ჰელსინკის კომისია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას და მოკავშირეებს, გადაამოწმონ თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და დააწესონ სანქციები
ფოტო: Accentnews.ge
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ ვიკერმა, თანათავმჯდომარემ წარმომადგენელმა ჯო უილსონმა, სენატორებმა შელდონ უაითჰაუსმა და სტივ კოენმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომლითაც ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჭავლთან ერთად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ორპარტიული ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელობა მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას და მათ მოკავშირეებს მომხდარი გადაამოწმონ და დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა მოსთხოვონ.
"ბოლოდროინდელი დასკვნები, რომ "ქართულმა ოცნებამ" გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლებს დამწვრობა და ჯანმრთელობის გრძელვადიანი გართულებები მიაყენა და წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების დარღვევას, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ასეთი ქცევა "ქართულ ოცნებას" რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან ალიანსში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად
მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და შესაბამისი სანქციები დააწესონ პასუხისმგებელ პირებზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ "MEGOBARI აქტი", ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად.
კვირას, 30 ნოემბერს, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამოიყენა ქიმიური ნივთიერება "კამიტის" სახელით ცნობილი ნივთიერება. ანგარიშის თანახმად, რომელიც ეყრდნობა ექსპერტებისა და საქართველოს სპეცრაზმის ინფორმატორების ინფორმაციას, ქიმიური ნივთიერება გამოიგონეს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოსაყენებლად და 1930-იან წლებში ამოიღეს მიმოქცევიდან ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ეფექტის გამო. ეს გამჟღავნება მაშინ ხდება, როდესაც ქართველები ყოველდღიური დემონსტრაციების მეორე წელს იწყებენ, რომლებიც აპროტესტებენ მმართველი პარტიის ქართული ოცნების გადაწყვეტილებას არჩევნების გაყალბებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის ჩაშლის შესახებ. 2024 წლის ოქტომბერში საპროტესტო აქციების დაწყებიდან, ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ავტორიტარიზმს დააახლოვა დამოუკიდებელი მედიის ჩახშობით, დისიდენტების დაპატიმრებით და რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, BBC-ის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთი "კამიტე" გამოიყენა.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები