რაიან რეინოლდს არ სურს, რომ ვანკუვერში მისი სახელობის ქუჩა არსებობდეს. კანადაში, მის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს და მოითხოვეს, რომ ქუჩისთვის მათი საამაყო მსახიობის სახელი მიენიჭებინათ.

"მან არამხოლოდ დიდი ეკრანებიდან დაიპყრო ჩვენი გულები, თავისი ჰუმანურობით ის ადგილობრივ განძად იქცა, რომელიც ვანკუვერების საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს. ის თავის მშობლიურ ქალაქში აღიარებას იმსახურებს, დროა!" — წერია პეტიციაში, რომელსაც 4 000-მდე ადამიანი აწერს ხელს.

თუმცა, დედპულის მსახიობს არ სურს ვანკუვერში მისი სახელობის ქუჩის არსებობა, ამის მიზეზი კი მარტივია:

"თუ ამ ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობა ან საცობი იქნება, ყველა იტყვის: 'რაიან რეინოლდსი დიდი არეულობაა', ან 'რაიან რეინოლდსი გადაჭედილია'. ჩემი მეგობრები კი ამაზე ბევრს დამცინებენ".

გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ამ სიტყვებში ის თავის დაუძინებელ მეგობრებს, ჰიუ ჯეკმანსა და ჯეიკ ჯილენჰოლს გულისხმობდა, რომლებიც მის დასატროლად მიზეზს არ ტოვებენ.

წელს რაიენ რეინოლდსმა ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. მან გოგონასთვის მოპარული დათუნიას პოვნაში $5000 გადაიხადა, ხოლო ცოლთან, ბლეიკ ლაივლისთან ერთად, უსახლკარო ახალგაზრდებს ნახევარი მილიონი დოლარი გადაურიცხა.