PACE-ში რუსეთისთვის უფლებამოსილების არცნობის საკითხი დააყენეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) რუსეთისთვის უფლებამოსილების არცნობის საკითხი დააყენეს. აღნიშნული ინიციატივით ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარია მეზენცევი გამოვიდა.
მეზენცევას თქმით, რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფლებამოსილების გასაჩივრებას მხარი 38 დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 61, ხოლო 51-მა თავი შეიკავა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამაც.
ორგანიზაციის რეგლამენტის თანახმად, სესიის პირველ დღეს დელეგაციების უფლებამოსილებები ავტომატურად მტკიცდება, თუ რომელიც წევრის მხრიდან წინააღმდეგობა არაა. უფლებამოსილების გასაჩირებისთვის საკითხს მხარი სულ მცირე ხუთი დელეგაციის 30-მა წარმომადგენელმა უნდა დაუჭიროს მხარი.
იმის გამო, რომ ასამბლეის წევრების უმრავლესობამ ინიციატივის წინააღმდეგი იყო, რუსეთის საკითხი ორ დღეში დებატების შემდეგ გადაწყდება. ამ ხნის განმავლობაში მას უფლება აქვს ყველა განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, გარდა იმ საკითხებისა, რომელიც უშუალოდ მას ეხება.
PACE-ს სესიის სხდომა 25-28 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით ორ დოკუმენტს განიხილავენ. პირველი არის ანგარიში სადამკვირვებლო მისიის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ხოლო მეორე არის მონიტორნგის ანგარიში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
2019 წლის ზაფხულში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ასამბლეაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ასამბლეის სხდომაზე მიღებულმა რეზოლუციამ ცვლილებები შეიტანა PACE-ს რეგლამენტშიც, რომელიც კრძალავს ევროსაბჭოს დელეგაციებისთვის ხმის და ასამბლეაში გამოსვლის უფლების ჩამორთმევას.
ყირიმის ანექსიის გამო PACE-მ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ერთი წლის შემდეგ ორგანიზაციამ სანქციები გაახანგრძლივა, რის გამოც რუსეთმა ასამბლეის სესიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო შენატანის გაკეთება შეწყვიტა.
ხმის უფლების ჩამორთმევის გარდა რუსებს არ შეეძლოთ PACE-ში მომხსენებლობა, სხვა ქვეყნებში არჩევნებზე დამკვირვებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ასამბლეას წარდგენა. ამასთანავე, მათ PACE-ში წამყვანი პოზიციების დაკავება ეკრძალებოდათთ.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
კომენტარები