გერმანიაში ფონეტიკურ ანბანზე ასახულ ნაცისტურ კვალს წაშლიან
გერმანიაში ფონეტიკური ანბანის განახლებას აპირებენ მასზე დამჩნეული ნაცისტური კვალის წასაშლელად.
ნაცისტური პარტიის დიქტატურის დამყარებამდე გერმანული ენის ფონეტიკურ ანბანში რამდენიმე ასო-ბგერის წარმოთქმის წესის განსამარტავად ებრაული სახელები გამოიყენებოდა. მაგალითად, "დ — როგორც დავიდში", "ნ — როგორც ნათანში", — "ც (Z) — როგორც ზაქარიაში". ნაცისტებმა ეს სახელები "დორათი", "ნორდპოლით" და "ცეპელინით" ჩაანაცვლეს, მას შემდეგ კი გერმანელების უმეტესობა ამ ანტისემიტური წარმომავლობის ანბანს გაუცნობიერებლად იყენებდა.
ნაცისტებმა შეცვალეს სხვა ასო-ბგერების განმარტებებიც — ფონეტიკურ ანბანში 1934 წელს მათ "იაკობი" და "ზემუელი" ჩაანაცვლეს "იულიუსითა" და "ზიგფრიდით". მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნაცისტების შეცვლილი რამდენიმე განმარტება კვლავ გამოიცვალა. მაგალითად, "იპრე" ჩანაცვლდა "იფსილონით" — ასოს ნამდვილი სახელწოდებით ბერძნულ ენაში. ცნობილია, რომ იპრეში, რომელიც დღევანდელი ბელგიის პროვინციაა, გერმანელებმა პირველ მსოფლიო ომში პირველად გამოიყენეს მომწამვლელი გაზი. რაც შეეხება ნორდპოლს ("ჩრდილოეთი პოლუსი"), იგი ნაცისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ ელემენტზე — მითური ჩრდილოეთის არიული რასის აღმატებულობაზე — მიანიშნებს.
ამჟამად ენათმეცნიერები და ექსპერტები იმ ცვლილებებზე მუშაობენ, რომელიც ფონეტიკურ ანბანში 2022 წლის მიწურულს შევა. ინიციატივა მიხაელ ბლუმეს ეკუთვნის, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე ანტისემიტური განწყობების წინაამღდეგ იბრძვის. მას მხარი დაუჭირა გერმანიაში ებრაელების ცენტრალურმა საბჭომაც, თუმცა იდეის ბედი ახლა სტანდარტიზების გერმანული ინსტიტუტის (DIN) ხელშია.
ინსტიტუტის წარმომადგენლის, იულიან პინიგის თქმით, საკუთარი სახელების მინიჭება ცალკეული ასო-ბგერებისადმი უფრო პრობლემური საკითხია, ვიდრე ფონეტიკურ ანბანში გერმანული ქალაქების სახელების გამოყენება, რადგან განახლებული ვერსია, შესაძლოა, ქვეყნის დღევანდელ ეთნიკურ მრავალფეროვნებას არ ასახავდეს.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები