დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოსახლეობა მაქსიმალურად "თავშეკავებულად" შეხვდა ახალ წელს.

"ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, ძალიან მიხარია ეს იმიტომ, რომ არ ჩანს დრამატული მატება", — განაცხადა იმანაძემ.

13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი 1 618 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 403 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 26.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 243 255-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 611-მდე, ხოლო გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: