საქართველოსა და უკრაინის NATO-ს წევრობა რუსეთის გადასაწყვეტი არ არის — სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს უკრაინისა და საქართველოს სუვერენული სახელმწიფოები გახდებიან თუ არა როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები. ინტერფაქს უკრაინის თანახმად, მან მაგალითად საკუთარი ქვეყანა მოიყვანა.
"არც მაშინ მოსწონდა საბჭოთა კავშირს, რომ ჩვენ ნატოს წევრობა გვსურდა. სტალინმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ნორვეგიის NATO-ში წევრობას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ საბედნიეროდ, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონსა და ყველგან NATO-ს ლიდერები ამას შეეწინააღმდეგნენ", — აღნიშნა სტოლტენბერგმა პარიზის სამეცნიერო სკოლის საგარეო ურთიერთობათა კონფერენციის მონაწილეებთან ვიდეო საუბრისას.
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის სუვერენული სახელმწიფოს მიერ საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა "თითქმის პროვოკაციაა".
"ეს იმის მიღებაა, რომ დიდ ქვეყნებს თავიანთ მეზობლებზე გარკვეული გავლენა ჰქონდეთ, რომ გავლენის სფეროები ისევ განაწილებული იყოს. მე არ მსურს ასეთ მსოფლიოში ცხოვრება, რადგან მე პატარა ქვეყნიდან ვარ, რომელიც დიდ ქვეყანას ემეზობლება. თუ შევთანხმდებით, რომ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ პატარა მეზობლებს, მაშინ ძველ დროში დავბრუნდებით. ჩვენ არ გვინდა ასეთი სამყარო. ჩვენ გვინდა სამყარო, რომელიც წესებზეა აგებული, სხვა ერების პატივისცემაზე, მათი შეიარაღებული ძალების სიმძლავრისა თუ ეკონომიკის მიუხედავად. ეს ფუნდამენტურია და თუ ჩვენ დავიწყებთ ამაზე კომპრომისის ძიებას, ძალიან საშიშ გზაზე აღმოვჩნდებით იქ, სადაც ყოფნა არ გვსურს", — განაცხადა მან.
სტოლტენბერგმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს NATO-ში წევრობის სურვილს "რუსეთი ვერ შეაჩერებს".
"გახდება თუ არა საქართველო NATO-ს წევრი, ეს მხოლოდ საქართველოსა და მოკავშირეების გადასაწყვეტია, რადგან ყველაფერი დანარჩენი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვა იქნება. რაც გააკეთა რუსეთის ფედერაციამ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ხელყოფით, მიუღებელია. იგივე ეხება, რა თქმა უნდა, უკრაინასაც: ყირიმის უკანონო ანექსია, დონბასის დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა წყალობითაც ჩვენ მშვიდობიან და სტაბილურ სამყაროს ვქმნით", — განაცხადა მან.
ამავე დროს, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს როლი ამ ქვეყნების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარება და სხვადასხვა დახმარების აღმოჩენაა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები