგირებას.
მეორე მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულია ყოველწლიურად შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ ოთხ ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ამ პროგრამით კი ამ მოთხოვნის ნაწილი სრულდება.
რას ფიქრობენ მხარეები: თავსებადია, თუ არა გადაცემა საქართველოს კანონმდებლობასთან?
აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი, ავთანდილ დავითაია ამბობს, რომ კანონი იმ შემთხვევაში დაირღვეოდა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამით ფინანსურ სარგებელს მიიღებდა ან ცენტრი მათ ტექნიკას გამოიყენებდა.
"ჩვენ ვაკეთებთ კვირის ბოლოს შეფასებას - რაც მოხდა აფხაზეთთან მიმართებაში. ჩვენ საზოგადოებას არ ვაწვდით ნიუსებს, იმიტომ რომ გავდივართ კვირას. ეს არის, რომ არ მოხდეს აფხაზეთის დავიწყება. ჩვენ ყველა გადაცემაში გვაქვს პორტრეტები ცნობილი ადამიანების, რომლებიც აფხაზეთის შესახებ ყვებიან და აგრეთვე, აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ადამიანების შესახებ," - აღნიშნა დავითაიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაცემა საინფორმაციო გამოშვება არაა.
დავითაიას სურვილია, გადაცემა ახალი ამბების ფორმატის იყოს, თუმცა, დღევანდელ არსებულ ფორმატს ანალიტიკურ პროგრამას უწოდებს და კვირის პალიტრას ადარებს. მისი თქმით, მედიასაშუალება ნეიტრალურია და მის საქმიანობაში აფხაზეთის მთავრობა არ ერევა. ინფორმაციის წყარო კი, რიგ შემთხვევეში, აფხაზური და რუსული მედიაა.
გადაცემაში გადის სიუჟეტები აფხაზეთის სიახლეების შესახებ აფხაზეთის მოსახლეობისა და არამარტო მათთვის. დავითაია ამბობს, რომ იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე მოქმედებდა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით აქვს გათვალისწინებული.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძე იზიარებს დავითაიას მოსაზრებას და ამბობს, რომ მეორე არხზე გადაცემის განთავსებით მაუწყებლობის შესახებ კანონი არ ირღვევა. მისი თქმით, მაუწყებელი გადაცემით არც ფინანსურ სარგებელს იღებს და არც ეთერის შევსების მიზნით იყენებს.
"ჩვენ ეს მემორანდუმი იმის გამო გავაფორმეთ, რომ აფხაზეთის თემაზე საინტერესო იყო საუბარი და ჩვენ დავუთმეთ საეთერო დრო," - განმარტავს გვიმრაძე, რომელიც გადაცემის ეთერში განთავსებას პარლამენტის სხდომების ტრანსლირებას ადარებს.
შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ცენტრის ხარჯი დაარსებიდან 2017 წლის 1 იანვრამდე 900 ათას ლარზე მეტი იყო, რაც დაზუსტდა. უწყებას ამ თანხიდან დაახლოებით 300 ათასი ლარის ქონება დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული.
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა


კომენტარები