ოლიგარქიული გავლენა მოქმედებს პოლიტიკურ საქმეებსა და გადაწყვეტილებებზე — Freedom House
არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თავისუფლება მსოფლიოში 2021 თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალია. ორგანიზაციამ 100 ქულიდან საქართველოს 60 მიანიჭა, რაც წინა წელთან შედარებით ერთით ნაკლებია.
"საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ჩატარდა. დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქიული გავლენა მოქმედებს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედიაგარემოზე, ხოლო პოლარიზაციის გამო კანონის უზენაესობა მორყეულია. სამოქალაქო თავისუფლებების არათანმიმდევრულადაა დაცული", — აღნიშნულია დოკუმენტში.
Freedom Houses-ის ანგარიშში არჩევნებზეც არის საუბარი. ორგანიზაცია არჩევნებზე ხმების მოსყიდვაზე, ძალადობისა და შედეგების დათვლისას აშკარა შეცდომებზე საუბრობს.
პოლიტიკური პლურალიზმის ნაწილში, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სისტემა მრავალპარტიულია და ახალი პარტიის შექმნისთვის წინაღობები არ არსებობს, თუმცაღა ხაზს უსვამს, რომ 2000-იანი წლებიდან არსებული ერთპარტიული დომინაცია სხვა კონკურენტულ ჯგუფებს განვითარებაში ხელს უშლის.
"2019 წელს მამუკა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე და მისი ბიზნესპარტნიორი, ბადრი ჯაფარიძე ფული გათეთრებაში დაადანაშაულეს, ორი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ პოლიტიკური პარტია დააფუძნა. აღნიშნულმა პარტია ლელომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში 4 ადგილი მოიპოვა, თუმცა ხაზარაძის საქმეს ოქტომბერშიც იძიებდნენ", — აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ვკითხულობ შეფასებებს ქვეყანაში არსებულ კორუფციაზეც. როგორც Freedom House აღნიშნავს, მთავრობაში კორუფცია კვლავ შენარჩუნებულია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ნეპოტიზმისა ან სახელმწიფო შესყიდვების სახით ვლინდება.
"ანტიკორუფციული კანონისა და აქტების გამოყენების ეფექტურობას ხელს უშლის სამართალდამცავი და სასმართლო ორგანოების არასაკმარისი დამოუკიდებლობა, ხოლო ქართულ ოცნებასთან დაახლოებული მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ წარმატებული საქმეები იშვიათია", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
რაც შეეხება მედიაგარემოს, Freedom House ამბობს, რომ ის პლურალისტური, თუმცა მიკერძოებულია. ამასთან, მაგალითებად მოჰყავს აჭარის მაუწყებლიდან მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლება და რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემა.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლება ხშირ შემთხვევაში დაცულია, თუმცა ხანდახან პოლიცია გადამეტებულ ძალას იყენებს და ამის მაგალითად ცესკოსთან გამართული დემონსტრაცია მოიყვანა, სადაც მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც Freedom House ეხება, კანონის უზენაესობაა:
"მიუხედავად განგრძობადი სასამართლო რეფორმებისა, სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების ჩარევა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. პრობლემურია სასამართლო განხილვების მიმართ გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი".
ანგარიშში საუბარია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც "არათანაბრად გამოიყენება". როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ქალები და შშმ პირები სამსახურის ძებნისას კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას, ხოლო ლგბტ თემის წევრები არიან სოციალური დისკრიმინაციისა და ხშირად ძალადობის მსხვერპლნი. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტრანსგენდერები ვერ იღებენ საჭირო დაცვას.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები