ნავალნისა და მისი მომხრეების ბინებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა
მოსკოვში პოლიციამ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერების, თუ მომხრეების ბინებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ჩხრეკა ერთდროულად ათზე მეტ ბინაში იყო.
როგორც ნავალნის მომხრეები აცხადებენ, ჩხრეკა 23 იანვრის აქციის გამო მიმდინარეობს და მათ კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში სდებენ ბრალს.
BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ პოლიცია ერთდროულად ნავალნის ორ ბინაში მივიდა, სადაც მისი ძმა და ცოლი ცხოვრობენ.
იულია ნავალნი აცხადებდა, რომ პოლიციას ადვოკატის გარეშე პოლიციას არ შეუშვებდა. საბოლოოდ, პოლიციელი ბინაში შევიდა, ხოლო ადვოკატი გარედ დარჩა. ორსაათ-ნახევრის შემდეგ ადვოკატი ბინაში დაუშვეს, როცა ჩხრეკა უკვე დასრულებული იყო.
გარდა ამისა, მეორე ბინიდან ფორმაში გამოწყობილმა პირებმაწაიყვანეს ოლეგ ნავალნი. როგორც მედიაზონა წერს, როცა ის გამოჰყავდათ, პოლიციამ სადარბაზოში მყოფი ჟურნალისტები ერთი სართულით ზევით აუშვა.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტმა, ლუბოვ სობოლმა განაცხადა, რომ პოლიცია Navalni Live-ზეც მივიდა, ხოლო მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩხრეკა თვითონ ფონდშიც ჩატარდა.
ნავალნის ორი თანამოაზრე — პრესსპიკერი კირა იარმიში და ფონდის ერთ-ერთი გამომძიებელი გეორგი ალბუროვი — ჩხრეკისთვის დაკავების იზოლატორიდან სახლში წაიყვანეს. ორივე მათგანი ჯერ კიდევ აქციების დაწყებამდე არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. კანონით სახლის პატრონის გარეშე ჩხრეკის ჩატარება არ შეიძლება.
ერთ-ერთმა მედიასაშუალება ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ პოლიციამ ალბუროვის სახლის კარი შეამტვრია.
ჩხრეკა იყო ნავალნის შტაბის მოსკოვის ოფისის ხელმღვანელის სახლში. ამასთან, კაფეში დააკავეს და სახლში წაიყვანე ექიმების ალიანსის ხელმძღვანელი, ანასტასია ვასილიევა. ჩხრეკისას ის ფორტეპიანოზე უკრავდა.
გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მას პირობითი მსჯავრის დარღვევას ედავებიან. რუს ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ნავალნის დაკავების გამო რუსეთის რამდენიმე ქალაქში 23 იანვარს საპროტესტო აქციები გაიმართა. ყველაზე მასშტაბური იყო მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. არასანქცირებულ აქციაზე გასული დემონსტრანტები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ხელკეტებს იყენებდა. სამი ათასამდე პირი კი დააკავეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები