NDI: გამოკითხულთა 41% თანახმაა, კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთოს, 41% — წინააღმდეგია
![](http://chandler.on.ge/2021/01/25/1602364708.jpg)
NDI-ს კვლევის თანხმად, გამოკითხულთა 41% თანახმაა, კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთოს, 41% — წინააღმდეგია. 17% ამბობს, რომ არ იცის.
![](http://phoebe.on.ge/2021/01/25/3.jpg)
ფოტო: NDI
ამასთან, გამოკითხულთა 80% ამბობს, რომ ინფორმირებულია იმის შესახებ, როგორ მიიღოს დახმარება კორონავირუსთან დაკავშირებით, 13%-ს კი ეს ინფორმაცია არ აქვს.
![](http://rachel.on.ge/2021/01/25/1_600e8838eae6f.jpg)
ფოტო: NDI
კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ა. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
კომენტარები