საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკოს 9 პარტიამ მიმართა — რას ამბობენ ოპოზიციაში
9 პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის ბოიკოტში მყოფმა სუბიექტებმა, ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად მიმართეს. როგორც ცესკოში განმარტეს, სულ ბარიერი 14-მა პარტიამ გადალახა და მათგან ცხრამ წერილობით უკვე მიმართა.
ეს პარტიებია:
- ქართული ოცნება;
- ნაციონალური მოძრაობა და მასთან ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);
- ევროპული საქართველო;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- კანონი და სამართალი.
ამასთან, დაფინანსების მოთხოვნით ცესკოსთვის არ მიუმართავთ:
- გირჩს;
- ლეიბორისტული პარტიას;
- ლელოს;
- მოქალაქეებს;
- პატრიოტთა ალიანსს.
დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი TV პირველთან ამბობს, რომ ეს დაფინანსება პოლიტიკური პარტიისთვის და არა საპარლამენტო საქმიანობისთვის არის.
"დღეს როცა ივანიშვილი ყველა გზას იყენებს იმისათვის, რომ ფაქტობრივად შეავიწროვოს პოლიტიკური ოპოზიცია და პოლიტიკური პარტიები, დაფინანსების საკითხი არის მნიშვნელოვანი", — აღნიშნა სამადაშვილმა.
მსგავს პოზიციაზეა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერიაც. მისი თქმით, ისინი გამოიყენებენ იმ დაფინანსებას, რომელიც პარტიულ და არა საპარლამენტო საქმიანობას ეხება:
"ეს არის რესურსები, რომელიც გადასახადების გადამხდელებისგან მოდის არჩევნების შედეგების მიხედვით. ამ არჩევნებში ჩვენ ამ მანიპულაციის პირობებშიც კი რასაც მივიღებთ, რა თქმა უნდა, ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ".
გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ბოიკოტის დროს, როცა ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ არჩევნებს, საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ირიბად შედეგების აღიარებას ნიშნავს. შესაბამისად, გირჩში დაფინანსების მიღებას არ განიხილავენ და ამავდროულად, მათ არჩევნებამდეც ჰქონდათ გაცხადებული, რომ საბიუჯეტო თანხას არ მიიღებდნენ.
"კოლეგებს ვუთხარით ჩვენი აზრი ამაზე, სანამ ამას საჯაროდ დავაფიქსირებდით, რომ, ჩვენი აზრით, ეს არ იყო სწორი და ასუსტებდა იმ საერთო ოპოზიციურ საქმეს, რომლის ნაწილი ყველანი ვართ", — აღნიშნა ხვიჩიამ On.ge-სთან.
On.ge დაუკავშირდა ლეობორისტულ პარტიას, რათა გაეგო, რა მიზეზით არ მიმართეს ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად, თუმცა პარტიაში განგვიცხადეს, რომ კომენტარს არ აკეთებენ.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხის გადახედვაზე არაერთხელ ისაუბრეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. 4 ნოემბერს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია მანდატებზე უარს ამბობს, მას მაშინ უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე.
"ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით, კარგიც იქნება ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში. ეს იქნება ძალიან ლოგიკური და ამაზე, ალბათ პარლამენტი იმსჯელებს", — აცხადებს კობახიძე.
ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ხალხის განწყობის შესაბამისად იმსჯელებენ.
"საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, გაუწიონ ოპონირება და ზედამხედველობა როგორც მმართველ გუნდს, ასევე, მთავრობას", — თქვა თალაკვაძემ.
ბარიერგადალხული რვავე ოპოზიციური პარტია — ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, მოქალაქეები, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი — უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის შეცვლასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციის ბოიკოტს არ იზიარებს მმართველი პარტია ქართული ოცნება. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
ამის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არც არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. უკვე გაიმართა შეხვედრის ორი რაუნდი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დროს მათი მოთხოვნა კვლავ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამას არც განიხილავენ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და ადამიანის ძირითადი უფლებებიც დაცული იყო, მაგრამ ასევე დარღვევებზეც მიუთითებენ. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და "დემოკრატიულ არჩევანს" სცენ პატივი. ამავე დროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ოპოზიციას მიმართავენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები მიიღონ.
არჩევნების დროს დარღვევებზე ისაუბრეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც. უწყების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში საარჩევნო პრეტენზიები გადაწყვეტილი იქნებოდა. ამავე დროს, ოპოზიციის ბოიკოტს მათ "უკვე ნანახი ფილმი" უწოდეს და მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს.
ამავე თემაზე:
- თუ მოლაპარაკებები დასრულდა უშედეგოდ, არავინ შევა პარლამენტში, სიას გავანულებთ — სამადაშვილი
- ამ არჩევნებზეც გამოიკვეთა დარღვევები: მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება — სახ.დეპი
- ბოიკოტის გამოცხადება უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს, მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში — სახ.დეპი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები