პარლამენტში არშესულ დეპუტატებს დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებზე აფრთხილებენ
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიურიოსგან მეილზე შეტყობინება მიიღო, სადაც აფრთხილებენ, რომ თუ არ შეავსებს, 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.
დეკანოიძე On.ge-სთან ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია შეავსოს დეკლარაცია მაშინ, როცა პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და საკუთარი მანდატის გაუქმებასაც მოითხოვს.
"ვინაიდან დაწერილი მაქვს განცხადება, არ ვავსებ არც დეკლარაციას. თორემ დასამალი არაფერი არა მაქვს საერთოდ, არც ქონებრივ დეკლარაციაში. ჩემი ქონებრივი დეკლარაცია შესწავლილი აქვს ყველას, მათ შორის, უკრაინაში, ძალიან დაწვრილებით. მაგრამ მე არ მინდა ამ პარლამენტის წევრობა, არ ვანიჭებ ლეგიტიმაციას მას. ამიტომ ახლა, სახელმწიფო იყენებს სისხლის სამართალს და კანონს, რომ მე დამსაჯოს იმის გამო, რაც არ მინდა. ასეთი რაღაც უბრალოდ არსად გამიგია", — ამბობს ის.
დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მათ ნამდვილად დაეკისროთ 1 000-ლარიანი ჯარიმები და შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაც განხორციელდეს. როგორც ის აცხადებს, სანქციებს აუცილებლად გაასაჩივრებს.
"აბა, ეს სად წერია საერთოდ? წარმოუდგენელი რაღაც არის, რომ მე ვამბობ, არა, არ მსურს პარლამენტის წევრობა, უფლებამოსილება შემიწყვიტეთ, იმიტომ, რომ გაყალბდა არჩევნები და სახელმწიფო მეუბნება, შენ თუ არ გაივლი ყველა პროცედურას, რომელიც აუცილებელია, რომ პარლამენტის წევრმა გაიაროს, მაშინ დაგსჯი", — თქვა მან.
პარტია ლელოს წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილიც გვეუბნება, რომ შეტყობინება მიიღო. მისი განცხადებით, აპირებს, რომ დეკლარაცია შეავსოს, რადგან იგი ბოიკოტს უცხადებს, არა კანონს, არამედ არჩევნების გაყალბებულ შედეგებს.
"ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც შევსლას ნიშნავს, არც გამოსვლას. მე მაქვს კანონიერი ვალდებულება და ვაპირებ რომ შევასრულო. ეს არ წარმოადგენს რაიმე სკანდალურ ამბავს, რომ ვინმე ამით პარლამენტის ლეგიტიმაციას სცნობს. სამართლებრივი ლოგიკითაც რომ მივყვეთ, თუ არ მივიჩნევთ, რომ დეპუტატები ვართ, განცხადებები რატომ დავწერეთ? ვართ დეპუტატები და იმიტომ დავწერეთ, რომ აღარ ვიყოთ", — აცხადებს იცი.
მისი თქმით, სანამ ხელისუფლების მიერ "კონსტიტუციის დარღვევით, პოლიტიკური მანიპულაციისთვის თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებით" არ ხდება მანდატების შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი კანონს გამოუცხადებს დაუმორჩილებლობას.
"შესაბამისად, ამაში ვერ ვხედავ პოლიტიკურად ანგაჟირებად თემას. ამ კანონის მიზანია, გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა. არ ვაპირებ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელსაც ზოგი კეთილსინდისიერად აწარმოებს, ზოგი არა, ჩემი მოქმედებით შევუქმნა ასეთი პრეცენდენტი. არ მომწონს ბევრი სხვა რაღაც, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონთან ამბოხი არ მიმაჩნია სწორად", — თქვა მან.
ამასთან, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ფეუსბუქზე დაწერა, რომ შეტყობინება მასაც მიუვიდა.
"რამე კიდევ დამავალეთ, ნუ გერიდებათ", — მიმართავს იგი ქართულ ოცნებას.
ჯაფარიძე On.ge-სთან ამბობს, რომ იგი არ აპირებს დეკლარაციის ჩაბარებას და დაელოდება ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში მოვლენები როგორ წარიმართება.
"ზოგადად, ჩვეულებრივ გიჟურ სიტუაციაში ვართ აღმოჩენილნი. აღმოჩნდა, რომ მდინარაძე და კობახიძე წყვეტენ მე ვიქნები თუ არა პარლამენტში და თუ არ ვიქნები, რაღაც სადამსჯელო ზომებს მიმართავს სახელმწიფო ჩემს წინააღმდეგ. ერთი, რომ რაღაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით მემუქრებიან, ასევე, როგორც ფორმალურად პარლამენტის წევრს არ მაქვს უფლება, რომ ბიზნესი ვმართო, ვივაჭრო და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ვიღაცების აზრით, მათი გადასაწყვეტი ყოფილა მე ვიქნები თუ არა პარლამენტში", — გვეუბნება იგი.
რაც შეეხება ევროპული საქართველოს ყოფილ წევრს, ელენე ხოშტარიას, მან გვითხრა, რომ აღნიშნული შეტყობინება არ მიუღია, თუმცა მიღების შემთხვევაში, როგორც ახალი დეპუტატი, იგი დეკლარაციას არ შეავსებს.
"როგორც ძველ დეპუტატს, მგონი, 2 წელი ვალდებულება მაქვს [შევსების] და ამას გავარკვევ", — განაცხადა ხოშტარიამ.
საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, დემნა ლობჟანიძის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ 11 დეკემბერს პარლამენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის შემადგენლობის უფლებამოსილება სცნო, ოპოზიციონერ დეპუტატებს იმ დღიდან დეკლარაციის შევსების ვალდებულება წარმოეშვათ.
"კი, მათ მოითხოვეს პარლამენტის დატოვება, მაგრამ დღეს ხომ ისინი თანამდებობის პირები არიან? რადგან 11 დეკემბერს წარმოეშვათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება, დეკლარაცია მაინც უნდა შეავსონ", — ამბობს ის On.ge-სთან.
მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაწერილი განცხადება არ ნიშნავს, რომ ისინი "თანამდებობის პირები აღარ არიან".
"რომც შეეწყვიტათ 2 თებერვლას [მანდატები], მათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება რჩებოდათ. კანონი გვეუბნება, დაინიშნა ადამიანი თანამდებობაზე? 2 თვის ვადაში უნდა შეავსოს დეკლარაცია", — აცხადებს ლობჟანიძე.
ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც საკუთარ მანდატებზე უარი განაცხადეს, დეკლარაციის შევსების ვადა 11 თებერვალს ეწურებათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მას არ შეავსებენ, სანქციები დაეკისრებათ. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ 2 თებერვალს ოპოზიციის მანდატების შეწყვეტისგან თავი შეიკავა.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა

კომენტარები