დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,19 პროცენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 137-ს. ჯამში 3 601 პირი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა — 3, იმერეთი — 24, ქვემო ქართლი — 9, შიდა ქართლი — 10, გურია — 7, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 9, კახეთი — 3, მცხეთა-მთიანეთი — 0, სამცხე-ჯავახეთი — 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 998 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 5 438 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: