Samsung Galaxy S21, S21+ და S21 Ultra-ის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია
ფოტო: სამსუნგი
14 იანვარს Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა თავისი ყველაზე პოპულარული სმარტფონების ხაზი. Galaxy S სერიას წელს 3 წარმომადგენელი ჰყავს: Galaxy S21, S21+ და S21 Ultra.
Samsung-ის ინჟინრებმა "თავდაუზოგავი შრომის შედეგად შექმნეს და წარმოგვიდგინეს სმარტფონები, რომლებიც ყოველდღიურ მომენტებს ეპიკურად აქცევენ". პრეზენტაცია ონლაინ რეჟიმში შედგა და, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, სამსუნგის ახალი გაჯეტების გაყიდვები დაანონსდა.
ფოტო: სამსუნგი
ტექნიკური მახასიათებლები
S21 სერია აგრძელებს Samsung-ის ტრადიციულ მახასიათებლებს უზადო ფოტო და ვიდეო გადაღებით, ელეგანტური დიზაინითა და ყოველთვის მოწინავე ეკრანით.
Galaxy S21 Ultra სერიაში ყველაზე დიდი სმარტფონია და წარმოდგენილია უზარმაზარი 6.8 ინჩიანი დინამიკური AMOLED 2X ეკრანით. სმარტფონს აქვს ჭკვიანი ეკრანი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ არჩევანი გააკეთოთ 120Hz-სა ან/და QHD+ რეზოლუციას შორის, ამაზე სმარტფონი თვითონ იზრუნებს და 10-დან 120Hz-მდე ავტომატურად დაარეგულირებს იმის მიხედვით, თუ რა პარამეტრები სჭირდება გადმოცემულ კონტენტს.
Galaxy S21 Ultra-ს ეკრანის ტექნოლოგიას 25 პროცენტით მეტი სიკაშკაშის გადმოცემა შეუძლია, ამავდროულად, კონტრასტის დონე 50 პროცენტითაა გაზრდილი, რაც დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში გამორჩეული შედეგია. ამიერიდან მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი სმარტფონის ეკრანის ნათების გადაფარვას.
S21 Ultra-ში წარმოდგენილია Samsung-ის ყველაზე პროფესიონალური და, შეიძლება ითქვას, ყველაზე ეპიკური კამერის სისტემა. სეთაფი შედგება 4 კამერისგან (განიერი, ულტრა განიერი და ორმაგი ტელეფოტო). სმარტფონში წარმოდგენილია 108MP-იანი Pro სენსორი, რომელიც გვაძლევს 12-ბიტიან HDR ფოტოებს 64-ჯერ უფრო მდიდარი ფერებითა და 3-ჯერ უფრო უკეთესი დინამიკური დიაპაზონით. S21 Ultra არის პირველი სმარტფონი, რომელსაც შეეძლება გადაიღოს 4K ვიდეო 60 FPS-ით ნებისმიერი ლინზიდან (იქნება ეს ტელეფოტო თუ ულტრაგანიერი). გარდა ამისა, დამატებულია 12-ბიტიანი RAW ფაილის ფუნქციაც, რაც უკვე პროფოტოს მოყვარულებს გაახარებს, რადგან მათ ფოტოფაილების უფრო მაღალი დეტალიზაციით დამუშავების საშუალებას მისცემს.
ეპიკურია სამსუნგის გადაწყვეტილება ზუმის ფუნქციის განხორციელებისას. ორმაგი ტელელინზის სისტემა, სხვადასხვა ფოკუსური მანძილით, საგრძნობლად ზრდის ფოტო ან ვიდეო გადაღების ხარისხს ობიექტის 100-ჯერ მოახლოების დროსაც. Galaxy S21 Ultra-ს Bright Night სენსორი Samsung-ის უდიდესი ტექნოლოგიური მიღწევაა ღამის ფოტოგრაფიაში. ახალი ღამის რეჟიმი საშუალებას მოგცემთ, პრაქტიკულად, ბნელ ოთახსა თუ ქუჩაში ღამის ლამაზი ლანდშაფტები გადაიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, დეტალიზაციითა და მინიმალური ფოტო ხმაურით.
Galaxy S21 და S21+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი დინამიკური AMOLED 2X და 120Hz-იანი ეკრანებით, რომელთაც HDR10+ მხარდაჭერა გააჩნია. სმარტფონში გამოყენებულ პანელს მაღალი დინამიკური დიაპაზონი აქვს, არის საოცრად ნათელი და განსაკუთრებულად მკვეთრ ფერებს გადმოსცემს. ორივე მოდელში გვხვდება 3 მთავარი კამერა: 64MP-იანი ტელეფოტო, 12 MP-იანი ფართოკუთხოვანი და ასევე 12 MP-იანი ულტრაგანიერი კამერა. გაუმჯობესებულია პორტრეტული რეჟიმი, AI-ის დახმარებით უკეთ კეთდება 3D ანალიზი და გადასაღები ობიექტის უკანა ფონისგან გამოყოფა, ზუსტად ისე, როგორც ამას DSLR-ფოტოკამერის ვინტაჟური ლინზები ახერხებენ. კამერაში დახვეწილია კოსმიური ზუმის (Space Zoom) ფუნქციაც, გადასაღები ობიექტის მოახლოება შესაძლებელი იქნება 30-ჯერ, რის შედეგადაც ვიღებთ უფრო მკვეთრ და დეტალურ გამოსახულებას.
S21 და S21+ მოდელები აღჭურვილია 8K ვიდეო გადაღების სისტემითა და განახლებული ვიდეო სტაბილიზაციით. Full HD რეზოლუციით გადაღებისას კი შეგიძლიათ გამოიყენოთ Super Steady რეჟიმი, რომელიც გვთავაზობს იდეალურ სტაბილიზაციას და უმკლავდება ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციას. აღსანიშნავია კადრი ერთი შეხებით (Single Take) ფუნქციაც, რაც ოთხივე ლინზით გადაღებისას რამდენიმე ვარიანტს გაძლევთ იქნება ეს ვიდეო, გიფი, ფოტო, თუ რაიმე სახის ეფექტი, შემდგომ კი, შეგიძლიათ, ამოირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.
Galaxy S21-ში 4000 mAh ხოლო S21+ მოდელში 4800 mAh-იანი აკუმულატორი გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ახალი პროცესორი ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, რაც სმარტფონის მოხმარების დროს ზრდის. საქართველოს რეგიონისთვის აღნიშნული სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება 128GB შიდა და 8GB ოპერატიული მეხსიერებით.
სამსუნგის სამივე მოდელი აღჭურვილია უახლესი Exynos 2100 პროცესორით, რომელიც არნახულ სისწრაფეს და ენერგოეფეტქურობას გვთავაზობს, აუმჯობესებს ფოტოების ხარისხს პროცესინგის დროს. S21 Ultra საქართველოში წარმოდგენილია 12GB ოპერატიული მეხსიერებითა და 256GB შიდა მეხსიერებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში S21 ულტრას აქვს S pen-ის გამოყენების ფუნქციაც, რომელიც ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაზიარების უნივერსალურ საშუალებას წარმოადგენს (სმარტფონის ქეისები ასევე ადაპტირებულია S pen-ის მოსათავსებლად).
როდის შეძლებთ ახალი მოდელების შეძენას?
ამდენად, Samsung-მა 2021 ეპიკურად დაიწყო და ამისთვის 3 უძლიერესი მოდელი წარმოადგინა. ახალი S სერიის წინასწარ შეკვეა საქართველოში 15 იანვრიდან 4 თებევრვლამდე იქნება შესაძლებელი სამსუნგის ოფიციალური პარტნიორი მაღაზიების ვებგვერდებისა და ქოლ-ცენტრების საშუალებით.
Galaxy S21 და S21+ მოდელების ონლაინ წინასწარი შეკვეთისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს Galaxy Buds Live-ს, ხოლო S21 Ultra-ს შეკვეთისას საჩუქრად გადმოგეცემათ Galaxy Buds Pro, რომელიც სამსუნგის სრულიად უსადენო სერიის ყურსასმენია და კომპაქტურ ფორმფაქტორში ორ დინამიკს მოიცავს: 11-მილიმეტრიან ვუფერს და 6.5-მილიმეტრიან ტვიტერს. აღნიშნული სეთაფით ყურსასმენებს აუდიო სპექტრის სრული წარმოება შეუძლია და მუსიკის განსაკუთრებით მაღალი ხარისხით მოსმენის მოყვარულთათვის არის განკუთვნილი.
ოფიციალური ჰოლოგრამით ამ სმარტფონების პრე-ორდერის პერიოდში, სამივე მოდელისთვის მოქმედებს Trade In აქციაც.
ასევე, ყველა მოდელს საჩუქრად მოჰყვება უსაზღვრო ეკრანის 1-წლიანი გარანტია და სმარტფონის დამატებით 1-წლიანი (ჯამში 2 წელი) საგარანტიო მომსახურება.
Samsung-ის სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რომელიც "გიცავთ და გასაჩუქრებთ".
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები