დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

23 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 531, გარდაიცვალა — 36.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი — 2 157;
  • აჭარა — 417;
  • იმერეთი — 537;
  • ქვემო ქართლი — 190;
  • შიდა ქართლი — 137;
  • გურია — 78;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 159;
  • კახეთი — 140;
  • მცხეთა-მთიანეთი — 89;
  • სამცხე-ჯავახეთი — 40;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან, თბილისის საავადმყოფოებში — 2 762, აჭარაში — 1 048, იმერეთში — 1 226.

მძიმე პაციენტია 881 პირი, მათ შორის, თბილისში — 406, აჭარაში — 147, იმერეთში — 201. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში — 161, აჭარაში — 60, იმერეთში — 41.

3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 თბილისში, 1 988 აჭარაში, 316 იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 480, აჭარაში — 1 062, ხოლო იმერეთში — 26. სულ 6 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 17 419 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 17 563 პირი, აჭარაში — 14 449, იმერეთში — 5 280

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: