თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის რეგისტრაცია განახლდა. თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, ავორიზაციის გავლა სააგენტოს ვებგვერდზე კვლავ შეეძლებათ.

საელჩოს ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა პირადი მონაცემების გამოყენებით განაცხადი ხელახლა უნდა ატვირთონ.

"ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილისა და ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის წარდგენა", — წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

📢📢საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული...

Posted by საქართველოს საელჩო თურქეთში/Gürcistan Ankara Büyükelçiliği on Monday, 1 March 2021