Parki Ar Minda – გზა ნულოვანი ნარჩენებისკენ სინამდვილეში არც ისე რთულია
ფოტო: On.ge / Parki ar minda
ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტა რამ არის იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მოლარის კითხვაზე "პარკი გნებავთ?", პასუხი "არა, პარკი არ მინდა" და საკუთარი ტილოს ჩანთის მომარჯვება. ფრაზა "პარკი არ მინდა" ეკომეგობრული ადამიანებისთვის ლექსიკის ჩვეულებრივი ნაწილია. ის ამავე დროს არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტის დასახელებაცაა, რომელიც მარიამ ფესვიანიძემ და ტატიანა რემნევამ დააფუძნეს.
მარიამ ფესვიანიძე
ტატიანა რემნევა
”როდესაც საქართველოში გადმოვედი, გაოცებული ვიყავი ამ ქვეყნის სილამაზით, მაგრამ გარშემო რომ მიმოვიხედე, შევამჩნიე, რომ ყველგან პლასტმასის პარკები იყო: ეკიდა ხეებზე, დაცურავდა მდინარეებში, დაყრილი იყო ხეობებში. გადავწყვიტე, უარი მეთქვა ერთჯერად პარკებზე და თანდათან ვისწავლე ბუნებაში ჩემი ნაკვალევის შემცირება. გზა ნულოვანი ნარჩენებისკენ გრძელი და ზოგჯერ უსწორმასწოროა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე რთულია. მთავარია, იცოდეთ, რომ არ გჭირდებათ ცხოვრების მთლიანად შეცვლა, უბრალოდ უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება", — ამბობს ტატიანა.
საქართველოში თითოეული ადამიანი წელიწადში დაახლოებით 525 პოლიეთილენის პარკს მოიხმარს. შედარებისთვის, გერმანიაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 20-ია.
ტატიანა და მარიამი დიდ ხნის მეგობრები არიან. პარკი არ მინდა მათ 2019 წლის დასაწყისში დააარსეს. ორგანიზაცია მხოლოდ პოლიეთილენის შემცირებას არ ემსახურება, ის ინფორმაციის მიწოდების გზით უბიძგებს ადამიანებს, ყოველდღიურად უფრო შეგნებული არჩევანი გააკეთონ, უარი თქვან ერთჯერად შეფუთვებზე, არ იყიდონ ნივთები, რომლებიც არ სჭირდებათ და პასუხისმგებლობით მოეკიდონ გარემოს.
ფოტო: Alexis Bianchi
"ადრე მეც, ისევე, როგორც ბევრ სხვა ადამიანს, საყიდლებიდან სახლში ბევრი ნაგავი მომქონდა: პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის შეფუთვა, ერთჯერადი ჭურჭელი და ა.შ. არ ვფიქრობდი, თუ სად მიდის ეს ყველაფერი ურნაში მოხვედრის შემდეგ. დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ მეგობრისგან გავიგე ნარჩენების გადამუშავებაზე. მერე ამ საკითხზე ბევრი რამ წავიკითხე და დავიწყე ნარჩენების განცალკევება და ჩაბარება გადამუშავებისთვის. ამის შემდეგ ნელ-ნელა საერთოდ შევცვალე ჩემი მიდგომა მოხმარებასთან დაკავშირებით", — გვიყვება თავის ისტორიას მარიამი.
მიზნების მისაღწევად Parki Ar Minda სხვადასხვა აქტივობებს მართავს: საჯარო ლექციებს, SWAP-parties (ნივთების გაცვლა-გამოცვლა), გარემოს დასუფთავების აქციებს, მათ შორის Clean Games და ა.შ. ასევე სოციალურ პროექტ My Sisters-თან ერთად აწარმოებს ეკო-ტომრებს, რათა ერთჯერადი პარკების ალტერნატივა შექმნას. ინიციატივის კიდევ ერთი მიმართულება - საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მუშაობაა, მათთვის კონსულტაციის გაწევა მდგრადი მწვანე პრაქტიკების შესახებ.
Parki ar minda-ს ერთ-ერთი ინიციატივაა ასევე ეკო-ტაქსი, რომელიც ლოქდაუნის დროს შეიქმნა. მისი მიზანია, გაუადვილოს ადამიანებს ნარჩენების ჩაბარება შეგროვების პუნქტებში.
როგორ მუშაობს ეკო-ტაქსი?
○ თქვენ ახარისხებთ მეორად ნარჩენებს სახლში / სამსახურში წესების მიხედვით. ნარჩენები უნდა გაყოთ ფრაქციებად (ცალკე პლასტმასი, მინა, ქაღალდი და ალუმინი). ნუ დაივიწყებთ ყველა ბოთლისა და ქილის დაცლასა და წყლის გამოვლებას. ჩაბარებული შეფუთვა უნდა იყოს საჭმლის და ცხიმის გარეშე.
○ შეკვეთისთვის უკავშირდებით Parki ar Minda-ს ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე. შეკვეთაში უთითებთ მისამართსა და მობილურის ნომერს;
○ ნარჩენების წაღებამდე რამდენიმე დღით ადრე ეკოტაქსიდან გირეკავენ და მოსვლის დროს გითანხმებენ;
○ თქვენ ნარჩენებს აწვდით, დანარჩენზე კი Parki Ar Minda ზრუნავს.
პირველი 6 რეისის შემდეგ ეკო-ტაქსიმ 5 ტონაზე მეტი მასალა მოაგროვა გადასამუშავებლად და 50-ზე მეტი რეგულარული კლიენტი შეიძინა. მათ შორის თბილისის კაფე-რესტორნებიც არიან.
თუკი ევროპის ქალაქებში ნარჩენების გადამუშავება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მთელი სისტემა სწორედ ამაზეა მორგებული, საქართველოში იგივე პროცესი მაღალ სამოქალაქო თვითშეგნებას მოითხოვს, რადგან ინფორმაცია მცირეა, გადამუშავებისთვის განკუთვნილ ურნებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ შეხვდები. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომელი ტიპის პლასტმასის გადამუშავებაა შესაძლებელი საქართველოში. ტატიანა და მარიამი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა დაინტერესებულ პირებს ნარჩენების შემცირებაზე ინფორმაცია მიაწოდონ. ამაში დასარწმუნებლად Parki Ar Minda-ს ფეიჯისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია.
კარგი ამბავი ისაა, რომ მალე On.ge-ის მკითხველიც გაიგებს მეტს ეკომეგობრულ ბიზნესებსა თუ კაფეებზე, პროდუქტების შეგნებულ მოხმარებაზე, პლასტმასის შემცირების გზებზე, მეორადი ტანსაცმელების საინტერესო პუნქტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ და Parki Ar minda პარტნიორები გავხდით და ერთად ვიზრუნებთ, რომ 2021-ში მეტმა ადამიანმა გააკეთოს მწვანე არჩევანი.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები