5 ამბავი ზუმერისა და ლივინგსტონის დამეგობრების შესახებ
ფოტო: ზუმერი
ტიკტოკის აღზევების შემდეგ, ერთ დღესაც ყველანი თუ არა, აიფონის მომხმარებლები მაინც, ქლაბჰაუსზე აღმოვჩნდით.
ბოლო დღეების მთავარ ტრენდად ქცეულ პლატფორმაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ციფრული ბრენდი, ზუმერიც გამოჩნდა და უკვე აითვისა ეს სივრცე ფორმატში - Club How, რომელიც დავით ბირმანის ინიციატივით შეიქმნა. ამ შეხვედრის მოდერატორობაც მანვე შეითავსა. ოთახში სახელწოდებით "შემოდი, რას ელოდები", უამრავი მომხმარებელი ციფრულად შეიკრიბა და ბევრი კითხვაც დაისვა იმის გასაგებად, თუ როგორ აქციეს ზუმერმა და ლივინგსტონმა სარეკლამო კამპანიები მოვლენებად, რომელსაც საყვარელი სერიალის ახალი ეპიზოდებივით ველოდებით.
მსხვილი კომპანიებისა და ცნობილი სააგენტოების არაერთი საინტერესო კოლაბორაცია გვინახავს, თუმცა ქართულ რეალობაში ლივინგსტონისა და ზუმერის ხანგრძლივი მეგობრობა მაინც იშვიათად ხმამაღალი და თვალშისაცემია.
Clubhouse-ის ვირტუალურ ოთახშიც, ორივე მხარე აღიარებს, რომ პირველივე ეტაპზე, ზუმერი მზად იყო განსაკუთრებით თამამი ნაბიჯებისათვის, ლივინგსტონს კი გაუჩნდა ახალი სივრცე, მათ შორის, თავზეხელაღებული კრეატიული ექსპერიმენტებისათვის.
ამ სტატიაში მოგიყვებით ხუთ რამეზე, რაც ზუმერის და ლივინგსტონის მეგობრობის შესახებ Clubhouse-ს ოთახიდან გავიგეთ.
1. ბრენდინგი და იმიჯი — ზუმერისა და ლივინგსტონის პირველი გადაკვეთა
ფოტო: ზუმერი
ეთო მერებაშვილი, ზუმერის მარკეტინგის დირექტორი ყვება, რომ სამი წლის წინ, გაყიდვების კუთხით ბაზარზე კარგი მდგომარეობა ჰქონდათ, მაგრამ იმიჯზე ბევრი სამუშაო იყო. მისი თქმით, ზუმერი იყო ბრენდი, სადაც ადამიანები მიდიოდნენ, ტექნიკას ყიდულობდნენ, მაგრამ ამ პროცესს აკლდა "coolness". მომხმარებლებს არ ჰქონდათ მკაფიო ემოციური ბმა ზუმერის ბრენდთან. "ძირითადი ამოცანა იყო ბრენდის ახლებური პოზიციონირება და ნდობის გაზრდა. გვინდოდა, მომხმარებელს ბრენდისთვის სხვა თვალით შეეხედა", — ამბობს ეთო.
ზუმერის გამორჩეული მახასიათებლები — დაბალი ფასები, და გულწრფელობა, გახდა მთავარი ხელჩასაჭიდი ლივინგსტონისთვის, რომ ზუმერთან ერთად "ფრთები გაეშალა".
ლევან ლეფსვერიძე, ლივინგსტონის დამფუძნებელი ამბობს, რომ მანამდე ზუმერი აღქმული იყო მხოლოდ ტექნიკის მაღაზიად, თუმცა ბრენდის შიდა მოწყობა ქმნიდა შესაძლებლობას, მომხმარებლებისადმი უშუალო დამოკიდებულება მარკეტინგულ კომუნიკაციაშიც ხელშესახებად თარგმნილიყო. "ისინი გულწრფელად ამბობდნენ, რომ ყველაზე დაბალი ფასები ჰქონდათ და მართლაც არაფერს იგონებდნენ, ამიტომ დრო იყო, თავი გამოგვეჩინა და საკომუნიკაციო სტრატეგია შეგვემუშავებინა", — ყვება ის.
2. როგორ დაიბადა სლოგანი "ზუმერული ფასები"
წინ იყო მორიგი გამოწვევა, პროდუქტების ხელმისაწვდომ ფასებზე ისე უნდა გამახვილებულიყო ყურადღება, რომ მომხმარებელს დაბალი ფასი დაბალ ხარისხთან არ დაეკავშირებინა.
"არ გვინდოდა ხელმისაწვდომი ფასების ხსენებაც — ეს ძალიან გაცვეთილი იყო. ამ დროს მოფრინდა თავში ტერმინი "ზუმერული ფასები", — ჰყვება ლევანი. გადაწყდა, რომ როგორც "ქსეროქსმა" ან "პამპერსმა" შეითავსა თავად ნივთის სახელი, ისე ქცეულიყო “ზუმერული ფასები” კარგი ფასის სინონიმად.
"ზუმერული ფასების" აკვიატებაში მთავარი როლი იმ მუსიკამ ითამაშა, რომელიც აი, ზუსტად ახლა წაიღიღინეთ. ლევანის თქმით, სარეკლამო კომუნიკაციას მუსიკა ყოველთვის აკლდა, არადა ხალხს სწორედ მუსიკალური ფრაზები ამახსოვრდება. ასე იქცა "ზუმერული ფასები" ფრთიან მუსიკალურ ფრაზად.
3. რატომ გამოჩნდა იაპონური სტილი ზუმერის რეკლამებში
ლივინგსტონისა და ზუმერის თანამშრომლობა ერთჯერადი არ გამოდგა. ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავდნენ კამპანიებს და მას შემდეგ, რაც იმიჯის ფორმირება შეძლეს, ახალი გამოწვევაც წამოეწიათ — მათ ახალი თაობისთვის გასაგები მარკეტინგული სტრატეგია უნდა შეექმნათ. ასე გამოჩნდა იაპონური ვიზუალური ესთეტიკა ზუმერის რეკლამებში. ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში რეკლამას რეკლამაშივე ცნობილი ტელეწყვილი შტეკერა და დათოც განიხილავენ.
უცნაური და სახალისო რგოლების პარალელურად, სტრატეგიული მიმართულება ასეთი იყო: "ზუმერი ინტერნეტსამყაროს შემომტანი ბრენდია". გადაწყდა, კამპანიებში ახალგაზრდული სული ჩაედოთ. "შესაძლოა ახლა ფინანსურად შეძლებულები არ არიან, მაგრამ მომავალში მათგან დიდ ლოიალობას მივიღებთო", — სწორადაც იფიქრეს და იმის კეთება დაიწყეს, რაც ახალგაზრდებს ასე უყვართ: იუმორი, განსხვავებულობა და ერთი მთავარი ხაზი — ყოველი ახალი რეკლამა ახალი სასიხარულო ამბავია, რომელსაც ისეთივე მოლოდინი სდევს თან, როგორც საყვარელი სერიალის ახალი სერიის გამოსვლას.
4. რას ელოდები?
ადამიანების უმრავლესობა რაღაც მომენტს ელოდება: ორშაბათს — ვარჯიშის დასაწყებად, ახალ წელს — ცხოვრების გადასაფასებლად. ზუმერმა და ლივინგსტონმა კი იციან, რომ ამასობაში დრო გადის. ამიტომაც მოჰყვა "ზუმერულ ფასებს" სლოგანი "რას ელოდები" — ფრაზა, რომელიც ზუმერის ბრენდის ფილოსოფიას მკაფიოდ გადმოსცემს.
უკეთესი მომავალი თავისით არ დგება; არა! გადადებულ საქმეებს - ასეთია ზუმერის მიდგომა. თანამედროვე ტექნიკა და სიახლეებისთვის ფეხის აწყობა ნებისმიერს აძლევს შესაძლებლობას, იყოს უფრო სწრაფი, მოქნილი და თავისი დრო ეფექტურად გამოიყენოს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ლოდინი არ ვარგა. თუ შენს თავში რამე გადაწყვეტილება მოიხარშა, მიდი, გააკეთე. მეორე მხრივ კი არსებობს ტექნიკა რომ ტრენდებს აჰყვე — მაგალითად, იყიდო სმარტფონის ახალი მოდელი და არ დაელოდო, როდის გაფუჭდება ის თავისით", — გვიხსნის ლევანი სლოგანს, რომელზეც შემდეგ ბევრი რამ დაშენდა.
5. ზუმერის გამბედაობის ეფექტი
ბრენდების უმეტესობა მარკეტინგულ კომუნიკაციაში შედარებით უსაფრთხო არჩევანისაკენ იხრება ხოლმე. ამ თანამშრომლობის ფარგლებში კი, ზუმერმა განსხვავებული გზა აირჩია და ლივინგსტონთან ერთად ქართულ სარეკლამო ბაზარზეც უნიკალური სტილი დაამკვიდრა. ბრენდის უჩვეულო გამბედაობა ჯერ უამრავ ნახვასა და გამოხმაურებაში ითარგმნა, საბოლოოდ კი, ფინანსურ მაჩვენებლებშიც აისახა.
ქლაბჰაუსში ზუმერს და ლივინგსტონს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა წარმატებული საკომუნიკაციო კამპანიები წარმატებულ გაყიდვებს. ეთო მერებაშვილის თქმით, კამპანიებმა ბრენდის მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულებაზე დადებითი ეფექტი იქონია, ეს დამოკიდებულებები და კარგი განწყობა კი მოთხოვნაზე აისახა. შედეგად, ფილიალების რიცხვიც გაიზარდა. 2018-2019 წლებში, საცალო გაყიდვების მაჩვენებელი წლიდან წლამდე 50%-ით იზრდებოდა, მიუხედავად პანდემიის გავლენისა, 2020 წელიც დადებითი მაჩვენებლით დაიხურა.
"ზუმერი“ არის ისეთი, როგორსაც მომხმარებელი ხედავს. კამპანიებმა გაპრანჭა და გაალამაზა, თუმცა თავისი შინაარსით კომპანია არის ნამდვილი და რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ. ყოველდღიურად ვახორციელებთ იმის მონიტორინგს, რომ "ზუმერული ფასები" მოლოდინს ამართლებდეს. როცა ვამბობთ, რომ საუკეთესო შეთავაზება ზუმერშია, ასეც არის, მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქტს ჩვენთან ყოველთვის საუკეთესო ფასად ნახავს", — ამბობს ეთო.
ფაქტია, რომ ზუმერის და ლივინგსტონის მეგობრობამ, თანმიმდევრულად გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელშიც სიახლეები, რისკი და თანაც უამრავი შემოქმედებითი ადამიანის გონი მონაწილეობდა ყველასთვის დასამახსოვრებელი შედეგი გამოიღო.
სანამ ზუმერი და ლივინგსტონი კიდევ ერთ საინტერესო რეკლამას შექმნის, სტატიის ბოლოს ჩვენ იმ ვიდეორგოლს გაჩვენებთ, რომელმაც ამ ორი თვის წინ ყველა აამღერა და იმ ადამიანებსაც კი მოაწონა თავი, რომლებმაც მანამდე ზუმერის რეკლამებს ვერაფერი გაუგო.
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
კომენტარები