ახალი წლის ღამეს თბილისში, დიდუბეში ავეჯის საწარმო დაიწვა. ფაქტის ამსახველი ვიდეო კომპანიის წარმომადგენელმა ფეისბუქზე გაავრცელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი ჩამქვრალია.