თუ თავს ცოტა უმოტივაციოდ გრძნობთ, შესაძლოა, რომ მხოლოდ 2-წუთიანმა ვარჯიშმაც კი თქვენი გონების მუშაობა ააჩქაროს და ენერგიით აგავსოთ. ამის შესახებ შვედეთის უნივერსიტეტის მკვლევრების შეჯამებაში ვკითხულობთ, რომლებმაც 18-დან 35 წლამდე ადამიანებში ჩატარებული 2009-2919 წლების 13 კვლევის ანალიზი ჩაატარეს . ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, აერობიკის ისეთი ვარჯიშებით 2-წუთიანი დატვირთვაც კი, როგორიცაა სირბილი, ველოსიპედით სიარული და ა.შ., სწავლის უნარს აუმჯობესებს და მეხსიერების ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ შეჯამებაში აღნიშნულია, რომ ვარჯიში მაღალი ინტენსიურობით მინიმუმ 120 წამს უნდა გრძელდებოდეს. მკვლევრები დასძენენ:

"[ვარჯიში] აუმჯობესებს დასწავლისთვის აუცილებელ მეხსიერების ნაწილს, დაგეგმვისა და პრობლემების გადაჭრის უნარს, კონცეტრაციასა და ვერბალური კომუნიკაციის გამართულობას". მეცნიერების მიხედვით, ვარჯიშის დადებითი ეფექტი 2 საათზე დიდხანს გრძელდება.

ივარჯიშეთ მეცადინეობამდე

მეცნიერები ამბობენ, რომ ვარჯიშსა და დასწავლის უნარს შორის მტკიცე კავშირი არსებობს, რაც მიუთითებს, რომ, შესაძლოა კონსპექტების გახსნამდე თუ ონლაინ გაკვეთილების დაწყებამდე ფიზიკურ დატვირთვას სასარგებლო ეფექტი ჰქონდეს. მეცნიერები დასძენენ, რომ მეცადინეობისთვის ეფექტიანი სავარჯიშო სტრატეგიის შედგენას დამატებითი კვლევები სჭირდება.

კვლევის მიხედვით, დასწავლის პირველ ეტაპზე გონება მეხსიერებაში შენახვამდე ინფორმაციას ამუშავებს და ამ ფაზას "კოდირება" უწოდებენ. სწორედ ამ პროცესს ეხმარება ფიზიკური ვარჯიში.

წარსულში სხვა კვლევებმაც აჩვენეს, რომ რეგულარული ვარჯიში ფიქრის და კომუნიკაციის უნარებს აუმჯობესებდა. ამის მიზეზად მკვლევრები გულისცემის აჩქარებას ასახელებდნენ, რომელიც სისხლს ჟანგბადით ამდიდრებდა, რაც იმ ჰორმონების გამომუშავებას უწყობდა ხელს, რომლებიც ტვინის ახალი უჯრედების შექმნაში იყო აუცილებელი.

მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აბიტურიენტებსა და მაგისტრანტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალი სპიკერები და პროფესორები; სტუდენტზე მორგებული სწავლების განსხვავებული მეთოდი; ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ორიგინალური დიზაინის მქონე შენობა და, რაც მთავარია, დასაქმების რეალური შანსი ქვეყნის წამყვან კომპანიებში — ამ და სხვა შესაძლებლობებს ალტერბრიჯი გთავაზობთ.