TI-ს ცნობით, ფოთის მერის მეგობრის კომპანიამ ტენდერებიდან 8 წელში 306,520 ლარი მიიღო
ფოტო: ფოთის მერია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანია — შპს ხალიბმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306,520 ლარი მიიღო.
TI-ში აცხადებენ, რომ რამაზ გუჯაბიძე წილს 10-მდე კომპანიაში ფლობს ან დირექტორის თანამდებობას იკავებს. ორგანიზაციის თანახმად, მათგან 5 კომპანიაში იგი ფოთის მერის ბიზნესპარტნიორია: ესენია:
- შპს მეტალექს + — 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი;
- შპს მეტალექს ტრანსი — 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი;
- შპს მეტალექსი — 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი ;
- შპს ფაზისი პლაზა — 12.5% წილის მფლობელი;
- შპს ნიუ ფრი — 33% წილის მფლობელი.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ კომპანიების საქმიანობა იწვევს ქალაქ ფოთში ჯავახიშვილისა და მიმდიბარე ქუჩებში ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებას.
"ხმაურს 24-საათიან რეჟიმში მოძრავი სატვირთო ავტომობილები იწვევს, დაბინძურებას კი — ტვირთის გადაზიდვისას ჰაერში გაფანტული მტვერი. რამაზ გუჯაბიძის კომპანიებიდან სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულია შპს ხალიბი, რომლის 50% წილს გუჯაბიძე ფლობს. შპს ხალიბმა 2012 წლიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით 671 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, ჯამური ღირებულებით 301, 998 ლარი, ერთხელ კი ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ტენდერი მოიგო, [განაცხადის ნომერი — [NAT190000165], რომლის ფაქტობრივმა, საბოლოო ღირებულებამ 4,522 ლარი შეადგინა", — აცხადებენ TI-ში.
გოჩა კურდღელია ფოთის მერი 2017 წლის ნოემბერში გახდა. ორგნიაზაციაში აღიშნავენ, რომ მისი მერად არჩევის შემდეგ ფოთის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ შპს ხალიბთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების რაოდენობა და თანხის ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 671 გამარტივებული შესყიდვიდან 373 შესყიდვა ფოთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე მოდის, რომელთა საერთო ღირებულებამ 156,196 ლარი შეადგინა.
TI-ს კვლევის თანახმად, გუჯაბიძე ამავე დროს პარტიების შემწირველიც არის და ჯამში 183, 000 ლარი აქვს შეწირული, მათ შორის:
- 2012 წელს — 15, 000 ლარი ნაციონალური მოძრაობისთვის;
- 2016 წელს 60, 000 ლარი, 2019 წელს — 48, 000 ლარი, 2020 წელს 60, 000 ლარი ქართული ოცნებისთვის.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რამაზ გუჯაბიძის გარდა, პარტიების მსხვილი შემწირველები არიან ფოთის მერი, გოჩა კურდღელია, ასევე, კურდღელიას ბიზნესპარტნიორები და მასთან დაკავშირებული ცალკეული კომპანიების დირექტორები და მეწილეები. მათ [სულ 13 შემომწირველი] პოლიტიკურ სუბიექტებს ჯამში 1, 528, 050 ლარი შეწირეს, მათ შორის:
- ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს — 135, 000 ლარი;
- პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს — 350,000 ლარი;
- ქართულ ოცნებას 2016-2020 წლებში — 1, 043, 050 ლარი.
- მხოლოდ 2020 წლის ივლის-სექტემბერში ქართულ ოცნებას მათ ჯამში 355, 000 ლარი შესწირეს.
TI-ს შეფასებით, ხალიბის ჩართულობა ფოთის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს. შესაბამისად ისინი ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებენ, შეისწავლონ თითოეული შესყიდვა და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
-
კაცი ხელოვნურ ინტელექტთან "დაოჯახებას" გეგმავს: მისი შვილების დედა ჩატბოტი იქნება კაცი ხელოვნურ ინტელექტთან "დაოჯახებას" გეგმავს: მისი შვილების დედა ჩატბოტი იქნება
გადახედვა
-
ცნობილია, რომელი კომეტა შეიძლება იყოს ყველაზე კაშკაშა 2026 წელს ცნობილია, რომელი კომეტა შეიძლება იყოს ყველაზე კაშკაშა 2026 წელს
გადახედვა
-
მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ ქალი, სავარაუდოდ, მეზობელმა მოკლა მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარედ ქალი, სავარაუდოდ, მეზობელმა მოკლა
გადახედვა
-
MEGOBARI აქტის გეოგლიფის შექმნის გამო როსტომ ზარანდია მეორედ დააჯარიმეს MEGOBARI აქტის გეოგლიფის შექმნის გამო როსტომ ზარანდია მეორედ დააჯარიმეს
გადახედვა
-
რა ხდება ირანში — ბოლო დღეების შეჯამება რა ხდება ირანში — ბოლო დღეების შეჯამება
გადახედვა
-
კადიროვმა, თირკმლის უკმარისობის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა კადიროვმა, თირკმლის უკმარისობის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ვიდეო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
მიაგნეს მტკიცებულებას, რომ 3 მილიარდი წლის წინ მარსის ნახევარი წყლით იყო დაფარული მიაგნეს მტკიცებულებას, რომ 3 მილიარდი წლის წინ მარსის ნახევარი წყლით იყო დაფარული
გადახედვა
-
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ნარიყალას ციხეზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ნარიყალას ციხეზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს
გადახედვა
-
CBS News: ირანში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს CBS News: ირანში დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 12 000-ს აღწევს და შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: "ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას" დავით მათიკაშვილი: "ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას"
გადახედვა
-
აშშ-იმ და სომხეთმა ე.წ. "ტრამპის მარშრუტის" განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს აშშ-იმ და სომხეთმა ე.წ. "ტრამპის მარშრუტის" განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი გამოაქვეყნეს
გადახედვა
-
ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ინდოეთმა საკუთარ მოქალაქეებს თეირანის დატოვებისკენ მოუწოდა ინდოეთმა საკუთარ მოქალაქეებს თეირანის დატოვებისკენ მოუწოდა
გადახედვა
-
სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ BTS-მა მსოფლიო ტურნე დააანონსა სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ BTS-მა მსოფლიო ტურნე დააანონსა
გადახედვა
-
ვენესუელა აცხადებს, რომ 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს ვენესუელა აცხადებს, რომ 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს
გადახედვა
-
გაიცანით კაცი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს ზურგჩანთით ასეირნებს გაიცანით კაცი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს ზურგჩანთით ასეირნებს
გადახედვა
-
17 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი — როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე? 17 იანვარს თბილისში თოვლია მოსალოდნელი — როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე?
გადახედვა
-
ბოლო თავგადასავალი: Stranger Things-ის ფინალური სეზონი კადრს მიღმა ბოლო თავგადასავალი: Stranger Things-ის ფინალური სეზონი კადრს მიღმა
გადახედვა
-
CNN: ილონ მასკმა ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა CNN: ილონ მასკმა ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა
გადახედვა
-
მარსზე მოპოვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის მისია გაუქმდა მარსზე მოპოვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის მისია გაუქმდა
გადახედვა
-
მსახიობი კიფერ საზერლენდი ტაქსის მძღოლზე თავდასხმის გამო დააკავეს მსახიობი კიფერ საზერლენდი ტაქსის მძღოლზე თავდასხმის გამო დააკავეს
გადახედვა
კომენტარები