გადავწყვიტეთ ამ წლის მნიშვნელოვანი ამბები შეგვეჯამებინა და ის სტატიები გავიხსენეთ, რომლებიც ყველაზე ბევრჯერ მოხვდა თქვენს კედელზე.

1. ძაღლს, რომელსაც ბავშვები გზაზე გადაჰყავს, სახლი დაუდგეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს / 41 037 გაზიარება

ფოტო: Department of Tourism and Resorts of Adjara

ეს 22 იანვრის ამბავია. მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვქონდა.

2. მარნეულში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს, რათა მოსავალი შეუნარჩუნონ / 27 683 გაზიარება

ფოტო: UN Women Georgia

უამრავიდან ერთ-ერთი ისტორია, რომელიც ყოველთვის გაგვახსენებს, როგორი სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ 2020 წელს.

3. ტესტი: რამდენად კარგად იცნობ მშობლიურ ენას? / 26 838 გაზიარება

ფოტო: Dribbble / Shota Gochitashvili

და არც მშობლიური ენის სიყვარული დავივიწყეთ.

4. პატრონის სახლში ყოფნით გახარებულმა ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო / 23 773

სახლში ყოფნის ისტორიებიდან ეს ჩვენი ფავორიტია.

5. 6 რუსი სახლში შემოვიდა, ტირილ-ტირილით წაიყვანეს პატარა გოგო — ოკუპანტებმა დათა პაპას შვილიშვილი და რძალი დააკავეს / 22 553 გაზიარება

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დათა პაპა ოკუპირებული ხურვალეთის ის მკვიდრია, ვინც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტება საერთაშორისო ვიზიტორებს. ის არ აღიარებს, დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი რძალი და შვილიშვილი თითქმის 20 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

პანდემიის დროს ოკუპაცია კიდევ უფრო რთულად ვიგრძენით. ე.წ. საზღვარმა სამედიცინო დახმარების მიღება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებებს კიდევ უფრო გაურთულა. ბოლო ცნობებით, 88 წლის დათა პაპას ფილტვების ანთება აქვს და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ავადმყოფს ვერ ეხმარებიან.

6. ქაშიბაძე: ზოგიერთმა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალიან ცხელი წყალი დალია და დამწვრობა მიიღო, ამ ხერხს ნუ მიმართავთ / 20 626 გაზიარება

ეს ამბავი ყველაზე კარგად აღწერს დეზინფორმაციის საფრთხეს. ყალბმა და მეცნიერულად დაუდასტურებელმა ამბებმა პანდემიის დროს ბევრი გართულებები წარმოქმნა.

7. ნუ ცდილობთ, აღზარდოთ წარმატებული ბავშვები — აღზარდეთ ისინი კეთილ ადამიანებად / 19 910 გაზიარება

ფოტო: Holly Stapleton

ბავშვები იმას, თუ რა არის უფროსებისთვის მნიშვნელოვანი, არა ჩვენს სიტყვებზე დაყრდნობით სწავლობენ, არამედ იმაზე დაკვირვებით, თუ რა იპყრობს ჩვენს ყურადღებას.

საღამოს წასაკითხი ეს რჩეული სტატია დიდებს გვასწავლის, რა უნდა ვასწავლოთ პატარებს.

8. გახარია: როცა მივდივართ თავშეყრის ადგილებში, არ ნიშნავს, რომ გმირები ვართ / 19 884 გაზიარება

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ეს პრემიერმინისტრმა 23 მარტს მას შემდეგ განაცხადა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა.

9. ისტერიული ვიშვიში, არიქა ტაძარში სიარულს ვერ გავაცდენო, ხიბლისმიერი და ეგოისტური ვნებაა — დეკანოზი ილია ჭიღლაძე / 18 774 გაზიარება

ფოტო: საუბრები რელიგიაზე

სასულიერო პირებისგან არც თუ ისე ბევრი მოწოდება გვახსოვს მრევლისთვის სახლში დარჩენის რეკომენდაციაზე. ეს განცხადება ერთ-ერთი გამონაკლისი იყო.

10. გენიალური კამპანია ნეტფლიქსისათვის: თუ გარეთ გახვალ, საყვარელი სერიალების სპოილერები დაგხვდება / 18 153 გაზიარება

ფოტო: Miami Ad School / Ads of Brands

Miami Ad School-ის სტუდენტის ეს კრეატიული იდეა ჩვენი მკითხველის ერთ-ერთი ფავორიტი აღმოჩნდა.

11. სინოდი ერთ აზრზეა, რომ ზიარების კოვზით ინფექციის გადადება გამორიცხულია — მეუფე ნიკოლოზი / 17 477 გაზიარება

ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში, მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და წლის დასასრულამდე ახალი iPhone 12-იც მიიღო.

12. ფოტოები: გაიცანით კორონავირუსთან წინა ხაზზე მებრძოლი ქართველი ექიმები / 15 576 გაზიარება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

2020 წელს მსოფლიომ ისევ გაიხსენა, რომ ყველა გმირი მოსასხამს არ ატარებს და ისინი ყველგან შეიძლება ვიპოვოთ, განსაკუთრებით კი სამედიცინო დაწესებულებებში. ეს ადამიანები 24-საათიან რეჟიმში, ხშირად რამდენიმე დღე გადაბმულად, მუშაობენ პანდემიასთან გასამკლავებლად. მათი შრომის პატივსაცემად, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, 7 აპრილს ვირტუალური გამოფენა მოეწყო.

13. "პური ჩვენთან გაიცემა უფასოდ" — მარნეულელმა დედა-შვილმა ორ დღეში 500-ზე მეტი პური დაარიგა / 14 738 გაზიარება

"ერთად და ერთმანეთის დახმარებით ბევრად მარტივია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ნახვა", — გვითხრა 24 წლის გიორგი დალაქიშვილმა. მარტში, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მან დედასთან ერთად უფასოდ გადასცა თანასოფლელებს თონეში გამომცხვარი პური.

14. ტომ ჰარდი ბავშვებს ძილის წინ BBC-ზე ზღაპრებს წაუკითხავს / 12 810 გაზიარება

ფოტო: BBC

შეიძლება ფილმებიდან თავს სუპერვილანად გვამახსოვრებს, მაგრამ რეალობაში ბავშვებზე ზრუნავს. თუმცა, ეს ალბათ ერთადერთი მიზეზი არ არის, თუ რატომ გვიყვარს ასე ძალიან.

15. აღდგომის ღამისთვის შენობას ვამზადებთ, სადაც 2 000 ადამიანამდე დაეტევა — შალვა კეკელია ხალხმრავლობას აანონსებს / 13 702 გაზიარება

ფოტო: არჩილ თალაკვაძე / Facebook

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როცა 3 ადამიანზე მეტის თავშეყრა კანონით ისჯებოდა, შალვა კეკელია ხალხმრავლობა დააანონსა. მანამდე, მან კორონავირუსი გვირგვინად შეაფასა და თქვა, რომ ზოგი ამ გვირგვინს ღმერთისგან, ზოგი კი ეშმაკისგან მიიღებდა. კეკელიამ კორონავირუსისგან დასაცავად თბილისის ქუჩებიც აკურთხა.

16. პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება — ამირან გამყრელიძე / 13 285 გაზიარება

თუმცა, ეს "მალე" 2-3 კვირაში ნამდვილად არ დადგებოდა.

17. უხანში ბავშვებმა ონლაინ მეცადინეობისთვის განკუთვნილ აპს დაბალი შეფასებები დაუწერეს, რომ წაშლილიყო / 12 051 გაზიარება

ფოტო: EPA

სკოლების დაკეტვის შემდეგ, თავდაცვითი ზომების ფონზე, მოსწავლეები გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებიან. ეპიდემიის ეპიცენტრში მოქცეულმა ბავშვებმა საშინაო დავალებების თავიდან მოშორება საკმაოდ კრეატიული ხერხით შეძლეს.

18. ავსტრალიაში მოშიმშილე ცხოველებისთვის ციდან სტაფილო და კარტოფილი "გაწვიმდა" / 12 005 გაზიარება

ფოტო: NSW OFFICE OF ENVIRONMENT AND HERITAGE

ეს ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში მოხდა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ხანძარს გადარჩენილი ცხოველები იყო.

19. ნერვიულობდა მამა, ახლა კი ისეთი გახარებულია — 63 წლის მეყვავილეს ტიტების ფული შეუგროვეს / 10 026
გაზიარება

ფოტო: გიორგი ალადაშვილი / რადიო თავისუფლება

გურჯაანელი კაკო ჯეირანაშვილის ისტორიამ, რომელიც პანდემიის გამო ტიტებს ვეღარ ყიდდა, აპრილში ფეისბუქი მოიცვა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში 63 წლის მეყვავილე ამბობდა, რომ სეზონზე დაახლოებით 2 000 ლარი დაკარგა, მისი 5 000 ტიტა კი ნაკვეთში ჭკნებოდა. მას შემდეგ, რაც მისი ისტორია მოქალაქეების ყურამდე მივიდა, მეყვავილეს სრულად შეუგროვეს ის თანხა, რასაც წარმატებულ სეზონებში იღებდა.

20. მშობლის რჩევა — რა ვიკითხოთ ბავშვებთან ერთად, სანამ სკოლები დახურულია / 9 531 გაზიარება

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ძალიან გვიხარია, რომ ეს რჩევები მოგეწონათ და რთულ სიტუაციებში მშობლების და ბავშვების დახმარება შევძელით!

თქვენ რომელი სტატიით დაგამახსოვრეთ თავი? მოგვწერე კომენტარებში.