August-ის ჭკვიანი საკეტი — გააღეთ და დაკეტეთ კარები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
კარის ჭკვიანი საკეტი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც უსაფრთხოებასთან ერთად, ბევრ კომფორტს გვთავაზობს.
თუმცა, მსგავსი ტექნოლოგიები მაინც ახალია და მას ბევრი ჯერ არ ენდობა. ჭკვიანი საკეტი შეიძლება პროგრამულად მწყობრიდან გამოვიდეს, ან უარესი, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდეს. ყველაფერი ეს შესაძლებელია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საქმე August Wi-Fi Smart Lock-თან გვაქვს.
ეს ახალი ჭკვიანი საკეტი პროგრამულად ძალიან გამართულია და დაცულობის გარანტიასაც იძლევა. მისი გატეხვა ბევრად რთულია, ვიდრე სხვა საკეტების.
მისი დამონტაჟება უმარტივესია და ამისთვის 10 წუთიც საკმარისია. ის კარების კლასიკური საკეტის მექანიზმის შეცვლას არ ითხოვს, ამიტომ, საჭიროებისამებრ ფიზიკური გასაღების გამოყენება კვლავ შეგეძლებათ.
და რაც მთავარია, ყველაზე საინტერესო — საკეტი თქვენს მობილურს Bluetooth-ით და Wi-Fi-ით უკავშირდება. შესაბამისად, სპეციალური აპლიკაციის გამოყენებით, მობილურით კარების დისტანციურად გაღება და დაკეტვა შეგეძლებათ.
შეგიძლიათ ადამიანს ერთჯერადი კოდიც მისცეთ, რისი გამოყენებითაც ის სახლში თქვენი შეწუხების გარეშე მოხვდება. Bluetooth-ის გამოყენებით კარებს რამდენიმე მეტრიდან აკონტროლებთ, ხოლო Wi-Fi-ით ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტი მოგეწოდებათ.
მეტიც, Wi-Fi-ის გამოყენებით, თქვენ ნებისმიერი ადგილიდან, არა მარტო კარების გაღება და დაკეტვა შეგიძლიათ, არამედ, სურვილისამებრ საკეტს Alexa-ს, Siri-ს და Google Assistant-ს დაუკავშირებთ.
August-ის ინოვაციური ჭკვიანი კარები ღია ვერ დაგრჩებათ. ასეთ შემთხვევაში სპეციალური შეტყობინება მოგდით, რაც გაფრთხილებთ, რომ კარები ღიაა.
აღსანიშნავია, რომ August Wi-Fi Smart Lock სხვა ჭკვიან საკეტებთან შედარებით, ზომით ბევრად უფრო კომპაქტურია და ვიზუალურადაც გამოირჩევა.
და კიდევ ერთი, ჭკვიანი საკეტი ინახავს ინფორმაციას ყველაზე, ვინც სახლში შემოდის და გადის. შემქმნელები ხუმრობენ კიდევაც, რომ თქვენი თინეიჯერი შვილი, ვერასდროს მოგატყუებთ, თუ როდის მოდის და მიდის სახლიდან.
ერთი სიტყვით, დაივიწყეთ უხერხული გასაღებები, რომელიც არასდროს უნდა დავკარგოთ და ყოველთვის თან უნდა გვქონდეს. ეს ინოვაციური საკეტი საიმედოა და მისი გაღება შეგიძლიათ, როგორც დისტანციურად, ისე სპეციალური კოდით. ის ასევე მეგობრულია და ცდილობს ჩვენი სახლში დაბრუნების პროცესი სახალისო გახადოს. მას შეუძლია სპეციალურ მოწყობილობებსაც დაუკავშირდეს და სახლში თქვენი შესვლის მომენტში, საყვარელი მუსიკაც კი ჩაგირთოთ.
რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.
თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები