როგორ განმარტავს ცესკო შემაჯამებელ ოქმებში უზუსტობებს
შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ უზუსტობებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) აცხადებენ, რომ ამაში კომიკური არაფერია და არსებულ შეცდომებს შემდეგნაირად ხსნიან. უწყების პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო ოლქი #3, (საარჩევნო უბნის ნომერი: 03.03.75.) შემაჯამებელ ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი და რომ ამ შესწორების ოქმში დაკორექტირებულია ციფრი.
"ორივე კანდიდატს აქვს 266 ხმა, მათ შორის ბათილი ბიულეტინები 11-ია და ამათი ჯამი, ბუნებრივია, ვერ იქნება 75 ვერანაირად. თუმცა, თუ გადავხედავთ შესწორების ოქმს, ერთ-ერთ კანდიდატს ნაცვლად 266 ხმისა, უნდა ჰქონდეს 38 ხმა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ადგენენ შესწორების ოქმს", — აცხადებს იოსელიანი.
რაც შეეხება #21 საარჩევნო უბნის 21.51.53 მეორე შემაჯამებელ ოქმს, ცესკოს პრესსპიკერის განმარტებით, ამ შემთხვევაშიც ამ შემაჯამებელ ოქმს ახლავს შესწორების ოქმი და ამ შესწორების ოქმში 2 მონაცემია დაზუსტებული. მისივე თქმით, პირველი, ეს გახლავთ ბათილი ბიულეტინების რაოდენობა, რომელიც შემაჯამებელ ოქმში გამორჩენილია და ეს რაოდენობა გახლავთ 12. იოსელიანი ამბობს, რომ ეს ცვლილება შესწორების ოქმში შესულია.
"კიდევ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს 262 ხმა, თუმცა შემაჯამებელ ოქმში არის დაკორექტირებული ციფრი, ორიანია გადაკეთებული. ამ შემთხვევაში, კანონის მოთხოვნის დაცვით, შედგენილია შესწორების ოქმი და ორივე მონაცემი, როგორც გამორჩენილი ბათილი ბიულეტინების რაოდენობა 12, ისე ერთ-ერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების ჯამი 262, რომელიც გადაკეთებულია შემაჯამებელ ოქმში არის დაკორექტირებული. შესწორების ოქმში წერია, რომ ნაცვლად 262-სა, სადაც რიცხვი 2 არის გადაკეთებული, უნდა ეწეროს 262. ამიტომ ამაში კომიკური არაფერი არის. ეს არის კანონის მოთხოვნა, შესაბამისად, ორივე მაჟორიტარული ოლქის შემაჯამებელი ოლქის შემთხვევაში აბსოლუტურად სწორად არის შედგენილი", — აღნიშნავს ნათია იოსელიანი.
ცესკოში, ასევე, განმარტავენ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 15 საჩივარია შესული.
გუშინ, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, კანონის თანახმად, ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში მაინც იყო. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.
მეორე ტური მიმდინარეობდა იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები