რა შემთხვევაში გადამოწმდება ანგიტენზე დამყარებული ტესტი — ამირან გამყრელიძის განმარტება
დღეს, 2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებას აფართოებს და ეს ტესტი ჩაუტარდება ყველას, ვინც სტაციონარში მოხვდება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კორონავირუსის სიმპტომები. პანდემიის დასაწყისში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამ ტესტებს სკეპტიკურად უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის PCR ტესტით უნდა გადამოწმდეს, რაც არც დროს ზოგავს და არც რესურს. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეათე თვეზე მიდგომა შეიცვალა.
"მოგეხსენებათ, ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ეს ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები, თუ სწორედ არის გაკეთებული და სწორი ჩვენებით, თითქმის იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, PCR ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული", — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიგენზე დამყარებული ტესტის შედეგის აღიარებისა და გადამოწმების მეთოდი შეიცვალა და ამიერიდან ამ ტესტის პასუხი საბოლოოდ მიიჩნევა, თუ მას ექიმი არ დააყენებს ეჭვქვეშ. კერძოდ, გამყრელიძე განმარტავს, რომ ანტიგენის ტესტი PCR-ზე მხოლოდ ორ შემთხვევაში გადამოწმდება:
"ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ემოქმედება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულზე. მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამოწმება, ექიმის გადაწყვეტილებით. ამას ხაზს ვუსვამ, ერთი — თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი კი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება. მეორე — თუ არის სიმპტომები გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით გადამოწმდება.
მაგრამ თუ არის სიმპტომიანი ადამიანი და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება არ სჭირდება. ის ადამიანი მოქმედებს უკვე იმ პროტოკოლით, როგორც ოქროს სტანდარტით, ანუ PCR-ით დადასტურებულზე".
საბჭოში განმარტავენ, რომ გაფართოებული ტესტირების მიზანია არსებული ორთვიანი შეზღუდვებისას მაქსიმალურად ბევრი შემთხვევის გამოვლენა და დროული იზოლირება მოყვეს. ამიტომ, გაფართოებული ტესტირება, შეზღუდვების მსგავსად, პირველ თებერვლამდეა დაგეგმილი.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხი ჩატარებიდან 20 წუთის შემდეგ არის მზად.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები