ნუ ეტყვი ამ 17 ფრაზას ორსულს
ორსულობა — მაგიური დრო, როდესაც საკუთარ სხეულში ახალ ადამიანს ზრდი. პეპლები, ყვავილები და მზე. ხომ ასე გგონიათ, არა? ფილმებიდან, სერიალებიდან და რეკლამებიდან ხომ გამოგვიჭედეს საკმარისად ორსულობის ჯადოსნურობით ყურები?! სინამდვილეში ყველაფერი არც ასეთი არაჩვეულებრივია. აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, ორსულებს იმაზე მეტი უტაქტო კომენტარის და უსიამოვნო ხელის შეხების მიღება გვიწევს, ვიდრე არაორსულებს. წარმოგიდგენიათ, რომ ქუჩაში შემხვედრმა ნაცნობმა უცებ გაუფრთხილებლად მუცელზე ხელის ფათური დაგიწყოთ? ჩვენს ცხოვრებაში ეს დღეში ერთხელ თუ არა, კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც ხდება.
აი, ფრაზები, რომლებიც ორსულებს ხშირად გვესმის. ამ ფრაზების მთქმელების სახელებს ცალკე ვიწერთ შავ სიაში და ვიმახსოვრებთ, რომ არასოდეს გავაკაროთ ბავშვი, როდესაც დაიბადება.
1. რა ლამაზი ორსული ხარ, შენ სულ ორსულად უნდა იყო!
სულ ორსულად რატომ უნდა ვიყო? ეს რა წყევლაა?
2. გოგოს მუცელია/ბიჭის მუცელია!
მესმის, რომ თვალში რენტგენი გიყენია, მაგრამ არ არსებობს ბავშვის სქესის მიხედვით მუცლის ფორმის დადგენილი სტანდარტები.
3. თაფლს ნუ ჭამ, დორბლიანი ბავშვი გეყოლება.
დორბლი, ანუ ნერწყვი, ყველა ადამიანს აქვს. დედის მიერ ნაჭამ თაფლთან, ნეკერჩხლის სიროპთან თუ ჩიას პუდინგთან ნერწყვის რაოდენობა არანაირ კორელაციაში არაა.
4. კაჭკაჭის ფრთა უნდა იშოვო, იღლიაში ამოისვი და ბავშვი მალე დაიწყებს ლაპარაკს.
თავად რისი ფრთა ამოგისვეს ნეტა, ასეთი სისულელეების დაჯერება რომ დაიწყე?
5. ჩემს მეზობელსაც ზუსტად ასე ჰქონდა ჭიპი და ბოლოს მკვდარი ბავშვი გაუჩნდა!
... მადლობა ინფორმაციის გაზიარებისთვის, უახლოესი ორი თვე ვეღარ დავიძინებ.
6. ფეხი ფეხზე არ გადაიდო, ბავშვი გაიგუდება.
ფეხის ფეხზე გადადება ზოგადად სასარგებლო არაა, მაგრამ ბავშვის გაგუდვასთან არანაირი კავშირი არ არსებობს.
7. თმა არ შეიჭრა, ბავშვს სიცოცხლეს უმოკლებ!
თმა რომ გადავიპარსო, ბავშვი მთლიანად გაქრება?
8. არაუშავს, შემდეგი ბიჭი გეყოლება.
"არაუშავს"?!
9. რამდენი კილო გაქვს უკვე მომატებული, 17? 20?
მე ახალ ადამიანს ვაკეთებ. შენ რითი იმართლებ თავს?
10. ცოტა ღვინო დალიე, დღეში ერთ ჭიქას არაუშავს, წამალივითაა!
არა. არა. არა! არც ღვინო, არც ლუდი, არც კოქტეილი ორსულობისას არ დალიო!
11. კვერცხი მოიპარე და ლოყა ჩაეჩუტება ბავშვს!
გამაცანით ის ადამიანი, საიდანაც დაიწყო ეს სიგიჟე, რის გამოც ყველა ორსულს კვერცხის მოპარვისკენ გვიბიძგებენ!
12. კიდევ ორსულად ხარ?
ბოდიში, ზედმეტად ხომ არ შეგაწუხე ჩემი ორსულობით? სტრიები ხომ არ გაგიჩნდა? ფეხები ხომ არ გისივდება, ამდენი ხანი ორსულს რომ მიყურებ?
13. ემჩნევა, რომ გოგოა, შენი სილამაზე მიაქვს!
უკაცრავად?! სად მიაქვს?!
14. დაიძინე, სანამ დრო გაქვს!
ჰო, იმიტომ, რომ ეს ასე მუშაობს, ახლა თუ დავიძინებ — მერე აღარასოდეს დამჭირდება ძილი.
15. ნუ ქსოვ, ბავშვს ჭიპლარი ყელზე შემოეხვევა!
ბიოლოგიის აბსოლუტურად ყველა გაკვეთილზე შატალოზე დადიოდი ალბათ, არა?
16. რამხელა მუცელი გაქვს, ტყუპები ხომ არ არიან?
კიდევ კარგი მითხარი, ქვეყნის საუკეთესო ექოსკოპისტებს გამოეპარათ და შენ მომევლინე მხსნელად!
17. ბავშვი რომ გაჩნდება, შენი კატა/ძაღლი სად მიგყავს?
ვაგრძელებთ ერთად ცხოვრებას ჩვენ, ბავშვი, კატა და ძაღლი სახლში, სადაც შენნაირ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვის გაჩენა ოჯახის წევრი ცხოველის სახლიდან გაგდების კარგი მიზეზი ჰგონია, არასოდეს მივიღებთ სტუმრად.
ფრაზების შემოშველებისთვის მადლობა ზრდასრულ ადამიანებს!
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
დისკუსია: კომენტარებში გაგვიზიარე ფრაზები, რომლებიც შენთვის უთქვამთ ორსულობისას.