SJC-ის იურისტი: პოლიციელები საბა სორდიას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს
6 აპრილს, პოლიციამ ინდიგოს ჟურნალისტი, საბა სორდია "გადამოწმების მიზნით", "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის" ბრალდებით დააკავა.
ჟურნალისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა პუბლიკასთან საუბრისას განაცხადა, რომ საბა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრებს უნდა შეხვედროდა, რა დროსაც ორმა პოლიციელმა გააჩერა.
იურისტის თქმით, მათ ჟურნალისტს პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვეს, რასაც ის დაემორჩილა. ასევე დაემორჩილა ჩანთის გახსნის მოთხოვნასაც, ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნაზე კი თქვა, რომ ამას თვითონვე გააკეთებდა.
"როგორც საბა ამბობს, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა და უნდა შეხვედროდა მეგობრებს, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და უთხრეს, რომ გადამოწმების მიზნით ითხოვდნენ მის პირადობის მოწმობას. საბას მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. პირადობა მიაწოდა, ამის შემდეგ სთხოვეს, რომ ასევე გაეხსნა ჩანთა, რაზეც დაემორჩილა და ჩანთა გაუხსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა მოინდომეს, რომ თავად გაეხსნათ ჩანთის ერთ-ერთი ჯიბე, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა მოკიდეს მას ხელი, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს მარჯანიშვილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დაკავების მომენტში მისთვის არ უთქვამთ, რომ აკავებდნენ და გადაჰყავდათ განყოფილებაში. უკვე განყოფილებაში ყოფნის დროს უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში ყოფნისას მის მიმართ იყო გამოყენებული ჰომოფობიური სიტყვები, გამომდინარე იქიდან, რომ მას ეკეთა საყურე. ასევე მას ჩამოართვეს GoPro, რომელიც არის ახლა პოლიციაში, საბამ სთხოვა, რომ არ დაკარგულიყო კამერა, რაზეც უთხრეს, რომ თუ კიდევ გაიმეორებდა დაუმტვრევდნენ კამერას. რაც არის პოლიციელის მხრიდან შეუსაბამო საქციელი.
ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მივმართოთ სახალხო დამცველსაც ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ჰომოფობიურ მიმართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მისი გამოშვების საკითხს, თუ 48 საათით გაუგრძელებენ, სასამართლოში გადაიყვანენ, ან ხელწერილით გამოუშვებენ ხვალვე. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით" — განაცხადა მარიამ ყველაშვილმა.
ინდიგოს დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საბა სორდიას ახლობლებს დაკავების შესახებ არ შეატყობინეს, მას შემდეგ, რაც მეგობრებმა ჟურნალისტის დაგდებული სკუტერი იპოვეს, ამის შემდეგ ძიება დაიწყეს.
"არავინ არ გვეკონტაქტება, მის ახლობლებს არავინ ეკონტაქტება. შემთხვევით გავიგეთ მისი დაკავების შესახებ. მეგობრები ელოდებოდნენ და ნახეს დაგდებული სკუტერი. ასე მივხვდით, რომ ადამიანი გაქრა და დააკავეს. ამის შემდეგ დავიწყეთ ძებნა და პრესსამსახურის დახმარებით გავარკვიე, რომ იზოლატორში იყო. სხვა შემთხვევაში, ალბათ დიდ ხანს უცნობი დარჩებოდა სად გაქრა ადამიანი." — განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
ძველიშვილმა ასევე დასძინა, რომ ჟურნალისტს წარსულშიც წაართვეს კამერა აქციების გაშუქების დროს და ის დღემდე ინდიგოსთვის არ დაუბრუნებიათ.
"მას თან ჰქონდა GoPro ინდიგოს კუთვნილი კამერა, რომელიც ახლა დალუქული არის. ერთხელ მას უკვე ჩამოართვეს კამერა, სპეცრაზმმა აქციების გაშუქების დროს წაართვა. არავის არ დაუბრუნებია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი თვე გავიდა მას შემდეგ და ახლა არის უკვე მეორე შემთხვევა, რომ მისი კამერა ჩამორთმეულია." — განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
კომენტარები