რომის პაპი ფრანცისკე ახალი წლის დღეებში საზეიმო წირვა-ლოცვას ვერ გაუძღვება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა REUTERS ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც ვატიკანის პრესსამსახური იუწყება, პაპს, ბოლო დროს, რადიკულიტი გაუმწვავდა, რამაც ძლიერი ტკივილები გამოიწვია.

პაპი ფრანცისკე ვერ გაუძღვება ვერც 31 დეკემბრის ლოცვას წმინდა პეტრეს ტაძარში და ვერც ღვთისმშობლის ლოცვას 1 იანვარს.