ხულიო იგლესიასს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ფოტო: Getty Images
ესპანელ მომღერალს, ხულიო იგლესიასს, ორი ქალი, რომლებიც ადრე მასთან მუშაობდნენ, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მათი თქმით მომღერალი "ნორმალიზებას უკეთებდა ძალადობას" იძულებით, მუქარის შემცველ და ძალადობრივ გარემოში.
ესპანური საინფორმაციო საიტის elDiario.es-ისა და ამერიკული გამოცემის Univision-ის რეპორტაჟებში გამოქვეყნებულ ბრალდებებს ესპანეთის სასამართლო იძიებს.
82 წლის მომღერალი ცნობილია 1960-იანი წლებიდან და მთელ მსოფლიოში მილიონობით ჩანაწერი აქვს გაყიდული.
ხულიო იგლესიას ორი ქალი დომინიკის რესპუბლიკაში და ბაჰამის კუნძულებზე, თავის საკუთრებაში ჰყავდა დასაქმებული. მათი ჩვენებების თანახმად, სექსუალური ძალადობა 2021 წელს მოხდა. იგლესიასი და მისი ადვოკატი ბრალდებებს არ პასუხობენ.
ერთ-ერთმა გამოკითხულმა ქალმა, რებეკამ, (სახელი შეცვლილია) რომელიც დამხმარე ქალად მუშაობდა, თქვა, რომ მომღერალი დღის ბოლოს რეგულარულად იძახებდა მას თავის ოთახში და თანხმობის გარეშე არასათანადოდ ეხებოდა.
"ის თითქმის ყოველ ღამე მეხებოდა, თავს ობიექტად, მონასავით ვგრძნობდი".
რებეკა დომინიკელია და 22 წლის იყო, როდესაც აღწერილი სავარაუდო მოვლენები მოხდა. ის, ყვება, როგორ აიძულა იგლესიასმა სექსუალური ურთიერთობა სხვა თანამშრომელ ქალთან ერთად, როგორ გაარტყა მომღერალმა სახეში და შეეხო სასქესო ორგანოებს.
მეორე ქალმა, ვენესუელელმა ფიზიოთერაპევტმა, რომლის სახელიც სტატიაში ლორაა, განაცხადა, რომ იგლესიასმა მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო მკერდზე და აკოცა. მან დასძინა, რომ მომღერალი მუდმივად ემუქრებოდა სამსახურიდან გათავისუფლებით, აკონტროლებდა, რამდენ საკვებს მიირთმევდა და ეკითხებოდა, როდის დაეწყებოდა მენსტრუაცია.
"ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მსუქანი ვიყავი და წონაში უნდა დამეკლო" — თქვა ლორამ და აღწერა სამუშაო გარემო, სადაც ძალადობა ნორმალიზებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ხშირად უარყოფდა მომღერლის სექსუალურ შეთავაზებებს, "იყვნენ სხვა გოგონები, რომლებსაც უარის თქმა არ შეეძლოთ. და ის მათთან იმას აკეთებდა, რაც სურდა".
გამოცემები, რომლებმაც საქმე სამი წლის განმავლობაში ერთად გამოიძიეს, აცხადებენ, რომ ბრალდებებს დოკუმენტური მტკიცებულებები ამყარებს, მათ შორის ფოტოები, სატელეფონო ჩანაწერები, ტექსტური შეტყობინებები და სამედიცინო დასკვნები.
მათ ანგარიშებში მოყვანილია იგლესიასის სხვა ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც აღწერენ მისთვის მომუშავე პირებისთვის საშიშ, უაღრესად სტრესულ ატმოსფეროს.
ცნობილია, რომ რებეკამ და ლორამ 5 იანვარს იგლესიასის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სექსუალური ძალადობისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის ეროვნულ სასამართლოში, რომელიც ესპანეთის საზღვრებს გარეთ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
იგლესიასის ძველმა მეგობარმა, ხაიმე პენიაფიელმა, ბრალდებებს "აბსოლუტური ტყუილი" უწოდა. კიდევ ერთმა მოკავშირემ, ჟურნალისტმა მიგელ ანხელ პასტორმა, თქვა, რომ მას არასდროს სმენია "არანაირი მინიშნება იმის შესახებ, რომ შესაძლოა მან ჩაიდინა ამ ტიპის ქმედება".
თუმცა, ესპანეთის სოციალისტების მიერ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის თანასწორობის მინისტრმა, ანა რედონდომ, განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ საქმე სრულად იქნება გამოძიებული.
"როდესაც თანხმობა არ არის, ეს ძალადობაა", — დაწერა მან სოციალურ მედიაში.
ულტრამემარცხენე პარტია პოდემოსის ლიდერის, იონე ბელარას თქმით კი, დროა დასრულდეს დუმილი ფულით დაცული "ცნობილი მოძალადეების" მიერ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე.
მადრიდის რეგიონის პრეზიდენტმა, კონსერვატორმა იზაბელ დიას აიუსომ, ესპანელი მომღერლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
"მადრიდის რეგიონი არასდროს შეუწყობს ხელს ხელოვანების და მით უმეტეს, ყველაზე უნივერსალური მომღერლის, ხულიო იგლესიასის ცილისწამებას", — დაწერა მან სოციალურ მედიაში.
ბრალდებებს გამოეხმაურნენ იგლესიასის ბიოგრაფი, იგნასიო პეირო და ავტორის გამომცემლობა და მსხვერპლებისადმი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს. მათი თქმით, ბრალდებების დასამატებლად გააახლებენ მომღერლის გასულ წელს გამოქვეყნებულ ბიოგრაფიას.
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
კომენტარები