არჩევნები არის მიტაცებული, პარლამენტი კი, რომლის შექნასაც "ოცნება" გეგმავს, იქნება არალეგიტიმური — ხაზარაძე
ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება ხელახალი არჩევნების დანიშვნას არ გეგმავს, ეს აუცილებლად უნდა განუცხადოს ელჩებს, წერილობითი სახით.
მისი თქმით, ქართული ოცნების განცხადება, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა არის გამორიცხული, არ არის არგუმენტი. ოცნების მენეჯმენტმა და გადაწყვეტილებებმა ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა.
"მათი გადაწყვეტილება არის ხაზგასმა იმისა, რომ ეს არჩევნები არის მიტაცებული. ეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტი. ისინი ვერანაირ საერთაშორისო მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებენ. ბიუჯეტი, რომელსაც თავად კერავენ, ჭრიან და თავადვე მიიღებენ, იქნება დამღუპველი. ასეთ დროს კი დაივიწყოს ყველამ, რომ ან ეკონომიკას ეშველება, ან პანდემიას, ან ჩვენი ქვეყანა რაიმე ფუნქციას შეიძენს, ამ დამოკიდებულების გამო, რაც დღეს ხდება. ამიტომ მათი განცხადებები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ამ დროს კი ოპოზიცია არის ერთიანი", —განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე განმარტებით, სწორედ აქ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება — ან ქართული ოცნება განაგრძობს ამ ფორმით ქვეყნის მართვას და ყოველდღიურად უარეს შედეგს მივიღებთ, ან უნდა შეიცვალოს მდგომარეობა.
"ჩვენ მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ ანტიკრიზისული საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც პარტიების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. როდესაც ასეთ შეთავაზებზე მხოლოდ იმიტომ ამბობ უარს, რომ ვინც გამოსავალს გთავაზობს, შენი პარტიის წევრები არ არიან, როდესაც უნარი არ გაქვს ესაუბრო შენს მოქალაქეებს და საწინააღმდეგო აზრის მქონე პოლიტიკოსებს, საზოგადოებას და პარტიებს, ასეთ მმართველ ძალას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ მართოს ქვეყანა. ის, რომ არ აპირებენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას, წერილობითი ფორმით დაუდასტურონ ელჩებს, დარჩნენ პარლამენტში მარტო, ჩვენ კი ვიდგებით იქ, სადაც ახლა ვდგავართ", — აღნიშნა ხაზარაძემ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები