ედუარდ მარიკაშვილი

1 May. 2024, 16:45

თუ დაგაკავეს აუცილებლად გაითვალისწინეთ:

  1. დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომობილში, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ან განყოფილებიდან იზოლატორში ავტომობილით გადაყვანისას იმოქმედეთ იმ დაშვებით, რომ პოლიციის მხრიდან ხორციელდება თქვენი საუბრის ჩაწერა. ამიტომ, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი პოლიციასთან კომუნიკაციისგან. საერთოდ თუ არ შეხვალთ კომუნიკაციაში, უკეთესი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავსი ჩანაწერები პოლიციას გამოუყენებია დაკავებულთა პროცესის დროს დაკავებულის წინააღმდეგ. შეგიძლიათ, არ უთხრათ არც ვინაობა. თქვენ გაქვთ ამის უფლება და პოლიცია ვალდებულია, თვითონ დაადგინოს თქვენი ვინაობა.
  2. არ მოაწეროთ ხელი არცერთ დოკუმენტს. თქვენ გაქვთ ამის უფლება. უარი განაცხადეთ ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე — გარდა დოკუმენტისა, სადაც აღწერილი იქნება თქვენთვის ჩამორთმეული ნივთები. ამასთან დაკავშირებით პოლიცია ადგენს ნივთებით სარგებლობის შეზღუდვის ოქმს და ის არ არის დაკავების ოქმის ნაწილი.
  3. მოითხოვეთ ჩამორთმეული ნივთების დალუქვა თქვენს თვალწინ.
  4. პოლიციის განყოფილებაში ან მის ეზოში შესვლისთანავე, იზოლატორში გადაყვანამდე მოითხოვეთ სამედიცინო შემოწმება. თქვენ გაქვთ უფლება დაკავებისთანავე მოითხოვოთ ეს და პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თქვენი შემოწმება. თუ არ აკეთებს ამას, კანონს არღვევს, თუ აკეთებს შემოწმებას, იძახებს სასწრაფო დახმარებას და აუცილებლად, სასწრაფო დახმარების მიერ ჯანმრთელობის შემოწმების შესახებ შედგენილ დოკუმენტში დააფიქსირეთ ყველა დაზიანება, ჯანმრთელობის პრობლემა რაც დაკავებისას ან მას შემდეგ შემოწმებამდე მოგადგათ. ასევე, დააფიქსირეთ დაზიანებების წარმომავლობის მიზეზი.
  5. თქვენ გაქვთ უფლება ადვოკატის ყოლისა და თქვენი დაკავების შესახებ ახლო ნათესავისთვის ან სხვა პირისთვის შეტყობინების უფლება.
  6. იზოლატორში შესახლებისას სავალდებულოა თქვენი ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება. შემოწმებისას დეტალურად დააფიქსირეთ დაზიანებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე დააფიქსირეთ მათი წარმომავლობის გარემოებები და მიზეზი — პოლიციის მხრიდან ცემა, დაკავებისას დაზიანების მიღება და ა.შ. ამასთან, აუცილებლად ჯანმრთელობის შემოწმების შესახებ დოკუმენტში დააფიქსირეთ პრეტენზია პოლიციის ქცევის მიმართ, როგორც უკანონო დაკავების შესახებ, ასევე თქვენს მიმართ პოლიციის მხრიდან ცემის, არასათანადო, არაადამიანური, წამების ტოლფასი მოპყრობის შესახებ. აუცილებლად, დააფიქსირეთ წერილობით, რომ იზოლატორმა თქვენი პრეტენზია გადააგზავნოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ყურადღებით გაეცანით ამ დოკუმენტს, უზუსტობის შემთხვევაში მოითხოვეთ შესწორების შეტანა და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი იზოლატორში შედგენილ დოკუმენტს.

გავიმარჯვებთ!
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!
საქართველო არ იქნება რუსეთი!
დაკავების შემთხვევაში ადვოკატის დახმარებისთვის დარეკეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე: 577070563


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში რამდენიმე კვების ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო…