15 ნოემბერს გარდაცვლილი ქალის ცხედარი თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალთან ერთად ბინაში შუა ხნის ასაკის შვილი ცხოვრობდა. თუმცა, კაცს დედის გარდაცვალებაზე არავისთვის შეუტყობინებია, სანამ მომხდარის შესახებ მეზობელთან შემთხვევით არ წამოცდა. მეზობელმა მას ჰკითხა, თუ როგორ იყო დედამისი. შვილმა კი უპასუხა, რომ დედა გარდაიცავალა, მაგრამ არ დაუკრძალავთ.

TV პირველთან გარდაცვლილის შვილი ჰყვება, რომ პოლიციას დედის გარდაცვალების შესახებ შიშის გამო არ შეატყობინა. მომხდარის შესახებ პოლიციას დღეს მეზობელმა აცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.