საქართველო თავდაცვის სფეროში კორუფციის საშუალო რისკის მქონე ქვეყნების სიაშია — GDI
სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის (GDI) 2020 კვლევის მიხედვით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო თავდაცვის სფეროში კორუფციის საშუალო რისკის კატეგორიაში ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.
საქართველოსთან ერთად, საშუალო კატეგორიაში არიან ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა. რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ანუ, კორუფციის მინიმალური ლატვიას აქვს, ყველა დაბალი, ანუ კორუფციის კრიტიკული რისკი კი — აზერბაიჯანს.
კვლევაში სულ შეფასდა 15 ქვეყანა (ლატვია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, საქართველო, ლიეტუვა, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, სომხეთი, უნგრეთი, კოსოვო, სერბეთი, უკრაინა, მონტენეგრო და აზერბაიჯანი), რომელთა საშუალო მაჩვენებელი 48 ქულაა, ცალკე აღებული საქართველოს კი — 60. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, საქართველოში, თავდაცვის სფეროში კორუფციის რისკი საშუალოზე ნაკლებია.
რა გამოწვევები აქვს საქართველოს?
- სუსტი ანტიკორუფციული მექანიზმები — ქვეყანაში არ არსებობს კორუფციის თავიდან აცილების მექანიზმები. NATO-სა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას, საქართველო ამ კომპონენტს მთლიანად პარტნიორებს ანდობ;.
- სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობა — კვლევა ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ზედამხედველობის ხარისხს თავდაცვის სფეროზე, პარლამენტი ყოველთვის ცვლილებების გარეშე ამტკიცებს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს;
- ბიუჯეტის არასაკმარისი გამჭვირვალობა — თავდაცვის ბიუჯეტი ხშირად ზედაპირულია და არ არის ჩაშლილი პროგრამების მიხედვით. ჩვეულებრივ, პარლამენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია თავდაცვის სფეროს ბიუჯეტის დეტალების შესახებ;
- შესყიდვების გაუმჭვირვალე პროცედურების გამოყენება — 2015-2017 წლებში თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების ბიუჯეტის 74% საიდუმლოდ, ან გამარტივებული წესით შესყიდვისას დახარჯა;
- მამხილებელთა არასათანადო დაცვა — თავდაცვის სამინისტროში არსებობს მხილების შიდა მექანიზმი, თუმცა მამხილებელზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული გარანტიები. ეს ამცირებს შანსს, რომ პოტენციურ კორუფციულ დარღვევებზე სამინისტროს თანამშრომელმა ხმამაღლა ისაუბროს.
კვლევაში შეფასებულია ქვეყნის თავდაცვის სფერო ხუთ ძირითად კომპონენტში, ესენია: ფინანსები, ოპერატიული კომპონენტი, პერსონალი, პოლიტიკური კომპონენტი და შესყიდვები.
კვლევის შედეგები რამდენიმე ტალღად, რეგიონების მიხედვით ქვეყნდება. მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე ცნობილი იქნება ყველა ქვეყნის შედეგი და შეგვეძლება საქართველოს მონაცემების განსაზღვრა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ მსოფლიო ჭრილში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები