შარშანდელი იტალიური, მილიონიანი ნაძვის ხის მორთვა-გაფორმება ბიუჯეტს 195 800 ლარი დაუჯდება
თბილისის მერია გასულ წელს იტალიაში, მილანში მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადაკეთებას გეგმავს, რაც ბიუჯეტს 195 800 ლარი დაუჯდება. ეს თანხა ხის "მორთვა-გაფორმებაში" დაიხარჯება.
ნაძვის ხის გასაფორმებლად თავდაპირველად მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ჩაიშალა და ამჯერად დამატებით აქსესუარებს გამარტივებული შესყიდვის გზით შეიძენენ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი დაიხარჯება, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში — 70 950, სტრინგი კაბელის შეძენა კი ბიუჯეტს 21 ათასი ლარი დაუჯდება.
თბილსერვის ჯგუფსა და შპს ღამის შოუ სტუდიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ საქონლის მიწოდება და თანმდევი მომსახურების გაწევა 4 დეკემბრამდე უნდა მოახდინოს.
საზოგადოების კრიტიკას ხარჯებთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ პერფორმანსით უპასუხა. მან ფეისბუქლაივი ჩაბნელებული პარკიდან გაუშვა და ხალხს ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა ეს.
"ყოველწლიურად ბიუჯეტი, დაახლოებით, 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს. ანუ რა არის ჩვენი მიდგომა, რომ ქუჩებიც ჩავაბნელოთ? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, მინდა ყველას გითხრათ, რომ გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში, თუმცა იქნება მოკრძალებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება ულამაზესი", — აღნიშნა კალაძემ.
2019 წლის ნაძვის ხე, რომელიც მერიამ ტენდერით იყიდა, სოციალურ ქსელებში კრიტიკის საგანი მაშინვე გახდა. მოსახლეობამ ხის მეჩხერი ტოტები და სათამაშოების სიმწირე დაიწუნა. მაშინ ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდა თბილისის ქუჩების ნაწილიც. ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე დაუჯდა, ერთწლიანი გარანტია ჰქონდა.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
კომენტარები