სტატიები ოკუპირებული ტერიტორიებიდან — OC Media და On.ge თანამშრომლობას იწყებენ
საოკუპაციო ხაზის მიღმა მდებარე რეგიონებიდან სანდო ინფორმაცია ძალიან მწირია და, ფაქტობრივად, არ არსებობს. საერთო პროექტის ფარგლებში OC Media და On.ge სწორედ ამ სიცარიელის ამოვსებას ეცდებიან და მკითხველებს გააცნობენ სტატიებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მასალებში განხილული იქნება ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ყოველდღიური ამბები, იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემები, მათი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, პოლიტიკური ცვლილებები და ა.შ. ეს მკითხველს დაეხმარება უკეთ გაიგოს, რა ხდება იქ, სადაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლი ვერ ვრცელდება.
OC Media-ს გუნდს შეუერთდა ორი ადგილობრივი ჟურნალისტი — ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან. ეს შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და UNDP-ის COBERM-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
"ისინი მუშაობას უკვე შეუდგნენ და ამ ორი რეგიონიდან სიღრმისეული, გადამოწმებული და ხარისხიანი მასალებით გვეხმარებიან. მათ უკვე გამოაქვეყნეს სტატიები, რომლებიც აქამდე ინგლისურ ენაზე არ გაშუქებულა და უფრო მეტი საინტერესო სტატიებიც მალე იქნება", — ამბობენ OC Media-ში.
On.ge-სთან თანამშრომლობა სწორედ ამ სტატიების ქართულ ენაზე გამოქვეყნებას ითვალისწინებს. მკითხველისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ რაკი ავტორები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები არიან, სტატიებში დატოვებული იქნება მათ მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია, თუმცა მასალაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, On.ge-ის რედაქცია, ისევე, როგორც სახელმწიფო, დამოუკიდებელ ერთეულებად არ აღიარებს. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო". მსგავსი აღნიშვნა ყველა სტატიას ექნება დართული.
პირველ სტატიას On.ge 6 მარტს გამოაქვეყნებს და ის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები